https://sputnik-georgia.com/20220323/tbilisis-bagebshi-ukraineli-bavshvebi-miiges-265441753.html
თბილისის ბაღებში 12 უკრაინული ოჯახის ბავშვები მიიღეს
თბილისის ბაღებში 12 უკრაინული ოჯახის ბავშვები მიიღეს
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერია უკრაინული ოჯახების მხარდაჭერას იმ დრომდე გააგრძელებს, ვიდრე მათ ამის საჭიროება ექნებათ. 23.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-23T16:46+0400
2022-03-23T16:46+0400
2022-03-23T22:25+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263664235_0:146:1680:1092_1920x0_80_0_0_4f307896dbae2f5b4eaf62c4d7e76126.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში 12 უკრაინული ოჯახის ბავშვები არიან ჩარიცხული, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრ ოჯახს მოუწია სახლ-კარის დატოვება და სამშობლოდან წასვლა. ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, უკრაინელები საქართველოშიც ჩამოვიდნენ. არიან ისეთებიც, ვინც უკვე აქ იყო და სამშობლოში ჯერ ვერ ბრუნდება.გასულ კვირაში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე და უფასოდ მიიღებენ.თბილისის მერიის მიერ ინიცირებული შესაბამისი ცვლილებები თბილისის საკრებულომ 18 მარტის რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული 2-დან 6 წლამდე უკრაინელი ბავშვები საჯარო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციისა და ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩაირიცხებიან.როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, საბავშვო ბაღების პერსონალი სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ უკრაინელ ბავშვებს უცხო გარემოსთან ადაპტაცია გაუმარტივდეთ.დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ უკრაინული ოჯახების მხარდაჭერას იმ დრომდე გააგრძელებს, ვიდრე მათ ამის საჭიროება ექნებათ.როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან უფასო საცხოვრებლითა და კვების პროდუქტებით.გარდა ამისა, თბილისის მერიის მხრიდან უკრაინელი მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263664235_187:0:1680:1120_1920x0_80_0_0_9ff23ffac1f5fda0136d461775e853f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები
თბილისის ბაღებში 12 უკრაინული ოჯახის ბავშვები მიიღეს
16:46 23.03.2022 (განახლებულია: 22:25 23.03.2022) დედაქალაქის მერია უკრაინული ოჯახების მხარდაჭერას იმ დრომდე გააგრძელებს, ვიდრე მათ ამის საჭიროება ექნებათ.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში 12 უკრაინული ოჯახის ბავშვები არიან ჩარიცხული, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრ ოჯახს მოუწია სახლ-კარის დატოვება და სამშობლოდან წასვლა. ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, უკრაინელები საქართველოშიც ჩამოვიდნენ. არიან ისეთებიც, ვინც უკვე აქ იყო და სამშობლოში ჯერ ვერ ბრუნდება.
გასულ კვირაში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე და უფასოდ მიიღებენ.
თბილისის მერიის მიერ ინიცირებული შესაბამისი ცვლილებები თბილისის საკრებულომ 18 მარტის რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული 2-დან 6 წლამდე უკრაინელი ბავშვები საჯარო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციისა და ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩაირიცხებიან.
როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, საბავშვო ბაღების პერსონალი სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ უკრაინელ ბავშვებს უცხო გარემოსთან ადაპტაცია გაუმარტივდეთ.
დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ უკრაინული ოჯახების მხარდაჭერას იმ დრომდე გააგრძელებს, ვიდრე მათ ამის საჭიროება ექნებათ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან უფასო საცხოვრებლითა და კვების პროდუქტებით.
გარდა ამისა, თბილისის მერიის მხრიდან უკრაინელი მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა და ა.შ.