დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 აგვისტო

  - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 29 აგვისტოა, ორშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
წარმატება გელოდებათ იმ სფეროში, სადაც შეუპოვარი და უაპელაციო მოქმედებებია საჭირო, დიპლომატიური თვალსაზრისით კი აბსოლუტური კრახია მოსალოდნელი, ამიტომ მისი იმედი არ გქონდეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს ყველანაირად. სიყვარულში შეუპოვრობასთან ერთად წინდახედულება გმართებთ. იყავით გულწრფელი საყვარელ ადამიანთან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 აგვისტო>>
ვერძი:არ იაროთ მიხევულ–მოხვეული გზებით იქ, სადაც პირდაპირ, ყველაზე მოკლე გზით წასვლა შეიძლება. დღეს თქვენი სტრატეგია ძალზე მარტივი უნდა იყოს: არანაირი ეშმაკობა, მოტყუება. გულწრფელობა ცხოვრების ყველა სფეროში დაგეხმარებათ. თუ პრობლემები გაქვთ, თქვით ამის თაობაზე. თუ რამის მიღწევა გსურთ, ხმამაღლა განაცხადეთ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2018
რითი შეუძლია იამაყოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა
კურო: ნებისმიერი წვრილმანი დღეს თქვენ თვალში შეიძლება სპილოდ იქცეს. ამის გამო გაგიჭირდებათ პრიორიტეტების განაწილება. ყველა საკითხი ერთნაირად მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. შედეგად, რამდენიმე კურდღელს ერთდროულად გამოედევნებით და შედეგი იცით – ვერც ერთს ვერ დაიჭერთ. გაითვალისწინეთ –ცოტაოდენი დისციპლინა ფიქრისას და საქმეების კეთებისას ნამდვილად არ გაწყენთ.
ტყუპი: დღეს შეიძლება თქვენდაუნებურად ვინმეს აწყენინოთ – ჯერ მოქმედებთ და მერე ფიქრობთ. ემოციებს აყოლილმა, შესაძლოა, ვინმეს საიდუმლო გათქვათ ან თანამოსაუბრეს არცთუ სასიამოვნო სიმართლე პირში მიახალოთ. გაუგებრობები რომ თავიდან აიცილოთ, აჯობებს, თუ სახლიდან გახვალთ და ისეთ ადგილს ეწვევით, სადაც არავის სცალია ერთმანეთთან სასაუბროდ – ყველა ერთობა, ცეკვავს და მუსიკა ჟღერს ბოლო ხმაზე.
კირჩხიბი: დღეს სიფრთხილე გმართებთ ურთიერთობებში, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. ზედმეტად კრიტიკული შეიძლება იყოთ ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც ფაქიზი დამოკიდებულებაა საჭირო. ახლობლებთან ურთიერთობები რომ არ გაიფუჭოთ, ეცადეთ, არ გამოთქვათ თქვენი უკმაყოფილება, არ შეეხოთ მტკივნეულ და დელიკატურ თემებს. პრობლემას მაინც ვერ გადაჭრით, მისი გამწვავება კი თავისუფლად შეგიძლიათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2018
ზოდიაქოს სამი „ტყვიაგაუმტარი“ ნიშანი
ლომი: გარშემომყოფებმა, შესაძლოა, რამე კამათში ან კონფლიქტში ჩაგითრიონ. არ არის გამორიცხული, ისიც კი იგრძნოთ, რომ ვიღაც თქვენი ემოციებით იკვებება, როგორც ენერგეტიკული ვამპირი. აჯობს, რაც შეიძლება სწრაფად გაეცალოთ სიტუაციას, სადაც არაკომფორტულად იგრძნობთ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოწურულ ლიმონს დაემსაგვსებით. ასე მოახერხებთ, რომ ვამპირები კისერზე არ დაისვათ და მათ ფეხქვეშ ნიადაგს გამოაცალოთ.
ქალწული: დღეს თქვენი წარმატების გარანტი სიმტკიცეა. შეგიძლიათ გადადგათ თამამი ნაბიჯი, ოღონდ ერთადერთი პირობით – ეს ნაბიჯი კარგად უნდა იყოს გათვლილი და მოფიქრებული. ასე რომ, თუ გაქვთ გეგმა, რომლის განსახორციელებლად სითამამე არ გყოფნიდათ, შეგიძლიათ დაიწყოთ მოქმედება. ცუდი იქნება, თუ სპონტანურად, წამიერი სურვილს ან ემოციის გავლენით დაიწყებთ საქმეს. ამის გამო სერიოზული შეცდომები შეიძლება დაუშვათ.
