მოსაზრება: როგორ ყალიბდება უკრაინა კამიკაძე-სახელმწიფოდ

© AP Photo / Efrem Lukatskyუკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
დავიდ ნარმანია
აშშ-ის მუქარას, გამოაცხადოს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, თან მოჰყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური წრეების ანალოგიური გადაწყვეტილებები. მაისში ეს ნაბიჯი გადადგა ლიეტუვის ხელისუფლებამ, წინა კვირაში – მისმა მეზობელმა ლატვიამ.
აშშ-ის პოლიტიკური ელიტა, როგორც ჩანს, სერიოზულად იხილავს მსგავს სცენარს. შესაბამისი რეზოლუცია უკვე მიიღო აშშ-ის სენატმა, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციაში მის მხარდაჭერას ჯერ არ ჩქარობენ. როგორც მასმედია წერს, წინააღმდეგია სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
მიზეზები გასაგებია: ეს ნაბიჯი არა მხოლოდ აიძულებს ვაშინგტონს, დაუწესოს სანქციები თავისივე მოკავშირეებს, რომლებიც კრემლთან ვაჭრობას განაგრძობენ, არამედ ჯვარს დაასვამს მოსკოვთან ყველანაირ ურთიერთობას, რომელიც ისტორიაში ისედაც შესაძლოა ყველაზე ცუდ პერიოდს განიცდის.
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
ვითარება ზაპოროჟიეს სადგურზე: რუსეთი IAEA-ს თანამგზავრული ფოტოების მიწოდებას ჰპირდება
კრემლში უკვე განაცხადეს, რომ მსგავსი ნაბიჯი კარდინალურად შეცვლის საქმის ვითარებას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი ხაზი გაუსვა, რომ თუ კონგრესი რეზოლუციას მიიღებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა შეიძლება საერთოდ შეწყდეს.
აშშ-ის ხელისუფლებამ ტერორიზმის მხარდაჭერა ახალ დონეზე აიყვანა, როდესაც უკრაინა კამიკაძე-სახელმწიფოდ გადააქცია. ზელენსკი ღიად აცხადებს, რომ უკრაინის ჯარი გააგრძელებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევას, ვინაიდან იქ რუსული დანაყოფები იმყოფებიან.
ვერანაირი სიზუსტე ვერ გამოდგება მსგავსი შეტევების გამამართლებელ საბუთად: კვირას განხორციელებული დარტყმების შემდეგ ნამსხვრევები და რაკეტის ძრავა მოქმედი ენერგობლოკიდან 400 მეტრის დაშორებით ჩამოცვივდა.
ამ ფონზე კიდევ უფრო უგუნურად გამოიყურება უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედება ნიკოპოლში, სადაც კიევმა გადაისროლა რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარის ცალკე პოლკი ათასამდე სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს მიუთითებს პროვოკაციის მზადებაზე.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
მოსაზრება: როდის შეწყვეტს დასავლეთი უკრაინის დახმარებას
როგორც გენერალ-პოლკოვნიკი მიხეილ მიზინცევი აღნიშნავს, ნებისმიერი მსგავსი ქმედება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში საფრთხეს უქმნის მთელი კონტინენტის ბირთვულ უსაფრთხოებას. უკრაინა იქცევა როგორც კამიკაძე-სახელმწიფო. გარდა ამისა, კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი დივერსანტები მოქმედებენ კურსკის ოლქში, სადაც ატომური ელექტროსადგურიდან მომავალი ელექტროგადამცემი ხაზების ექვსი საყრდენი ააფეთქეს.
პარალელურად აგრძელებენ გორლოვკის დაცხრილვას. მოკლედ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებებს საქმე ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიჰყავთ.
1993 წელს ბრიტანულმა გაზეთმა The Independent-მა გამოაქვეყნა საინტერესო სტატია: „ანტისაბჭოთა მებრძოლმა თავისი არმია მშვიდობის გზაზე დააყენა“. ფოტოდან მკითხველს უღიმის უსამა ბენ ლადენი: მასალა ეძღვნება სწორედ მის „საგმირო საქმეებს“ ავღანეთში.
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
მოსაზრება: ევროპაში მესამე რაიხის მეთოდები გაიხსენეს
30 წლის შემდეგ დასავლურ პრესას სხვა გმირები ჰყავს: ახლა Vogue-ს ყდაზე თავს იწონებს ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად. არსი კი იგივეა – დასავლეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით განაგრძობს რადიკალური რეჟიმების მხარდაჭერას, აწვდის მათ ფულს, იარაღსა და საინფორმაციო მხარდაჭერას.
როგორც პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ვლადიმირ პუტინი ამბობდა, რუსეთი ტერორისტების დევნას ყველგან შეეცდება და ნამდვილად არ გამართავს მათთან მოლაპარაკებებს. საკმარისია მინსკის პროცესიც, რომელიც, როგორც პეტრო პოროშენკომ აღიარა, მიმართული იყო იმისკენ, რომ უკრაინისთვის ომისთვის მზადების შესაძლებლობა მიეცა, ვინაიდან კიევში არავინ გეგმავდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ამის მიუხედავად, უკრაინაში მშვიდობა მაინც დაისადგურებს. მაგრამ იქ აღარ იქნება ზელენსკი, არც მისი დეკორატიული არესტოვიჩები, პოდოლიაკები და ა.შ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0