https://sputnik-georgia.com/20220905/araseriozulia-papuashvili-vadamdeli-archevnebis-motovnaze-270112270.html
არასერიოზულია: პარლამენტის სპიკერი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე
არასერიოზულია: პარლამენტის სპიკერი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე
Sputnik საქართველო
პაპუაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციას რადიკალური ოპოზიცია იწვევს. 05.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-05T18:51+0400
2022-09-05T18:51+0400
2022-09-05T22:51+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265457749_0:142:1600:1042_1920x0_80_0_0_9fa82aa5da9543be2414b58670b242f9.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. რადიკალური ოპოზიციის ქმედებები იმდენად ბანალური და წინასწარგანჭვრეტადი გახდა, რომ მათზე კომენტარის გაკეთება უკვე არასერიოზულია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ.ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესამსუბუქებლად აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი და ქმედებები ამ მიზნის მიღწევისკენ იქნება მიმართული.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.„იმის ნაცვლად, რომ დეპოლარიზაციისკენ გადაედგათ ნაბიჯი, მათ პოლარიზაციის გაღრმავებისა და რადიკალიზმისკენ გადადგეს ნაბიჯი. რომელი წინადადება, აბზაცი, ან სიტყვა გულისხმობს დეპოლარიზაციას ნიკა მელიას განცხადებაში? ეს არის რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს პარლამენტის სპიკერის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციას რადიკალური ოპოზიცია იწვევს.იმედი გვაქვს: საქართველო ევროკომისიის პოზიტიურ შეფასებას ელოდება>>>მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად საკუთარი სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა, რომელსაც სამუშაო ჯგუფების ფორმატში მხარი დაუჭირა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილმა.ამ ფორმატში მუშაობაზე უარი განაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ საქართველოსთვის“, ასევე რიგმა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაზე მუშაობა „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად დაიწყეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265457749_100:150:1321:1066_1920x0_80_0_0_30fdd3789670aea8a810b07e6b576149.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
არასერიოზულია: პარლამენტის სპიკერი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე
18:51 05.09.2022 (განახლებულია: 22:51 05.09.2022) პაპუაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციას რადიკალური ოპოზიცია იწვევს.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. რადიკალური ოპოზიციის ქმედებები იმდენად ბანალური და წინასწარგანჭვრეტადი გახდა, რომ მათზე კომენტარის გაკეთება უკვე არასერიოზულია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესამსუბუქებლად აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი და ქმედებები ამ მიზნის მიღწევისკენ იქნება მიმართული.
„ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ხშირად ითხოვს და ამას სერიოზულად უკვე არავინ აღარ აღიქვამს. ბოლო ორი წელია, ლამის არჩევნების ჩატარებისთანავე მათ ვადამდელი არჩევნების გამართვაზე დაიწყეს საუბარი და ეს მოთხოვნა პერიოდულად ისმის. სამწუხაროდ, ყველა ჯერზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს. არც მათ და არც მათ მოთხოვნებს არანაირი მხარდაჭერა არ ექნებათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
„იმის ნაცვლად, რომ დეპოლარიზაციისკენ გადაედგათ ნაბიჯი, მათ პოლარიზაციის გაღრმავებისა და რადიკალიზმისკენ გადადგეს ნაბიჯი. რომელი წინადადება, აბზაცი, ან სიტყვა გულისხმობს დეპოლარიზაციას ნიკა მელიას განცხადებაში? ეს არის რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის სპიკერის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციას რადიკალური ოპოზიცია იწვევს.
მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად საკუთარი სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა, რომელსაც სამუშაო ჯგუფების ფორმატში მხარი დაუჭირა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილმა.
ამ ფორმატში მუშაობაზე უარი განაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ საქართველოსთვის“, ასევე რიგმა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაზე მუშაობა „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად დაიწყეს.