დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 სექტემბერი

© Pixabay / Pexelsმზის ჩასვლა ზღვაზე
მზის ჩასვლა ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 2 სექტემბერია, პარასკევი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ცვალებადი ემოციების დღეა. თან ეს ემოციები მძლავრი იქნება – ვიღაცისთვის დამანგრეველი და ვიღაცისთვის – აღმშენებლობითი. ადამიანები იქნებიან ენერგიული, ცნობისმოყვარე, თავდაჯერებული. პრობლემებია მოსალოდნელი ორგანიზებულობასთან და სუბორდინაციასთან დაკავშირებით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 სექტემბერი>>
ვერძი: დღეს დარწმუნებული ხართ თქვენს ქმედებებში და ბოლომდე გინდათ საკუთარი პოზიციების დაცვა. ამ საბრძოლო შემართების წყალობით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. ყურადღება მიაქციეთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებს, რომლებიც იდეალური ნამდვილად არ არის. დიდია ალბათობა იმისა, რომ ვინმეს აწყენინოთ, ამიტომ სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
ზოდიაქო: ვისთვის იქნება იღბლიანი სექტემბერი
კურო: დღეს თქვენში შემოქმედებითი ცეცხლი გაჩაღდება და ეს ყველაფერზე აისახება, რასაც გააკეთებთ. შთაგონება და შემოქმედებითი ხედვა გამომჟღავნდება ჩვეულებრივ რუტინულ და მოსაწყენ საქმეებშიც. ერთადერთი, რასაც ასტროლოგები გირჩევენ, ისაა, რომ თქვენი მძლავრი ემოციები გააკონტროლოთ, რათა გულში მოგუგუნე „ცეცხლმა“ გარშემომყოფებთან ურთიერთობებში „ხანძარი“ არ გამოიწვიოს.
ტყუპი: რისკავთ, რომ მთელი თავით რუტინაში გადაეშვათ. თუ ჩაკეტილ წრეს ვერ გაარღვევთ, მთელი დღე მოსაწყენი საქმეების კეთება მოგიწევთ.ეს თქვენთვის მომგებიანი არაა. ყოფით წვრილმანებზე გამოდევნებით უამრავ დროსა და ძალას დახარჯავთ, ასევე არაფერს მოგცემთ ყველაფრის ერთდროულად გაკეთების მცდელობა. გაანაწილეთ პრიორიტეტები და შეუდექით ნამდვილ საქმეებს.
კირჩხიბი: იღბლიანი დღე გელოდებათ. სულ იოლად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან. შესაძლოა, ვინმესთან გულითადი საუბარი გსურთ, ან ვინმესთვის რამე იდეის შეთავაზება. თუ ასეა, საუკეთესო მომენტს სხვა დროს ვერ ნახავთ. ეს ეხება მათაც, ვინც ვერ გაბედა საყვარელი ადამიანისთვის გრძნობების გამხელა. დღეს ზუსტად მიხვდებით, როდის, რა მომენტში და რა უნდა თქვათ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ
ლომი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ფრთხილად უნდა იყოთ. არ არის გამორიცხული ხარვეზები სამუშაოზე. სულ მარტივ საკითხებშიც კი შეიძლება „დამუხრუჭდეთ“ და თქვენთვის „ორჯერ ორის“ პასუხი მოულოდნელად შვიდი აღმოჩნდეს. ძალზე დაბნეული ხართ, ამიტომ სჯობს, საერთოდ მოერიდოთ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას, ან მათი შემოწმება ვინმე სანდო ადამიანს სთხოვოთ.
ქალწული: დღეს ძალზე ენერგიული ხართ. ამის წყალობით უამრავი სხვადასხვა საქმის გაკეთება–გადაკეთება შეგიძლიათ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს მოუთმენლობა და ზედმეტი აჩქარებაა. სწორედ ამის გამო შეიძლება მიატოვოთ ზოგიერთი საქმე შუა გზაზე. მომავალში რომ არ მოგიწიოთ ამ საქმეებზე ზრუნვა, სჯობს, მხოლოდ იმას მოჰკიდოთ ხელი, რაც მართლა მნიშვნელოვანია.
სასწორი: დღეს თქვენი საქმეები წარმატებულია. ეს, პირველ რიგში, ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ბიზნესი, ფული, მუშაობა, სწავლა, ასევე სახლის დიდი პროექტები რემონტის ან აგარაკის ყიდვის სახით. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ სარგებლის მომტან ნაცნობობას გააბამთ. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელი კონტაქტები კარიერულ წინსვლაში ან შემოსავლების გაზრდაში დაგეხმაროთ.
გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: დღეს უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ. იგრძნობთ, რომ ბედნიერება თქვენ ხელშია და იმოქმედებთ ფორმულის მიზედვით: „თუ გინდა ბედნიერი იყო, იყავი ბედნიერი“. ხართ ნებისყოფით აღსავსე, ორგანიზებული, მიზანსწრაფული; შეგიძლიათ, აკონტროლოთ სიტუაცია და წინ თავდაჯერებულად იაროთ. თუ ამბიციური და მომავლისკენ მიმართული გეგმა გაქვთ, დროა, მოქმედება დაიწყოთ.
მშვილდოსანი: დღეს შემოქმედებითი განწყობა გეწვევათ. თუნდაც შორს იყოთ ბოჰემური წრეებისგან, ნებისმიერ, თუნდაც პროზაულ საქმეში შემოქმედებით ნაპერწკალს იგრძნობთ. სწავლა, სამეცნიერო მოღვაწეობა, რეკლამა, მარკეტინგი – ნებისმიერ სფეროში შეგიძლიათ თავის გამომჟღავნება და კრეატივის ცინცხალი ნაკადის შეტანა.ჩაატარეთ ექსპერიმენტები, სადაც ეს შესაძლებელია. აქ საკუთარი იმიჯიც მოიაზრება.
თხის რქა: დღეს მეოცნებე ხართ – თუნდაც გარემოებამ თქვენი ოცნებების ღრუბლებიდან მიწაზე სასწრაფო დაშვება მოითხოვოს, ამის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ. ამა თუ იმ ხარისხით ეს ყველა თხის რქას ეხება, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც შეყვარებულია ან ეძებს სიყვარულს. შეიძლება ითქვას, რომ ღამით ფანტასტიკურ სიზმრებს ნახავთ, დღისით კი ამ სიზმრებს ცხადში გააგრძელებთ.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მერწყული: არ არის გამორიცხული, რომ დღეს თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი და საინტერესო შემოვიდეს. ეს შეიძლება იყოს ახალი ეტაპი, ახალი ადამიანები, ახალი გატაცება, გრძნობები, ადგილები... დაივიწყეთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ქუჩაში არავის ვეცნობი“, „საღამოს სახლში ვიქნები“... ინერტულობას თუ გადალახავთ, არ ინანებთ – განა რა უნდა იყოს მრავალფეროვნებასა და პერსპექტივებზე უკეთესი?
თევზები: გაგიჭირდებათ ყოველდღიურ საქმეებზე გულისყურის მიპყრობა – ირგვლივ ხომ ამდენი საინტერესო რამ ხდება. ამის გამო ნებისმიერი სამუშაოს შესრულების დროს შეიძლება შეცდომა შეცდომაზე დაუშვათ. თუ ვინმე თქვენგან მოვალეობების შესრულებას მოითხოვს, შესაძლოა, აბუნტდეთ კიდეც და ყველა საქმე მიატოვოთ. სწორედ ამიტომ მხოლოდ ის საქმე გააკეთეთ დღეს, რომელიც მართლა გაინტერესებთ.
ყველა ახალი ამბავი
0