დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 აგვისტო

© Sputnik / Alexander Imedashviliმახუნცეთის ჩანჩქერი
მახუნცეთის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 31 აგვისტოა, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
წარმატება გელოდებათ ყველაფერში, რაც საორგანიზაციო მომენტებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. საუკეთესო დღეა კომპრომისების მოსაძებნად, რთული ვითარების განსამუხტავად. ურთიერთობებში შესაძლებელია ძველი არასასიამოვნო მოვლენების გახსენება, მაგრამ სიტუაციას გააკონტროლებთ და საქმე კონფლიქტამდე არ მივა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 აგვისტო>>
ზოგადად, იღბლიანი დღეა იმისთვის, რომ მოაწესრიგოთ საქმეები და ისინი საჭირო კალაპოტში მიმართოთ.
ვერძი: განწყობილი ხართ, რომ ყველაფერში ზომიერება დაიცვათ – მოქმედებებში, საუბრებში და სიყვარულშიც კი. ნებისმიერ საკითხში, რომლის გადაწყვეტაც მოგიწევთ დღეს, ოქროს შუალედის არჩევა ღირს, ხოლო თუ სადავო საკითხია, მაშინ კომპრომისის მოძებნა აჯობებს. ამ შემთხვევაში შედეგი ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედს. თუ დაიწყებთ ჯიქურ მოქმედებას, მაშინ თქვენი პროექტებისა და გეგმებისგან, დიდი ალბათობით, მხოლოდ ნამსხვრევები დარჩება.
დედა თავის ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2017
საუკეთესო მშობლების ტოპ-ხუთეული ზოდიაქოს ნიშნით
კურო: შეიძლება ისეთი ვითარება შეიქმნეს, რომ ვინმეს თქვენი დახმარება დასჭირდეს, ან უბრალოდ მოსმენა და რჩევის მიცემა. უფრო მეტიც – თავად იქნებით ალტრუისტულად განწყობილი და თვითონ შეგიძლიათ დახმარების შეთავაზება. გაქვთ სურვილი, ვინმეზე იზრუნოთ; გახდებით შესანიშნავი მსმენელი და ფსიქოანალიტიკოსი. მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ – სიყვარულში თქვენი მზრუნველობა, შესაძლოა, ძლიერ აქტიურობაში გამოვლინდეს და აკვიატებაში გადაიზარდოს.
ტყუპი: მზად ხართ, გარშემომყოფებს უხელმძღვანელოთ, უფრო სწორად, მათთვის ბრძანებები გასცეთ და სხვათა შორის, ისინი ამის წინააღმდეგი არ იქნებიან. ხართ თავდაჯერებული, საოცარი ქარიზმით, ამჟღავნებთ ლიდერის თვისებებს და ამასთან, არც ადამიანებით მანიპულირებაზე ამბობთ უარს. ამის წყალობით, ადვილად შეგიძლიათ თქვენი იდეის, პროექტის წინ წაწევა, კარიერული წინსვლა და რა თქმა უნდა, სასურველი ადამიანის გულის დაპყრობა.
კირჩხიბი: დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დრო სხვადასხვა თაობასთან ურთიერთობებს დაუთმოთ. მშობლები, ბებია–ბაბუები, შვილები, შვილიშვილები... რაც უფრო მეტი ახლობელი შეიკრიბებით, მით უკეთესი. მათ გარემოცვაში გელოდებათ არა მხოლოდ ურთიერთობებით გამოწვეული სითბო, არამედ მხარდაჭერაც, დახმარებაც. კარგი დღეა იმისთვის, რომ გულწრფელად განიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები ოჯახურ გარემოში.
რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2017
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები
ლომი: დღეს ვარსკვლავები სიმხნევითა და ენერგიითა დაგაჯილდოებენ. თუ ეს საწოლიდან ადგომისას ვერ იგრძენით, საკმარისია ფინჯანი ყავა და კონტრასტული შხაპი მიიღოთ და ცხოვრება მთელი თავისი ფერადოვნებით გადაიშლება თვალწინ. ასტროლოგები გირჩევენ, დილა ორგანიზმის გაჯანსაღებას მიუძღვნათ. ამ სპორტულ ღონისძიებებთან ერთად შეგიძლიათ კიდევ მშვილდოსნობის ოსტატობაში გაიწაფოთ – „სტყორცნოთ მზერის ისრები“ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს.
