https://sputnik-georgia.com/20220829/raribasvili-saqartvelosi-skolebtanertad-asobit-sabavsvo-bars-aaseneben-da-seaketeben-269882214.html
ღარიბაშვილი: საქართველოში სკოლებთან ერთად ასობით საბავშვო ბაღს ააშენებენ და შეაკეთებენ
ღარიბაშვილი: საქართველოში სკოლებთან ერთად ასობით საბავშვო ბაღს ააშენებენ და შეაკეთებენ
Sputnik საქართველო
სკოლების მშენებლობისა და განახლების პარალელურად გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად
2022-08-29T22:07+0400
2022-08-29T22:07+0400
2022-08-29T22:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/15/240471514_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_ae263f63db3cd8897aa0fb397557290a.jpg
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საქართველოს მთავრობა მუშაობს საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც რამდენიმე ასეული სკოლის მშენებლობისა და შეკეთების მასშტაბური პროექტის ანალოგიური იქნება. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.მასშტაბური პროექტის განხორციელება - 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. პროექტის ღირებულება ერთ მილიარდ ლარს შეადგენს.პრემიერის თქმით, საბავშვო ბაღები ბევრ მუნიციპალიტეტსა და სოფელში სავალალო მდგომარეობაშია.რაც შეეხება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 მოქმედი სკოლის რეაბილიტაციაზე.დანარჩენი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდება 2023-2024 წლებში. 800 სკოლის რეაბილიტაცია 2026 წლამდე დასრულდება.განათლების სისტემაში ეროვნული უმცირესობებისთვის ბილინგვური სწავლება ინერგება >>პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება, აცხადებენ მთავრობაში.სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისას გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ეს გულისხმობს თანამედროვე ლაბორატორიებს და გამართულ სპორტულ ინფრასტრუქტურას. ყველა სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/15/240471514_36:0:1749:1285_1920x0_80_0_0_eb271ad5d911865ab96febdf9fa7c0b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო სკოლები საბავშვო ბაღები აშენება აღდგენა
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო სკოლები საბავშვო ბაღები აშენება აღდგენა
ღარიბაშვილი: საქართველოში სკოლებთან ერთად ასობით საბავშვო ბაღს ააშენებენ და შეაკეთებენ
22:07 29.08.2022 (განახლებულია: 22:08 29.08.2022) სკოლების მშენებლობისა და განახლების პარალელურად გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საქართველოს მთავრობა მუშაობს საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც რამდენიმე ასეული სკოლის მშენებლობისა და შეკეთების მასშტაბური პროექტის ანალოგიური იქნება. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მასშტაბური პროექტის განხორციელება - 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. პროექტის ღირებულება ერთ მილიარდ ლარს შეადგენს.
„სკოლების გარდა, აუცილებელია საბავშვო ბაღებიც გამართული, ევროპული სტანდარტის იყოს. ღირსეულ პირობებში უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები. ამ პროგრამას უახლოეს რამდენიმე კვირაში მოვამზადებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საბავშვო ბაღები ბევრ მუნიციპალიტეტსა და სოფელში სავალალო მდგომარეობაშია.
რაც შეეხება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 მოქმედი სკოლის რეაბილიტაციაზე.
დანარჩენი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდება 2023-2024 წლებში. 800 სკოლის რეაბილიტაცია 2026 წლამდე დასრულდება.
პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება, აცხადებენ მთავრობაში.
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისას გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ეს გულისხმობს თანამედროვე ლაბორატორიებს და გამართულ სპორტულ ინფრასტრუქტურას. ყველა სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის.