აუცილებელი სამი ვიტამინი დიაბეტიანებისთვის: ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და არა მხოლოდ...

© Pixabay / Atlantiosვიტამინები
ვიტამინები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
არის ვიტამინები, რომლებიც სისხლში შაქრის დონის შემცირებას ეხმარება. დიაბეტის დროს ასეთი ვიტამინები აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
განსაკუთრებული ეფექტი დიაბეტიანებისთვის აქვს სამი სახის ვიტამინს.
ვიტამინი D
ამ ვიტამინს ტყუილად არ უწოდებენ ჰორმონს. ის მოქმედებს, როგორც პროჰორმონი და ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსზე და იმუნურ სისტემაზე. D ვიტამინი მრავალფუნქციურია.
პირველი და მთავარი ეფექტი ამ ვიტამინისა, განსაკუთრებით დიაბეტიანებისთვის, არის ის, რომ არეგულირებს:
შაქარს სისხლში
ინსულინის რეცეპტორების მუშაობას
მგრძნობიარობას ინსულინისადმი.
D ვიტამინი პირდაპირ გავლენას ახდენს შაქრის შემცველობაზე სისხლში, შიმშილის გრძნობაზე და წონაზე. დიაბეტიანებმა ამ ვიტამინის მაჩვენებლები წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიმოწმონ, დეფიციტის შემთხვევაში კი აუცილებლად ნორმაში მოიყვანონ.
ვიტამინები თეფშზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2020
D ვიტამინი – იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი
სპეციალისტების თქმით, D ვიტამინზე ბევრადაა დამოკიდებული ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობა და, შესაბამისად, ჩვენი ემოციური ფონი, განწყობა.
ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს:
ემოციური ფონის დაქვეითებას
დეპრესიას
მეხსიერების გაუარესებას
აზროვნების სისწრაფის დაქვეითებას.
ემოციური ფონის გაუარესება ნეირომედიატორების მეშვეობით შაქრის დონეზე მოქმედებს. სტრესის დროს შაქარი მატულობს.
D ვიტამინი ასევე ახდენს გავლენას:
ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე, ანუ ენერგოგაცვლის სიჩქარეზე
ძვლებზე
იმუნურ სისტემაზე
სქესობრივ ჰორმონებზე

გაითვალისწინეთ: თუ გაქვთ D ვიტამინის დეფიციტი, თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან ისეთივე საშიშია დოზების გადაჭარბება, როგორც ამ ვიტამინის დეფიციტი.

ვიტამინი В12
ვიტამინი В12-ს მთავარ ნევროლოგიურ ვიტამინს უწოდებენ, რომელიც ნერვული სისტემის მუშაობაზეა პასუხისმგებელი:
ემოციური ფონი
მეხსიერება
აზროვნების სისწრაფე
პერიფერიული ნერვული სისტემის მუშაობა.
გართულებები ვიტამინი В12-ის დეფიციტის დროს
ტესტი დიაბეტზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
დაავადებებთან ბრძოლა ხალხური მეთოდებით: დიაბეტი
დიაბეტის ერთ-ერთი გართულებაა დიაბეტური პოლინეიროპათია, რომელიც ვიტამინი В12-ის დეფიციტის დროს ჩნდება. მისი ნიშნებია:
დაბუჟება, ცივი ფეხები
ჟრუანტელი
ფეხის კრუნჩხვები ღამით
ძილის დარღვევა
ცუდი მეხსიერება
გულის რიტმის, გულის მუშაობის, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევა
В12 ვიტამინზეა დამოკიდებული მუშაობა:
ცენტრალური ნერვული სისტემის
გულ-სისხლძარღვების სისტემის
იმუნიტეტის
ფარისებრი ჯირკვლის
ენერგოცვლის
ემოციური ფონი
მხედველობა
მეხსიერება, ყურადღება
В12 ვიტამინს ვიღებთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან
თევზი
ქათამი, ინდაური
ხორცი
რძის პროდუქტები.

ზოგიერთი პრეპარატის მიღების გამო დიდია ალბათობა, რომ ვიტამინი В12-ის მაჩვენებელი მაინც დაბალი იყოს, თუნდაც ადამიანი იდეალურად იკვებებოდეს. მისი დეფიციტის შევსება შესაძლებელია აბებით, ინექციით, მაგრამ აქაც, D ვიტამინის შემთხვევის მსგავსად, თვითმკურნალობამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიღოს.

ვიტამინი С
დიაბეტიანებისთვის ვიტამინი С გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის გარანტიაა.
ვიტამინი С მოქმედებს მუშაობაზე:
გულისა და სისხლძარღვების
ფარისებრი ჯირკვლის
თირკმელზედა ჯირკვლის
იმუნური სისტემის
ენერგოცვლის
კანის
ვიტამინ С-ს აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი.

საშიშია ვიტამინი С-ს გადაჭარბებით მიღება. ამან შეიძლება გამოიწვიოს კენჭები თირკმელებში, პიელონეფრიტის გამწვავება. შარდმდენი გზების დაზიანება და სხვ. ამიტომ საშიშია ამ ვიტამინის მიღება ანალიზებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე, განსაკუთრებით დიაბეტიანებისთვის.

ვიტამინი С რაციონში
ამ ვიტამინის მიღება საკვებიდან შეიძლება ძირითადად მცენარეული პროდუქტებიდან. განსაკუთრებით ეფექტურია:
ასკილი
მწვანილი
კენკრა
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტები ახალი იყოს. რაც უფრო დიდხანს ვინახავთ მათ, მით ნაკლები ეფექტი აქვს ვიტამინ С-ს. ეს განსაკუთრებით ეხება პროდუქტების თერმულ დამუშავებას.
ფსტის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ფსტა (ფისტა) დიაბეტის წინააღმდეგ
ვიტამინი С-ს დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე ლიმონი, კომბოსტო, ფორთოხალი, კივი, წითელი ბულგარული წიწაკა, მოცხარი და სხვ.
ასევე ვიტამინის დეფიციტის შესავსებად ძალიან კარგია მწვანილის მიღება. უნდა აღინიშნოს, რომ მწვანილი გაყინვისას ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს.
P.s. გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობას გართულებები შეიძლება მოჰყვეს, ამიტომ კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.
ყველა ახალი ამბავი
0