დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 აგვისტო

© Pixabay / RomanBaderმზის ჩასვლა შრი-ლანკაზე
მზის ჩასვლა შრი-ლანკაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 30 აგვისტოა, სამშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
არ ღირს აჩქარება გადაწყვეტილებების მიღებისას და მით უფრო, ამ გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ განხორციელება. დღეს ემოციები ლოგიკაზე მაღლა დგას, ამიტომ გონივრული იქნება, თუ დაიცდის და მნიშვნელოვანს არაფერს მოიმოქმედებთ. ასე ტავიდან აიცილებთ შეცდომებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 აგვისტო>>
ვერძი: დღეს გარშემომყოფებისთვის სრულიად ამოუხსნელი იქნება თქვენი საქციელი, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, ნაკარნახევი იქნება ისეთი „რკინისებრი“ არგუმენტებით, როგორიცაა „მინდა“ და „არ მინდა“. იმისთვის, რომ წამიერი სურვილების გამო საქმე არ გაგიფუჭდეთ, აჯობებს, თუ მეგობრებისა და ახლობლების რჩევებსა და გაფრთხილებებს გაითვალისწინებთ.
ქალი პომპონიანი ქუდით - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
კურო: დღეს, შესაძლოა, ისეთ მოვლენებს მიანიჭოთ დიდი მნიშვნელობა, რომლებიც ამას არ იმსახურებს. ბობოქარი ემოციების გამო ყურადღებას აქცევთ ყველაფერს, ნებისმიერ რამეზე ან აღფრთოვანებული, ან იმედგაცრუებული რჩებით. ურთიერთობა თქვენთან მარტივი არ იქნება. ამასთან, ყურადღებას განსაკუთრებით გაამახვილებთ რაღაც მინიშნებებზე, ცრურწმენებზე. თუ ემოციებს მოთოკავთ, საკმაოდ საინტერესო დღე გელოდებათ.
ტყუპი: დღეს თქვენი განსაკუთრებული თვისებაა ის, რომ, თუ მოისურვებთ, საჭირო ადამიანებზე საჭირო შთაბეჭდილებას მოახდენთ. მოვლენები დაგეხმარებათ, რომ თავი მომგებიანად წარმოაჩინოთ ხელმძღვანელობის, კოლეგების ან ახლობელი ადამიანების წინაშე. იმისთვის, რომ ეს სცენარი განხორციელდეს, მთავარია, მოვლენების ცენტრში იყოთ. არ მოგერიდოთ, აჩვენოთ გარშემომყოფებს თქვენი ნიჭი, უნარები ყველაზე არაპროგნოზირებად გარემოშიც კი.
კირჩხიბი: არის რისკი, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ჩაერთოთ მოვლენების ქარცეცხლში და ინტრიგებშიც კი. გარშემომყოფები შეეცდებიან თქვენით მანიპულირებას. შესაძლოა, გთხოვონ რაღაც მოვლენაში ჩართვა და გარკვეული როლი გათამაშონ; ან გაგიზიარონ ჭორები, რომ შემდეგ ხმები თქვენ გაავრცელოთ. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შორს დაიჭიროთ სხვისი საქმეებისგან, თან რაც უფრო შორს დაიჭერთ, მით უკეთესო.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
ლომი: დღეს შეიძლება ურთიერთობებისა და ემოციების მორევი დაატრიალოთ. ხართ ამაღლებულ განწყობაზე, მოულოდნელი და იმპულსური საქციელისთვის. მოულოდნელად აღძრული გრძნობები, ახალი ნაცნობობა, მოულოდნელი გადაწყვეტილებები, არშიყი – დღეს ასეთი ხართ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ როგორც არ უნდა გინდოდეთ ემოციებზე აყოლა, თავი მაინც არ დაკარგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არის რისკი, რომ რაღაც მორალურ ზღვარს გადააბიჯოთ.
ქალწული: არის რისკი, რომ დღეს შეეჯახოთ არცთუ სახარბიელო გრძნობებს, როგორიცაა სიხარბე ან შური. შესაძლოა, ეს თქვენკენ იყოს მომართული, ან თქვენ გაგიჩნდეთ ეს გრძნობები ვინმეს მიმართ. დღემ რომ მშვიდად ჩაიაროს, ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ ადამიანებს, ვისაც თქვენზე მეტი შემოსავლები აქვს, ან მეტად წარმატებულია. ამავე დროს, ეცადეთ, თქვენი წარმატებები საჯაროდ არ წარმოაჩინოთ, რათა გარშემომყოფების მხრიდან ნეგატიური ემოციები არ მიიღოთ.
