დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 აგვისტო

© Pixabay / AdinaVoicuგოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით ხელში
გოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 28 აგვისტოა, კვირა. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
მთლიანობაში იღბლიანი დღეა, თუმცა დილით დაძაბული მომენტები არაა გამორიცხული. სირთულეები ყველაზე მოულოდნელ ადგილებსა და საქმეებში გამოჩნდება. სანერვიულო არაფერია, რადგან პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარში მოიმატებს ენერგია, მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება. ჰარმონიული იქნება პირადი ურთიერთობები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 აგვისტო, ახალმთვარეობა>>
ვერძი: თუნდაც რამე სირთულეებს წააწყდეთ, ეს განწყობას მაინც ვერ გაგიფუჭებთ. თანაც ეს სირთულეები მნიშვნელოვანი არ იქნება და მათ მალე გაუმკლავდებით. ფულის დახარჯვა საყიდლებზე არ იჩქაროთ – სანამ რამეს იყიდით, კარგად დაფიქრდით, მართლა გჭირდებათ თუ არა ეს ნივთი. ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან ჰარმონიულად განვითარდება.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ
კურო: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, საინტერესო ადამიანების გაცნობა და მათთან დამეგობრება. არც რომანტიკული ისტორიის დაწყებაა გამორიცხული, რომელიც მგზნებარედ განვითარდება. თუ გარემოს გამოცვლა მოგინდებათ, ამისთვის დღის მეორე ნახევარი შეარჩიეთ. ეს პერიოდი გამოდგება საყიდლებისთვისაც. დამღლელ საქმეებს კი მოერიდეთ.
ტყუპი: დღეს ბევრი შეაფასებს თქვენს გულწრფელობასა და პირდაპირობას. შეგიძლიათ თქვათ, რასაც ფიქრობთ – თქვენს სიტყვებს საწყენად არავინ მიიღებს. კარგად ჩაივლის შეხვედრები. დღის დასაწყისი შესაფერისი დროა აქტიური დასვენებისთვის, მეორე ნახევარში კი შეგიძლიათ საქმეებზე იფიქროთ. შესაძლოა, მიხვდეთ, როგორ გადაჭრათ გაჩენილი პრობლემები, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევთ.
კირჩხიბი: დიდი ალბათობით, სირთულეები და პრობლემები არ გელოდებათ, მაგრამ ისინი თავად შეიძლება შექმნათ, თუ ნებისმიერ წვრილმანზე დაიწყებთ ნერვიულობას. კარგი იქნება, თუ საზრუნავს გაერიდებით, გამოიცვლით გარემოს. არცთუ ხელსაყრელი დროა პროფესიული გეგმების დასაწყობად, რადგან ბევრ რამეს მუქ ფერებში ხედავთ. სჯობს, დრო ახლობლებთან გაატაროთ.
ენერგეტიკა  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
ზოდიაქოს ნიშნები - ენერგეტიკული ვამპირები და დონორები
ლომი: მშფოთვარე დღე გელოდებათ და განსაკუთრებით, დღის პირველი ნახევარი. უმნიშვნელო მოვლენასაც კი შეიძლება დიდი მნიშვნელობა მიანიჭოთ. ამასთან, რთულად აეწყობა ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან. ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ რამე სასარგებლო საქმეს გააკეთებთ, თუნდაც ძალიან მარტივს – ახლა მთავარია, სასურველი შედეგი მიიღოთ და განწყობა გამოგიკეთდეთ.
ქალწული: მიხედეთ იმ საქმეებს, რომლებისთვისაც აქამდე ვერ მოიცალეთ. დღეს მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით და თან დიდი დრო არ დაგჭირდებათ. მცირე გაუგებრობებს, სავარაუდოდ, თავს ვერ აარიდებთ, მაგრამ ამის გამო არ ინერვიულებთ, ეცდებით ვითარების სასიკეთოდ შემობრუნებას. საღამო კარგი დროა საოჯახო ღონისძიებებისთვის, ნათესავებთან ურთიერთობებისთვის.
სასწორი: კარგ შედეგებს მიიღებთ, თუ ინტუიციას მოუსმენთ. სწორედ ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ რთულ სიტუაციაში, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები და საჭირო შედეგები მიიღოთ. მოსალოდნელია თანხის მიღება, ასევე საჩუქრების, რაც ძალიან გაგახარებთ. საღამო კარგი დროა სახლის საქმეებისთვის. ისინი დამღლელად და მოსაწყენად არ მოგეჩვენებათ.
ჯანსაღი საკვები - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ
მორიელი: მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელზეც ბევრი რამ გსმენიათ, ან განაახლოთ ურთიერთობები ძველ ნაცნობებთან. ირგვლივ მყოფებთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ. თუ სადმე წახვალთ, მიიღებთ ძალიან დადებით შთაბეჭდილებებს. შესაძლებელია თანხის მიღება – არაა გამორიცხული, ადრე გაცემული ვალი დაგიბრუნონ.
მშვილდოსანი: დღეს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვით ნუ დაიწყებთ. სჯობს, ამ დროს რამე სასიამოვნო გააკეთოთ, ან უბრალო თემებზე ისაუბროთ, სპონტანური საყიდლებისგან თავი შეიკავეთ. დღის მეორე ნახევარი ძალზე ნაყოფიერი იქნება. თუ დაგიგროვდათ საქმეები, რომლებიც დიდი ხანია, ყურადღებას მოითხოვს, ეს დრო სწორედ რომ შესაფერისი იქნება. მოსალოდნელია კარგი სიახლის გაგება.
თხის რქა: ეცადეთ, არ გადაიღალოთ. თუნდაც დიდი გეგმები გქონდეთ, აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. მნიშვნელოვანია ძალების აღდგენა. ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. არაა გამორიცხული, ვინმემ განწყობა გაგიფუჭოთ. სჯობს, დრო იმ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, რომლებიც თქვენზე დადებით გავლენას ახდენენ. შეყვარებულებს რომანტიკული სიურპრიზი ელოდებათ.
ყაყაჩო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
რომანტიკოსი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: მოსალოდნელზე მეტი საქმე გექნებათ, გამოჩნდება სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანები. ზოგიერთს სხვისი შეცდომების გამოსწორება ან რთულ მდგომარეობაში ჩავარდილი ადამიანების დახმარება მოუწევს. ახლობლებთან ურთიერთობები უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ და არა აქვს მნიშვნელობა, სერიოზულ თემებზე ისაუბრებთ თუ ყოველდღიურ, არაფრისმთქმელ საკითხებზე.
თევზები: სავარაუდოდ, დღეს განსაკუთრებული მოვლენები და სერიოზული წარმატებები არ გელოდებათ, მაგრამ დროს საკმაოდ სასიამოვნოდ გაატარებთ, თუ უმნიშვნელო წვრილმანებზე არ ინერვიულებთ. სახლში სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი, კარგი სიახლე ოჯახის წევრის შესახებ. საღამო ურთიერთობებს დაუთმეთ. შესაძლებელია საჩუქრების მიღება, რომანტიკული სიურპრიზები.
ყველა ახალი ამბავი
0