https://sputnik-georgia.com/20220905/nacmozraobis-strategia-danarcenma-opozicionerebma-daiwunes-270116980.html
„ნაცმოძრაობის“ სტრატეგია დანარჩენმა ოპოზიციონერებმა დაიწუნეს
„ნაცმოძრაობის“ სტრატეგია დანარჩენმა ოპოზიციონერებმა დაიწუნეს
Sputnik საქართველო
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად გეგმები დააანონსა
2022-09-05T21:43+0400
2022-09-05T21:43+0400
2022-09-05T21:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049206_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_242cc0e9465f86a7b46928d8e7a18386.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ავტორიტეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა არაგონივრულად მიიჩნიეს უმსხვილესი ოპოზიციური ძალის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შესახებ.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესამსუბუქებლად აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ყველა ნაბიჯი და ქმედებები, მათ შორის საპროტესტო აქციები, ამ მიზნის მიღწევისკენ იქნება მიმართული.მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებს აზრი ექნებოდა, თუკი ის ჩატარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში.კონსტიტუციის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება მხოლოდ 2024 წლიდან, მანამდე კი - ისევ შერეული სისტემით - პარტიული სიებით და მაჟორიტარულ ოლქებში (120/30).არასერიოზულია: პარლამენტის სპიკერი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე >>მეგრელიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობას“ არ ჰყავს პოლიტიკური პარტნიორები და ჰყავს მონები.„პარტნიორობა რას ნიშნავს პოლიტიკაში, ამაზე სამწუხაროდ, წარმოდგენაც კი არ აქვთ საქართველოში. მონები არიან ისინი, ვინც უსიტყვოდ, ნებისმიერ სულელურ გადაწყვეტილებას მსჯელობის გარეშე ეთანხმებიან და მიყვებიან", - განაცხადა მეგრელიშვილმა.ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაში რაიმე ახალი არ არის, რადგან „ლელო საქართველოსთვის“ უკვე დიდი ხანია ამას ითხოვს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.ვადამდელი არჩევნები უნდა მომწიფდეს, მიაჩნია ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს პაატა მანჯგალაძეს.ევროკავშირის 12 პირობა: ოპოზიცია საკუთარ კანონპროექტებს სექტემბერში წარადგენს >>„წინასწარ დაანონსება ამ პროცესის, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ეხმარება თუ ხელს უშლის, არ ვიცი. ჩვენ რიგგარეშე არჩევნები უნდა მოვამწიფოთ. ამისთვის საჭიროა სისტემური მუშაობა. ახლა საუბრის დრო არ არის, ახლა ქმედებების დროა და თქვენ ამ ქმედებებს ნახავთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.ნებისმიერ სიტუაციაში უნდა მზად იყო არჩევნებისთვის, აღნიშნა მან.„გირჩი - მეტი თავისუფლება“ განეკუთვნება იმ პარტიებს, რომლებსაც არასდროს არ მოუხსნია დღის წესრიგიდან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, განაცხადა პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.ივლისის დასაწყისში მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, პარლამენტი ორ თვეში მიიღებს შესწორებებს კონსტიტუციაში, რომლის თანახმად 2024 წლის და შემდეგი არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება და გამსვლელი ბარიერი ხუთის ნაცვლად ორი პროცენტი იქნება.ამით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნისთვის არსებითი სარგებლის სანაცვლოდ თავის მთავარ კონკურენტს - „ნაცმოძრაობას“ ფორა მისცა.პრეზიდენტმა განმარტა, რის მიხედვით შეარჩია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები >>როგორც 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეუძლიათ მხოლოდ „ოცნებას“, „ნაცმოძრაობასა“ და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“. 2%-იანი ბარიერი კი გადალახა მხოლოდ ერთმა პარტიამ – „ლელო საქართველოსთვის.დანარჩენმა შვიდმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავს, არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა მხოლოდ 1-1,5%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049206_207:166:1124:854_1920x0_80_0_0_7748f3ab03de0e8e8fd759c4b1782d53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ნაცმოძრაობა“ სტრატეგია ოპოზიციონერები შეფასება ვადამდელი არჩევნები ნიკა მელია ზურაბ ჯაფარიძე სალომე სამადაშვილი პაატა მანჯგალაძე
„ნაცმოძრაობა“ სტრატეგია ოპოზიციონერები შეფასება ვადამდელი არჩევნები ნიკა მელია ზურაბ ჯაფარიძე სალომე სამადაშვილი პაატა მანჯგალაძე
„ნაცმოძრაობის“ სტრატეგია დანარჩენმა ოპოზიციონერებმა დაიწუნეს
21:43 05.09.2022 (განახლებულია: 21:45 05.09.2022) „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად გეგმები დააანონსა
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ავტორიტეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა არაგონივრულად მიიჩნიეს უმსხვილესი ოპოზიციური ძალის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შესახებ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესამსუბუქებლად აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ყველა ნაბიჯი და ქმედებები, მათ შორის საპროტესტო აქციები, ამ მიზნის მიღწევისკენ იქნება მიმართული.
„დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია? როგორ შეიძლება, ერთწლიანი პარლამენტისთვის ამხელა ენერგია დახარჯო, თან ისე, რომ გაუგებარი იყოს, ეს როგორ დაგვეხმარება მთავარი მიზნის მიღწევაში - 12 პუნქტიანი ვალდებულებების შესრულებაში“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებს აზრი ექნებოდა, თუკი ის ჩატარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში.
კონსტიტუციის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება მხოლოდ 2024 წლიდან, მანამდე კი - ისევ შერეული სისტემით - პარტიული სიებით და მაჟორიტარულ ოლქებში (120/30).
მეგრელიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობას“ არ ჰყავს პოლიტიკური პარტნიორები და ჰყავს მონები.
„პარტნიორობა რას ნიშნავს პოლიტიკაში, ამაზე სამწუხაროდ, წარმოდგენაც კი არ აქვთ საქართველოში. მონები არიან ისინი, ვინც უსიტყვოდ, ნებისმიერ სულელურ გადაწყვეტილებას მსჯელობის გარეშე ეთანხმებიან და მიყვებიან", - განაცხადა მეგრელიშვილმა.
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაში რაიმე ახალი არ არის, რადგან „ლელო საქართველოსთვის“ უკვე დიდი ხანია ამას ითხოვს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არჩევნების გზით შეიცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება, ამიტომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არ ვიცი, რამდენად ემსახურება ამ მიზანს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რომლითაც შეიცვლება საარჩევნო სისტემა, რომ ამ არჩევნებმა მოიტანოს ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, კონკრეტულად ხელისუფლების შეცვლა, მიგვაჩნია, რომ ასევე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ვადამდელი არჩევნები უნდა მომწიფდეს, მიაჩნია ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს პაატა მანჯგალაძეს.
„წინასწარ დაანონსება ამ პროცესის, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ეხმარება თუ ხელს უშლის, არ ვიცი. ჩვენ რიგგარეშე არჩევნები უნდა მოვამწიფოთ. ამისთვის საჭიროა სისტემური მუშაობა. ახლა საუბრის დრო არ არის, ახლა ქმედებების დროა და თქვენ ამ ქმედებებს ნახავთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ნებისმიერ სიტუაციაში უნდა მზად იყო არჩევნებისთვის, აღნიშნა მან.
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ განეკუთვნება იმ პარტიებს, რომლებსაც არასდროს არ მოუხსნია დღის წესრიგიდან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, განაცხადა პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ განვითარებას... რიგგარეშე არჩევნები არის გზა, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების მიღწევას სჭირდება სხვა ტიპის აქტივობები. ეს არის ქუჩა, ეს არის პროტესტი, ეს არის დაუმორჩილებლობა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ივლისის დასაწყისში მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, პარლამენტი ორ თვეში მიიღებს შესწორებებს კონსტიტუციაში, რომლის თანახმად 2024 წლის და შემდეგი არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება და გამსვლელი ბარიერი ხუთის ნაცვლად ორი პროცენტი იქნება.
ამით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნისთვის არსებითი სარგებლის სანაცვლოდ თავის მთავარ კონკურენტს - „ნაცმოძრაობას“ ფორა მისცა.
როგორც 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეუძლიათ მხოლოდ „ოცნებას“, „ნაცმოძრაობასა“ და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“. 2%-იანი ბარიერი კი გადალახა მხოლოდ ერთმა პარტიამ – „ლელო საქართველოსთვის.
დანარჩენმა შვიდმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავს, არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა მხოლოდ 1-1,5%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.