სასწორი: პრაქტიკულად ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი აზარტი გამოძრავებთ. ამასთან, აუცილებელია არაა, ვინმესთან ნაძლევი დადოთ ან დიდ ფსონს ჩახვიდეთ. აზარტი, პირველ რიგში, გამოვლინდება თქვენს სურვილში, აჯობოთ ვინმეს, სხვაზე უკეთესად გააკეთოთ საქმე. მეტოქეობა შეიძლება რეალურიც იყოს და გამოგონილიც, მაგრამ ის ბიძგს მოგცემთ სამუშაოზეც, სიყვარულშიც და ნებისმიერ საქმიანობაში.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2019
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
მორიელი: დღევანდელმა მოვლენებმა შეიძლება ჩიხში შეგიყვანოთ, პირისპირ მოგიწიოთ დადგომა ამოუხსნელ საიდუმლოსთან. ასეთია ეს დღე – იდუმალებით მოცული, როდესაც ინტუიცია აშკარად მძლავრობს ლოგიკაზე. რა საიდუმლოს ამოხსნასაც არ უნდა ეცადოთ, დედუქციით ეს ნამდვილად გაგიჭირდებათ – დიდი ალბათობით, სწორი დასკვნებისთვის საჭირო ფაქტები არ გეყოფათ. სამაგიეროდ, სიცარიელეებს ინტუიცია შეავსებს, რომელიც დღეს არნახულ სიმაღლეზე გაქვთ.
მშვილდოსანი: დიდი სურვილი გაქვთ, რომ დღეს რამე სიახლე მოსინჯოთ, მაგალითად თავი ექსტრემალურ სპორტში სცადოთ, მიიღოთ ახალი ცოდნა, ან ახალ სიყვარულს შეხვდეთ. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, მასთან გაატარეთ დროს და ეცადეთ, ჩვეულ სცენარს არ მიჰყვეთ. თუ მარტოხელა ხართ, კარი ღიაა ახალი ნაცნობობისა და თამამი ექსპერიმენტებისთვის. გარდა ამისა, თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მთელი სიმძლავრით იმუშავებას – ბედი შემოქმედებაში შეგიძლიათ სცადოთ.
თხის რქა: დიდი პრობლემები შეიძლება შეგექმნათ თვითორგანიზაციასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ ყოველდღიური საქმეების გაკეთება. ყველაფერმა შეიძლება გაგიფანტოთ ყურადღება – გარშემომყოფებმა, მოვლენებმა, საკუთარმა აკვიატებულმა აზრებმა. ამის გამო რასაც ხელს მოჰკიდებთ, შეიძლება არ გამოგივიდეთ. სჯობს, მცირე ტაიმ–აუტი აიღოთ, დაისვენოთ, გაერთოთ. ნუ ეცდებით სიტუაციის ძალით შემობრუნებას.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები – ტოპ-სამეული
მერწყული: ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. ბედი გაგიღიმებთ, ასე რომ, მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. არაა გამორიცხული გაგიმართლოთ სიყვარულში, ან მიიღოთ თანხა, რომელსაც საერთოდ არ ელოდებოდით, შესაძლოა, ძალიან სასიხარულო ახალი ამბავი გაიგოთ. თუ რაღაც საქმე გაქვთ დაგეგმილი, რომელშიც, გარდა ყველაფრის დეტალურად გათვლისა, იღბალიც საჭიროა, მაშინ იცოდეთ, რომ დღეს სწორედ შესაფერისი დროა ამისთვის.
თევზები: დღეს თქვენი მოთმინების ფიალის ავსება ერთი წვეთის ამბავია – მოვლენებმა, რომელსაც სხვა დროს საერთოდ არ მიაქცევდით ყურადღებას, შესაძლოა დღეს მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ. ეს განსაკუთრებით ეხება ხუმრობას, თუნდაც მეგობრულს, ირონიას, გარშემომყოფების კრიტიკას. იმისთვის, რომ რაღაც მომენტში ემოციები ვინმეზე არ გადმოანთხიოთ, სჯობს, ის უსაფრთხო კალაპოტში მიმართოთ. მაგალითად, ფიზიკურად დაიტვირთოთ.
ყველა ახალი ამბავი
0