https://sputnik-georgia.com/20220818/iaea-zaporojies-aesi-269574559.html
ვითარება ზაპოროჟიეს სადგურზე: რუსეთი IAEA-ს თანამგზავრული ფოტოების მიწოდებას ჰპირდება
ვითარება ზაპოროჟიეს სადგურზე: რუსეთი IAEA-ს თანამგზავრული ფოტოების მიწოდებას ჰპირდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მზად არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიაწოდოს ზაპოროჟიეს ატომური... 18.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-18T14:30+0400
2022-08-18T14:30+0400
2023-07-20T15:46+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
პოლიტიკა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
გაერო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/12/269574386_0:170:3041:1880_1920x0_80_0_0_d70e86d5b75cc07ff2b47b8a39c43078.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მზად არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიაწოდოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამგზავრული ფოტოები, რომლებზეც ჩანს, სინამდვილეში რა ვითარებაა მის ტერიტორიაზე, განაცხადა რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა ბრიფინგზე.როგორც გენერალ-ლეიტენანტმა დასძინა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ამის შესახებ უკვე აცნობა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს.მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევას გეგმავენ 19 ივნისს, როდესაც იქ გაეროს გენერალური მდივანი იქნება.როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავზე პირდაპირი საარტილერიო დარტყმა რადიოაქტიურ დაბინძურებას გამოიწვევს 20 კმ-მდე რადიუსში, ბირთვული რეაქტორის დაზიანება კი 30 კმ-მდე რადიუსში დააბინძურებს ტერიტორიას. ხოლო თუ სათადარიგო დიზელის გენერატორები და მობილური ტუმბოები გამოვა მწყობრიდან, აქტიური ზონა გადახურდება, რეაქტორის დანადგარები განადგურდება და რადიოაქტიური ნივთიერებები ატმოსფეროში ასობით კილომეტრზე გაიფრქვევა.რუსეთის თავდაცვის უწყებაში მიაჩნიათ, რომ „პროვოკაციის მიზანი 30 კმ რადიუსში გაუცხოების ზონის შექმნა, სადგურის ტერიტორიაზე საერთაშორისო ძალებისა და უცხოელი დამკვირვებლების შეყვანა და რუსეთის ბირთვულ ტეორიზმში დადანაშულებაა“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/12/269574386_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_cfb9976489e18c9ef4dd98dceb7ee6cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, გაერო, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, გაერო, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მზად არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიაწოდოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამგზავრული ფოტოები, რომლებზეც ჩანს, სინამდვილეში რა ვითარებაა მის ტერიტორიაზე, განაცხადა რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა ბრიფინგზე.
„ჩვენ მზად ვართ IAEA-ს წარვუდგინოთ რეალური სურათები ძალიან მაღალი გარჩევადობით. სლაიდზე განთავსებულია ნიმუში, რომელიც აჩვენებს, რომ იარაღი, განსაკუთრებით, მძიმე იარაღი, სადგურის ტერიტორიაზე განთავსებული არ არის“, — აღნიშნა კირილოვმა.
როგორც გენერალ-ლეიტენანტმა დასძინა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ამის შესახებ უკვე აცნობა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევას გეგმავენ 19 ივნისს, როდესაც იქ გაეროს გენერალური მდივანი იქნება.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავზე პირდაპირი საარტილერიო დარტყმა რადიოაქტიურ დაბინძურებას გამოიწვევს 20 კმ-მდე რადიუსში, ბირთვული რეაქტორის დაზიანება კი 30 კმ-მდე რადიუსში დააბინძურებს ტერიტორიას. ხოლო თუ სათადარიგო დიზელის გენერატორები და მობილური ტუმბოები გამოვა მწყობრიდან, აქტიური ზონა გადახურდება, რეაქტორის დანადგარები განადგურდება და რადიოაქტიური ნივთიერებები ატმოსფეროში ასობით კილომეტრზე გაიფრქვევა.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში მიაჩნიათ, რომ „პროვოკაციის მიზანი 30 კმ რადიუსში გაუცხოების ზონის შექმნა, სადგურის ტერიტორიაზე საერთაშორისო ძალებისა და უცხოელი დამკვირვებლების შეყვანა და რუსეთის ბირთვულ ტეორიზმში დადანაშულებაა“.