სასწორი: თქვენ და დელიკატურობა დღეს ერთმანეთისგან ძალიან შორს იქნებით. გაქვთ სურვილი, რომ ყველაფერი, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ, გარშემომყოფებს პირში მიახალოთ. ამასთან, თქვენი „მარტივი“ ლოგიკა ასეთი იქნება– „თქვენზეუკეთესადვიცი“. ეს რომ კონფლიქტის სათავე რომ არ გახდეს, სჯობს, თქვენი დაუცხრომელი ვნებანი მშვიდობიან კალაპოტში მიმართოთ, ისეთ საქმეებში, სადაც ირგვლივ მყოფნი „ფეხებში არ მოგებლანდებიან“.
ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის
მორიელი: აჯობებს, თუ უფროსობას დღეს თვალში არ მოეჩხირებით. აქ საუბარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხელმძღვანელ პირებზე, არამედ სხვა ადამიანებზეც, რომლებზეც რაღაცით ხართ დამოკიდებული ან რომელთაც თქვენზე გავლენა აქვთ, მაგალითად მშობლებზე, საყვარელ ადამიანზე, მეგობრებზე... დღემ რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, თქვენსა და გარშემომყოფებს შორის მომხიბვლელობისა და იუმორის „ტყვიაგაუმტარი“ ფარი უნდა აღმართოთ.
მშვილდოსანი: დღეს საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. საუბარი შესაძლოა იყოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებულ დავაზე ან თქვენი მისამართით სხვაგვარ ბრალდებებზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დავაში გაიმარჯვოთ და შეძლოთ თქვენი სიმართლის დამტკიცება. თუნდაც ხელთ რკინისებრი არგუმენტები გეკავოთ, აჯობებს, ცოტა ხანი დაიცადოთ და მტკიცე არგუმენტები სხვა დროს აჩვენოთ, როცა ვარსკვლავები გამარჯვების მეტ შანსს მოგცემენ.
თხის რქა: მოქმედების დრო დადგა. გეგმა რამდენიც უნდა შეადგინოთ, ერთ დღეს მათი განხორციელებაც უნდა დაიწყოთ. შესაძლოა, აქამდე ვერ გადაწყვიტეთ რამე პროექტის რეალიზება, ვინმეს გრძნობებში ვერ გამოუტყდით, ან ვერ შეიძინეთ საოცნებო ნივთი. დღეს ძალიან კარგი დღეა იმისთვის, რომ ძალა მოიკრიბოთ და ნაბიჯი გადადგათ. და თუნდაც წინ დიდი გზა გელოდეთ, საშიში არაფერია – ყველა გზა პირველი ნაბიჯით იწყება.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ
მერწყული: გაქვთ შანსი, რომ რაღაც შეცდომა გამოასწოროთ. ეს შესაძლოა, ეხებოდეს ყოფით საკითხებს, სამუშაოს ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, რთულია, გამოტყდეთ, რომ რაღაც შეგეშალათ, მაგრამ შეცდომებს ხომ ყველა ადამიანი უშვებს? თუ დღეს აღიარებთ, რომ რომელიმე საკითხში არ იყავით მართალი, არ ინანებთ – მხრებიდან დიდ ტვირთს მოიშორებთ და სამაგიეროდ, წინ ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.
თევზები: მზად ხართ აჩვენოთ, რომ უკომპრომისო ბრძოლა შეგიძლიათ. მრისხანება არ ასცდება მას, ვინც თქვენთვის გზაზე გადაღობვას შეეცდება. ასევე დაიცავთ თქვენი მეგობრებისა თუ უსამართლოდ დაჩაგრულების უფლებებს. ასეთი კატეგორიული განწყობით, ერთი მხრივ, ოპონენტების „მიწასთან გასწორება“ შეგიძლიათ, მაგრამ, მეორე მხრივ, საღამოს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ახალი მტრები ან მეგობრები შეიძინეთ.
ყველა ახალი ამბავი
0