თბილისში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა

© Sputnik / STRINGER თერმოსკრინინგი სკოლაში
თერმოსკრინინგი სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ასაკის 426 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. უკრაინელი ბავშვები საქართველოში მშობლიურ ენაზე შეძლებენ სწავლას – თბილისის №41 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრ ოჯახს მოუწია სახლ-კარის დატოვება და სამშობლოდან წასვლა. ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, უკრაინელები საქართველოშიც ჩამოვიდნენ. არიან ისეთებიც, ვინც უკვე აქ იყო და სამშობლოში ჯერ ვერ ბრუნდება.
უკრაინულენოვანი სექტორის გახსნის ცერემონიას საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად ესწრებოდა საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი. მან საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უწყების ცნობით, უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი დღეისათვის 130-მა მოსწავლემ გამოთქვა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. პედაგოგების ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. მათ შორის არიან როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინული ენის სპეციალისტები.
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
თბილისის ბაღებში 12 უკრაინული ოჯახის ბავშვები მიიღეს
განათლების სამინისტრომ ყველა მოსწავლე სწავლისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით უზრუნველყო.
უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები ასევე შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო". მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ასაკის 426 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.
ყველა ახალი ამბავი
0