https://sputnik-georgia.com/20220518/batumis-skolasi-ukrainulenovani-seqtori-dafuznda-266718420.html
ბათუმის სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა
ბათუმის სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში უკვე ჩარიცხულია სხვადასხვა ასაკის 800-ზე მეტი მოსწავლე. 18.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-18T10:59+0400
2022-05-18T10:59+0400
2022-05-18T14:44+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249620878_0:175:1680:1120_1920x0_80_0_0_d300660bfcc4c9b94ceb98fe7ecb53bf.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ქალაქ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა აქვთ.უკრაინულენოვანი სექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი სექტორის დაფუძნება უკრაინელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა.საზეიმო ღონისძიებას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი დაესწრო, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს გულითადი მადლობა გადაუხადა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უკრაინელი ბავშვებისთვის, უკეთ ინტეგრირდნენ ჩვენს მეგობარ ქართულ საზოგადოებასთან და მიიღონ ზოგადი განათლება“, – აღნიშნა კასიანოვმა.ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები ისწავლიან როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში. თბილისში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა>>უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. მათთვის ასევე დაიგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და არაფორმალური განათლების მიმართულებით.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მოსწავლე უზრუნველყო სწავლისათვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით. უკრაინელი მოსწავლეები ქართველი თანატოლების მსგავსად ისარგებლებენ მობილური ინტერნეტ-პაკეტის შეღავათიანი პირობებით სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში უკვე ჩარიცხულია სხვადასხვა ასაკის 800-ზე მეტი მოსწავლე.
https://sputnik-georgia.com/20220413/unicef-warmomadgeneli-ukrainulenovan-seqtors-ewvia-265949721.html
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249620878_223:138:1532:1120_1920x0_80_0_0_0bafc6edd9ada67916fdce2c44f8afd0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, უკრაინა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, უკრაინა
ბათუმის სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა
10:59 18.05.2022 (განახლებულია: 14:44 18.05.2022) ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში უკვე ჩარიცხულია სხვადასხვა ასაკის 800-ზე მეტი მოსწავლე.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ქალაქ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა აქვთ.
უკრაინულენოვანი სექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი სექტორის დაფუძნება უკრაინელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა.
„უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები ისწავლიან ზუსტად იმ სახელმძღვანელოებით, რომლებითაც ისინი უკრაინაში სწავლობენ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამისი საგნების სახელმძღვანელოებით უკვე უზრუნველყოფილია“, – განაცხადა ჩხენკელმა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი დაესწრო, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს გულითადი მადლობა გადაუხადა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.
„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უკრაინელი ბავშვებისთვის, უკეთ ინტეგრირდნენ ჩვენს მეგობარ ქართულ საზოგადოებასთან და მიიღონ ზოგადი განათლება“, –
აღნიშნა კასიანოვმა.
ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები ისწავლიან როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში.
უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. მათთვის ასევე დაიგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და არაფორმალური განათლების მიმართულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მოსწავლე უზრუნველყო სწავლისათვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით. უკრაინელი მოსწავლეები ქართველი თანატოლების მსგავსად ისარგებლებენ მობილური ინტერნეტ-პაკეტის შეღავათიანი პირობებით სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში უკვე ჩარიცხულია სხვადასხვა ასაკის 800-ზე მეტი მოსწავლე.