https://sputnik-georgia.com/20220826/urkainel-mosawavleebs-saqartvelos-skolebsi-gamartivebuli-wesit-ireben-269793445.html
უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით იღებენ
უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით იღებენ
Sputnik საქართველო
მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. 26.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-26T16:41+0400
2022-08-26T16:41+0400
2022-08-26T19:55+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/28/246452830_0:254:3072:1982_1920x0_80_0_0_7434047ff13928f52f95cafebb93da94.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სწავლის გაგრძელება საქართველოს სკოლაში სურს, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. მაგრამ აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და მათ გამარტივებული წესით შეუძლიათ საქართველოში სწავლის გაგრძელება.მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით.ბათუმის სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა>>საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა ენებზე.განათლების სამინისტროს მონაცემებით, 19 აგვისტოს მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1.500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან 900-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას.UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის პროცესს გაეცნო>>უკრაინულენოვანი სექტორები შეიქმნა თბილისსა და ბათუმში, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/28/246452830_263:280:2621:2048_1920x0_80_0_0_be61876bb704d7857d715c3d498c9d8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, უკრაინა
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, უკრაინა
უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით იღებენ
16:41 26.08.2022 (განახლებულია: 19:55 26.08.2022) მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სწავლის გაგრძელება საქართველოს სკოლაში სურს, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. მაგრამ აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და მათ გამარტივებული წესით შეუძლიათ საქართველოში სწავლის გაგრძელება.
მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით.
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა ენებზე.
განათლების სამინისტროს მონაცემებით, 19 აგვისტოს მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1.500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან 900-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას.
უკრაინულენოვანი სექტორები შეიქმნა თბილისსა და ბათუმში, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“.