დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 აგვისტო, ახალმთვარეობა

© Pixabay / FabiCiucioახალი მთვარე ქალაქის თავზე
ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 27 აგვისტოა, შაბათი. ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნიმფარველობს.
ზაფხულის ბოლო ახალმთვარეობა, რომელსაც განსაკუთრებულს უწოდებენ (რადგან მას ძალას აძლევს გასული ექვსი ფაზა და სამი სუპერმთვარეობა) გავლენას მოახდენს ადამიანების ურთიერთობებზე. ის თავდაჯერებულობასა და ძალას შემატებს ადამიანებს. ოჯახურ ურთიერთობებში შეიძლება ფარდა აეხადოს საიდუმლოებებს, სამუშაო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია მოსალოდნელი, სასიყვარულო სფეროში კი – სერიოზული ნაბიჯები, მათ შორის, ქორწინების გადაწყვეტილება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 აგვისტო>>
განსაკუთრებული ახალმთვარეობა იმოქმედებს ჯანმრთელობაზეც. ეს განსაკუთრებით ეხება საჭმლის მომნელებელ სისტემასა და გრძნობათა ორგანოებს. ამ პერიოდში არაა რეკომენდებული მედიცინის მეშვეობით ცვლილებები.
ვერძი: თქვენში სხვების გაკრიტიკების სურვილი გაჩნდება, მაგრამ ამას უნდა გაუძალიანდეთ. ხართ დეტალებისადმი ძალზე ყურადღებიანი და უმცირეს შეცდომასაც ამჩნევთ. კრიტიკული იქნებით საკუთარი თავის მიმართაც. მთელი დღე რომ არარსებული ნაკლოვანებების გამოსწორებაში არ გაატაროთ, შეწყვიტეთ ყველაფერზე „მიკროსკოპით“ დაკვირვება, შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველაფერი სრულყოფილი არ იქნება და დატკბით ცხოვრებით.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ
კურო: შესაძლოა, რაღაც ახალი და საინტერესო გაიგოთ. ეს ინფორმაცია შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც. განწყობა გაქვთ, რომ ურთიერთობების ცენტრში იყოთ და არა მხოლოდ ილაპარაკოთ, არამედ ყურადღებით მოუსმინოთ კიდეც. სასურველია, უფრო ისმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ. ამ რჩევას თუ მიჰყვებით, არაა გამორიცხული, ვინმეს საიდუმლო გაიგოთ, ან გეგმები, იდეები, ან, უბრალოდ, განსჯისთვის კარგი საკვები მიიღოთ.
ტყუპი: მზად ხართ, ყველას ყველაფერი პირში მიახალოთ. და სათქმელიც გაქვთ – მეტად გამძაფრებულია უნარი, რომ უმცირესი ნაკლოვანებებიც კი შენიშნოთ. პირდაპირობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ რაღაც პრობლემების გადაწყვეტაში, თუმცა, მეორე მხრივ, ამან ახალი პრობლემების პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტების სახით. ეს რომ არ მოხდეს, აჯობებს, თუ ურთიერთობებს მინიმუმამდე დაიყვანთ და გადაერთვებით სხვა საქმეებზე.
კირჩხიბი: თქვენს ყურადღებაზე, წინდახედულობასა და უნდობლობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. რაც არ უნდა გააკეთოთ, ისე მოეკიდეთ ამ საქმეს, თითქოს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს აწერდეთ ხელს, სადაც თითოეულ სიტყვას უნდა დააკვირდეთ. თუ ყველაფერი წესრიგშია, ძალიან კარგი. თუ ვერ შეამჩნევთ ჩასაფრებულ საფრთხეს, ძალიან ცუდი იქნება, რადგან ამას ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2020
სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი
ლომი: შესაძლოა, კრიტიკის ობიექტი გახდეთ და უფრო მეტიც, თქვენი უფლებები შელახონ. არაა გამორიცხული, რომ ჩათრეული აღმოჩნდეთ სადავო საკითხებში, რაც, სავარაუდოდ, ფულთან ან ქონებასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ასევე შესაძლებელია კონფლიქტები სამუშაოზე და სხვა დაპირისპირებები ირგვლივ მყოფებთან. ეცადეთ, პრობლემებს თავი აარიდოთ, გამოიჩინეთ დიპლომატიურობა და საქმის გარჩევები სხვა დროისთვის გადადოთ.
