მთავრობამ განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
დოკუმენტში სექტორული პრიორიტეტების საფუძველზე განსაზღვრულია 15 სტრატეგიული მიზანი და 28 ამოცანა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა წარუდგინა.
დოკუმენტში, სიტუაციური ანალიზის ჩატარების შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, განსაზღვრულია სამი ძირითადი სექტორულ-პრიორიტეტული მიმართულება:
საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი და სტაბილური განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა;
თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა;
განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვისა და ანგარიშვალდებულების სისტემის უზრუნველყოფა.
დოკუმენტში სექტორული პრიორიტეტების საფუძველზე განსაზღვრულია 15 სტრატეგიული მიზანი და 28 ამოცანა.
სტრატეგია ასევე მოიცავს ევროკავშირის, გაეროს, მსოფლიო ბანკის, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ განათლებისა და მეცნიერების სექტორში გამოვლენილი გამოწვევების დასაძლევად შემუშავებულ რეკომენდაციებს.
ღარიბაშვილი: საქართველოში სკოლებთან ერთად ასობით საბავშვო ბაღს ააშენებენ და შეაკეთებენ>>>
რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, რომელიც თან ერთვის სტრატეგიას, ის წარმოადგენს პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად დროში გაწერილ კონკრეტულ, შესაბამის მიზნებზე ორიენტირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ აქტივობებს პასუხისმგებელი მხარეებისა და შესაბამისი შედეგების მითითებით.
სამოქმედო გეგმა კვარტალური პრინციპით არის გაწერილი და მოიცავს შესაბამისი ბიუჯეტით დამტკიცებულ განხორციელების სამწლიან პერიოდს.
სამინისტრომ 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“, მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“, UNDP Georgia-ს და ევროკავშირის პროგრამის Skills for jobs-ის ექსპერტების მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად.
ყველა ახალი ამბავი
0