ქალწული: დღეს ბედი სასიამოვნო სიურპრიზებით გაგანებივრებთ. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, იღბალი თქვენ მხარეს იქნება, განსაკუთრებით კი ეს სასიყვარულო და ფინანსურ მხარეებს ეხება. დიდია ალბათობა, რომ კარგი შემოსავალი მიიღოთ, კარგი შენაძენით გაახაროთ თავი, ან საჩუქარი და სიურპრიზი მოაწყოთ საყვარელი ადამიანისთვის. ეს რომ მოხდეს, სახლში არ უნდა ისხდეთ – გაიცანით ადამიანები, შეიყვარეთ, დანიშნეთ პაემანი, მიხედეთ ბიზნესს და იშოპინგეთ.
სასწორი: დიდი ხანია, ლიდერობის ასეთი „შემოტევა“ არ გქონიათ. გაქვთ უნარი, სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები, აიღოთ მათზე პასუხისმგებლობა, გარშემომყოფებს ორგანიზება გაუწიოთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ცხოვრებაში განახორციელონ. ეს ყველაფერი არცთუ დიდი ძალისხმევით გამოგივათ, ირგვლივ მყოფი ადამიანები სიამოვნებით აგიბამენ მხარს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს თამამად აიღოთ ინიციატივა ხელში, გარშემომყოფები დაგეხმარებიან და გამოგყვებიან.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ
მორიელი: აჯობებს, თუ გარშემომყოფებთან დისტანციას დაიცავთ და არავის მისცემთ თქვენით მანიპულირების საშუალებას. არაა გამორიცხული, რომ მათ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენით მანიპულირება მოინდომონ. დამთმობი თუ იქნებით, ამას ირგვლივ მყოფები იგრძნობენ და მათში „ექსპლუატატორული“ თვისებები გაღვივდება. ასე რომ, მოგიწევთ ან ადამიანებისგან შორს ყოფნა, ან მომაბეზრებელი მთხოვნელების მოგერიება.
მშვილდოსანი: დღეს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობთ, თუ რა ხდება გარშემო და კიდევ უფრო კარგად დაინახავთ ირგვლივ მყოფებს. იოლი იქნება საკუთარი თავის თანამოსაუბრის მდგომარეობაში ჩაყენება და სამყაროსთვის მისი თვალით შეხედვა. ამის წყალობით დღეს შესანიშნავი მსმენელი იქნებით და ასევე არანაკლებ შესანიშნავი მთხრობელი. განვითარებული გაქვთ ინტუიცია, შემოქმედებითი უნარები და ფანტაზია. ლოგიკური დასკვნების გამოტანა კი, უნდა ითქვას, რომ ძალიან გაგიჭირდებათ.
თხის რქა: არცთუ ურიგო დღე გელოდებათ. განწყობილი ხართ იმისთვის, რომ ცხოვრებას ფილოსოფიურად შეხედოთ. ხანდახან სწორედ ეს არის სწორი დამოკიდებულება იმისადმი, რისი შეცვლაც არავის და არაფერს არ შეუძლია. თუნდა ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გინდათ, სიმშვიდე და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ, რომ ვითარების დრამატიზირება არ მოახდინოთ და თქვენ სასიკეთოდაც კი შემოაბრუნოთ. ამასთან, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენი სიმშვიდის შერყევა ნამდვილად არ იქნება იოლი.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი
მერწყული: დღეს ურთიერთობები და ინფორმაციები ჰაერივით გჭირდებათ. რაც უფრო მეტი ადამიანი იტრიალებს თქვენ ირგვლივ, თან არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ისინი – მეგობრები, კოლეგები, უბრალო ნაცნობები თუ საერთოდ უცნობები, მით უფრო უკეთესი – ყველასთან გამონახავთ საერთო ენას. კომუნიკაბელურობის წყალობით გაქვთ შანსი, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, მოიპოვოთ საჭირო ინფორმაცია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეგიძლიათ სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შეუხამოთ.
თევზები: დღეს ადამიანებით მანიპულირებას შეეცდებით და არცთუ ურიგოდ – ირგვლივ მყოფნი თვითონაც „აცეკვდებიან თქვენ დაკრულზე“. ამასთან, დარწმუნებული იქნებით, რომ ამას არა საკუთარი მოგების, არამედ საერთო საქმისთვის აკეთებთ. სასურველის მისაღწევად დღეს არა მხოლოდ დარწმუნების მეთოდებს გამოიყენებთ, არამედ, შესაძლოა, საკუთარ კავშირებს, ჭორებსაც კი და სხვა საიდუმლო ბერკეტებს. მთავარია, რომ „რუხი კარდინალის“ თამაშში ძალიან არ შეტოპოთ.
ყველა ახალი ამბავი
0