ქალწული: დღეს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იქნებით, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მოგეჩვენებათ. ენერგიულად შეუდგებით საქმიანობას და თუ სხვებში ენთუზიაზმს ვერ დაინახავთ, ამას ლამის საბოტაჟად აღიქვამთ. გარშემომყოფებს კი გაუჭირდებათ თქვენს მბრძანებლურ ტონთან შეგუება. თუ გსურთ საჭირო შედეგების მიღება, ირგვლივ მყოფებთან დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ. უსაყვედურეთ, მაგრამ განცალკევებით, გუნდში კი შეაქეთ.
სასწორი: ის დღეა, როდესაც შეგიძლიათ იგრძნოთ ჰარმონია და წონასწორობა გარშემომყოფებთან, სამყაროსთან და საკუთარ თავთან. მშვენივრად ააწყობთ კონტაქტს ირგვლივ მყოფებთან. უფრო მოსმენისთვის ხართ განწყობილი, ვიდრე ლაპარაკისთვის, გრძნობთ თანამოსაუბრის განცდებს. სწორედ ამიტომ კარგი დღეა იმისთვის, რომ გულღიად დაილაპარაკოთ, გაარჩიოთ სადავო საკითხები, ითხოვოთ პატიება, გამოუტყდეთ ვინმეს სიყვარულში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2018
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წყვილებს აქვთ გამდიდრების ყველაზე დიდი შანსი
მორიელი: არის შანსი, რომ მკვეთრად შეცვალოთ საკუთარი მოსაზრება ვინმეზე ან რამეზე. ეს, შესაძლოა, მიღებულმა ახალმა ინფორმაციამ განაპირობოს, ან თქვენმა ლოგიკურმა განსჯამ, ასევე რამე მოვლენამ, რომელმაც გეზი მოულოდნელადსრულიად საპირისპიროდ შეიცვალა. ასეა თუ ისე, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ხანდახან ჩვენი აზრები, თეორიები, იდეები იცვლება და სრულიად განსხვავებულ სახეს იძენს.
მშვილდოსანი: დღეს ისე, როგორც არასდროს, პედანტური და ყურადღებიანი იქნებით. თქვენს მახვილ მზერას არაფერი გამოეპარება. შესანიშნავი შესაძლებლობები გაქვთ იმ საქმეებში, რომლებიც თქვენგან ყურადღების სრულ კონცენტრირებას მოითხოვს. ოღონდ გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა – იმდენად იქნებით საკუთარ აზრებში ჩაძირული, რომ იქიდან თავის დაღწევა რთული იქნება.
თხის რქა: უნდა გათავისუფლდეთ ძველისა და მოყირჭებულისგან, რათა ადგილი ახლისთვის გამოათავისუფლოთ. ეს სახლის მოწესრიგებით დაიწყეთ, გადაყარეთ უსარგებლო ნივთები უკანმოუხედავად. როდესაც ამას გააკეთებთ, საოცარ შვებას იგრძნობთ. მაგრამ ეს მხოლოდ ნივთების გადაყრას არ გულისხმობს – უნდა გათავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან – დანაშაულის შეგრძნების, განუხორციელებლ გეგმებზე ფიქრისგან და სხვ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
მერწყული: დღეს ადამიანებთან ურთიერთობებში ბევრი რამ გაგაღიზიანებთ, რაც კამათში გამოვლინდება. არაა გამორიცხული, რომ რაღაც საკითხის ბოლომდე გამორკვევა მოიწადინოთ და უსასრულო კითხვებითა და გარჩევებით ნებისმიერი გამოიყვანოთ წყობილებიდან. ექსპერტები გირჩევენ, ყურადღება იმ საქმეებზე გადაიტანოთ, სადაც თვითონ წყვეტთ ყველაფერს, სადაც თავდაჯერებული ხართ და კარგი შედეგების მიღება შეგიძლიათ.
თევზები: დღეს არ ღირს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რადგან დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. შესაძლოა, რამე საკითხში არასაკმარისი ან ცრუ ინფორმაცია გქონდეთ. ამასთან, სიმტკიცე გაკლიათ, წვრილმანებშიც კი შეიძლება იმერყევოთ. ამიტომ დღეს აჯობებს არა მოქმედება, არამედ მომავალი მოქმედებების დაგეგმვა, ასევე არასაკმარისი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
ყველა ახალი ამბავი
0