დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 სექტემბერი

© Pixabay / Fotocitizen
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 1 სექტემბერია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ემოციებით სავსე დღეა. სიყვარულმა, მოულოდნელმა გატაცებამ, უცაბედმა ემოციურმა „აფეთქებებმა“ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები არაერთხელ შეიძლება შეცვალოს. მოერიდეთ უხეშ სიტყვებსა და საქციელს ურთიერთობებში, რომ ამან ნეგატივის მთელი ტალღა არ გამოიწვიოს. ქათინაურები კი მისასალმებელია – მათი მოქმედება ადამიანებზე ჯადოსნური იქნება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 აგვისტო>>
ვერძი: რა მიზანიც არ უნდა გქონდეთ, ყველანაირი შანსი გაქვთ, მას მიუახლოვდეთ. იქნებით მტკიცედ განწყობილი, თავდაჯერებული, უზარმაზარ შინაგან ძალას იგრძნობთ. ამ თვისებების წყალობით შეგიძლიათ ნებისმიერი სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შეამოაბრუნოთ. გახსოვდეთ, გაბედულები თავიანთ ბედს თვითონ ძერწავენ.
თანხა ბანკომატიდან - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2019
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში
კურო: დღეს ყველა გრძნობა გაგიმახვილდებათ: სმენა, მხედველობა, ყნოსვა... გამოიყენეთ ეს და დატკბეთ უბრალო რაღაცებით – მუსიკით, კინოთი, კარგი საკვებით, საყვარელი ადამიანის შეხებით, რომელთანაც თავს ისე იგრძნობთ, როგორც არასდროს. ასევე სათანადო სიმაღლეზე იქნება ინტუიცია, რომელიც შეცდომებისგან დაგიცავთ.
ტყუპი: შესაძლოა, ზედმეტად კატეგორიული იყოთ, სამყარო მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში დაინახოთ. გარშემომყოფებს თქვენი კატეგორიულობა და მომთხოვნელობა არ მოეწონებათ. მეტად მომთმენი უნდა იყოთ ადამიანების მიმართ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მხოლოდ შავ–თეთრი ტონებისგან არ შედგება.
კირჩხიბი: თქვენში ნათელი ემოციები დაისადგურებს. სადაც არ უნდა იყოთ, ამ განწყობის წყალობით გაიბრწყინებთ. ამ მდგომარეობის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ გაგიჭირდებათ ყოფითი საკითხების გადაჭრა. თავს ყველაზე კარგად იქ იგრძნობთ, სადაც ცხოვრება დუღს, არის მუსიკა, ხალხმრავლობა, მხიარულება და ურთიერთობები.
ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2019
ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი
ლომი: არის შანსი, რომ წარსულს გადააწყდეთ. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი მოგონებები, ძველი ფოტოალბომი. არც ისაა გამორიცხული, რომ დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდეთ, გაიხსნას რაღაც ოჯახური საიდუმლო. მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელი რაღაც მოვლენები წარსულთან იქნება დაკავშირებული.
ქალწული: კომუნიკაბელურობის წყალობით საერთო ენას ნებისმიერთან გამონახავთ. ვარსკვლავები მოგანიჭებენ ქარიზმას. ამის წყალობით ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ, რაც დაკავშირებულია კარიერასთან, წინსვლასთან, მოლაპარაკებებთან და ურთიერთობებთან. უკეთეს დროს ვერ იპოვით სიყვარულში გამოტყდომისთვის.
სასწორი: ფულთან დაკავშირებით ზედმეტად უზრუნველი იქნებით. გაგიჩნდებათ ავანტიურაში ჩაბმის სურვილი. არის რისკი, რომ ფული ქარს გაატანოთ. ეს რომ არ მოხდეს, თითოეული თეთრი უნდა გააკონტროლოთ და საერთოდ სჯობს, დღეს ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს საერთოდ არ გაეკაროთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2018
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი მთავარი დადებითი თვისება
მორიელი: საქმეები ძალიან იოლად წავა, თუმცა გარკვეული დაბრკოლებები მოსალოდნელია. უბრალოდ, შეძლებთ ბარიერების გადალახვას, მათ შორის, იუმორის გრძნობით. ბევრ რამეში ეს ინტუიციის, ასევე კარგი განწყობის დამსახურება იქნება. როგორც ცნობილია, პოზიტიური განწყობის წინაშე ნებისმიერი სირთულე უკან იხევს.
მშვილდოსანი: წინააღმდეგობრივი ემოციებით სავსე იქნებით. გარდა ემოციურობისა, დღეს გახასიათებთ მოქმედებებისა და გრძნობების სპონტანურობა. ამის გამო დღევანდელმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება თავად თქვენც გაგაკვირვოთ. თუ არ გინდათ, რომ იმპულსურობამ შეცდომებამდე მიგიყვანოთ, თავი ხელში აიყვანეთ.
თხის რქა: თქვენი ოცნებები იმდენად ცხადი იქნება, რომ ამან შესაძლოა, რეალობაზეც იმოქმედოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს მდგომარეობა ჭკვიანურად გამოიყენოთ. თქვენი ოცნებები რომ ახდეს, საჭიროა მათზე ყურადღების გამახვილება. რა იქნება ეს – ჯადოსნობა, თავის მოტყუება თუ საჭირო განწყობა, ამას დრო აჩვენებს.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2019
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით
მერწყული: თქვენთვის ჰაერივით აუცილებელია, რომ რამე ახალი გაიგოთ ან მოსინჯოთ – თქვენს ცნობისმოყვარეობას საზღვარი არა აქვს. ყველაზე კარგად გამოგივათ სწავლა, მეცნიერული შრომა. ამას გარდა, დღეს ყველას დაიპყრობთ შესანიშნავი თანამოსაუბრის ამპლუათი – უფრო მოისმენთ, ვიდრე ილაპარაკებთ.
თევზები: ვარსკვლავები ურთიერთობების მორევს გთავაზობენ. თუნდაც ამისკენ არ სიწრაფვოდეთ, რაღაც ძალა გაიძულებთ, გახვიდეთ სახლიდან. ამას ნამდვილად არ ინანებთ. გელოდებათ ნაცნობობა, შეხვედრები. შესაძლოა, პროცესში გაგიჩნდეთ ახალი იდეა, შეიძინოთ მეგობრები ან რომანტიკულ ისტორიას ჩაეყაროს საძირკველი.
ყველა ახალი ამბავი
0