დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 აგვისტო

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 26 აგვისტოა, პარასკევი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერამფარველობს.
საკმაოდ მშვიდი, მაგრამ საინტერესო დღეა. ესაა ინტელექტუალური შრომის, სწავლის, ანალიზის პერიოდი, როდესაც ძალიან მცირეა შეცდომის დაშვების შანსი. საქმეებში სწრაფი შედეგების მიღების იმედი არ გქონდეთ, რადგან დღეს ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაზე დიდხანს ფიქრი მოგიწევთ და დროს გააჭიანურებთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 აგვისტო>>
ვერძი: შეგიძლიათ თქვენი ცოდნით გაიბრწყინოთ. ხართ კომუნიკაბელური და შეგწევთ უნარი, ძალდაუტანებლად წარმოაჩინოთ საკუთარი ერუდიცია. ეს დაგეხმარებათ მოლაპარაკებების წარმოებაში, ახალი პროექტის წარდგენაში. ინტელექტუალურ ურთიერთობებში ბადალი არ გეყოლებათ. ერუდიცია კი დღეს ყველაფერში, მათ შორის სიყვარულშიც აქტუალური იქნება.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
კურო: დიდია ალბათობა იმისა, რომ დღეს სახლის ან სხვა პირადი სივრცის მოწყობა მოგინდეთ – ავტომობილის, აგარაკის, სამუშაო ადგილის. უფრო მეტიც, ამ საქმეში სხვების ჩართვა მოგინდებათ. იდეა სახლის მოწყობისა გლობალური იქნება, ასე რომ, საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებით. თქვენ ახლობლებს გაუმართლებთ, თუ კაპიტალურ რემონტს არ წამოიწყებთ.
ტყუპი:დღეს ინტელექტუალურ და ფილოსოფიურ საუბრების მოთხოვნილება გაგიჩნდებათ, ამიტომ მთავარი მიზანი ღირსეული თანამოსაუბრის პოვნა იქნება. თუ ასეთ ადამიანს ვერ შეხვდით, ამ სურვილს მეგობრული საუბარიც დაგიკმაყოფილებთ. ცხარედ შეგიძლიათ იკამათოთ, მაგრამ მთავარი თქვენთვის არა შედეგი, არამედ აზრების ემოციური გაცვლის პროცესი იქნება.
კირჩხიბი: მიუძღვენით დღე გეგმების შემუშავებას, განსაკუთრებით იმ გეგმების, რომლებიც სულს სიამოვნებს და საფულეს გამდიდრებით „ემუქრება“. წარმატება გელოდებათ ნებისმიერ პროექტში, რომელიც ფულთან და მის გონივრულ ხარჯვასთან არის დაკავშირებული. თქვენი გონება დღეს მკაფიოდ და კონსტრუქციულად მუშაობს და რაც მთავარია – პრაქტიკულად.
ქალი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები განშორებას
ლომი: თუ მოინდომებთ, ნებისმიერ საკითხში შეგიძლიათ სიცხადის შეტანა. თქვენი გონება ანალიზისკენ არის მომართული და ნებისმიერი ლოგიკური ამოცანის გადაჭრა შეუძლია. გამჭრიახობა განსაკუთრებული ხიბლით შეგმოსავთ და ამას გარშემომყოფები დაინახავენ და დააფასებენ – არაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც საკუთარ გონებასთან მეგობრობა.
ქალწული: დღეს საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოთ და დაფიქრდეთ, რამე საკითხში ჩიხში ხომ არ მოექეცით? ეს ნებისმიერ სფეროს შეიძლება ეხებოდეს – მეგობრობას, მუშაობას, ფულს თუ სიყვარულს. თავის მოტყუების დრომ ჩაიარა, ახლა ფაქტებს პირდაპირ უნდა შეხედოთ. დროა, გათავისუფლდეთ ილუზიებისგან და რამდენიმე ვარიანტიდან სწორი გზა შეარჩიოთ.
სასწორი: ასტროლოგები რჩევაა, ვინმე კარგად გაიცნოთ. აუცილებელი არაა, ეს ადამიანი რომანტიკულად გიზიდავდეთ. ეს, შესაძლოა, უბრალო ნაცნობი იყოს. დღეს ლოგიკით ხელმძღვანელობთ, ამიტომ ნებისმიერზე შეგიძლიათ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება. ეს ურთიერთობებს ახალ დონეზე გადაიყვანს, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: გაერიდეთ ორომტრიალს და საკუთარ აზრებთან მარტო დარჩით. თამამად შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა. დიდია ალბათობა, რომ თუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით, პასუხსაც იპოვით. არ შეუშინდეთ გლობალურ კითხვებსაც, მაგალითად, „ რა მინდა ამ ცხოვრებაში?“, „საით მივდივარ?“ და ა.შ. პასუხები გულის სიღრმეში გაქვთ, უბრალოდ, ეს საკუთარ თავთან უნდა აღიაროთ.
მშვილდოსანი: თქვენი წარმატების გარანტი საქმეებში საკუთარი ძალების ობიექტურად შეფასებაა. დღის განმავლობაში შეიძლება რომელიმე სფეროს სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ, მაგალითად, ექიმის. ასე თუ ისე, გახსოვდეთ, რომ ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი – უკეთესი. მხოლოდ საკუთარი თავის იმედით რომ ვიყოთ, დღემდე გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით.
თხის რქა: დღეს კამათის, დისკუსიებში ჩართვის სურვილი მოგეძალებათ. სხვას არაფერს გაუწევთ ანგარიშს და მხოლოდ კამათზე გადაერთვებით. უზარმაზარი სურვილი გაქვთ, რომ ირგვლივ მყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ. ირგვლივ მყოფებისთვის ერთადერთი გზა არსებობს – ყველაფერში დაგეთანხმონ და თქვენი ინტელექტუალური უპირატესობა აღიარონ.
ენერგეტიკა  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
ზოდიაქოს ნიშნები - ენერგეტიკული ვამპირები და დონორები
მერწყული: დღეს ყველაფერში ეჭვი შეიძლება შეგეპაროთ, ეს კი არცთუ სახარბიელოდ აისახება თქვენს საქმიანობაზე. თუნდაც ყველაფერი კარგად მიდიოდეს, თქვენი ორჭოფობის გამო საქმეები შეიძლება შეფერხდეს. პრობლემების თავიდან ასაცილებლადდილიდანვე განეწყვეთ პოზიტიურად, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია უსიამოვნებები საქმიან სფეროში.
თევზები: გაქვთ შანსი, რომ ახალი ვალდებულებები აიღოთ საკუთარ თავზე, რომლებიც ახალ პერსპექტივებს გახსნის თქვენ წინაშე. შესაძლოა საუბარი იყოს გულისა და ხელის შეთავაზებაზე, ახალ სამუშაოზე, კარიერულ წინსვლაზე... ასტროლოგები გირჩევენ, არ შეუშინდეთ ახალ ვალდებულებებს და თამამად აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0