https://sputnik-georgia.com/20220816/mesame-raixis-metodebi-269494083.html
მოსაზრება: ევროპაში მესამე რაიხის მეთოდები გაიხსენეს
მოსაზრება: ევროპაში მესამე რაიხის მეთოდები გაიხსენეს
Sputnik საქართველო
ელენა პოპოვა 16.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-16T17:23+0400
2022-08-16T17:23+0400
2022-08-16T22:20+0400
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24513/82/245138220_0:339:2609:1807_1920x0_80_0_0_71d9509bbcaea8b01c32243a2f76f94e.jpg
ელენა პოპოვაევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი უჭერს მხარს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას. შეზღუდვები უკვე დააწესეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, ბელგიამ და ისინი დანარჩენებსაც მოუწოდებენ, მიბაძონ მათ მაგალითს. წინადადებას ევროკავშირის წევრების საგარეო საქმეთა მინისტრები აგვისტოს ბოლოს დანიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ. დაეშვება თუ არა რუსებისთვის რკინის ფარდა – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.კუდიანებზე ნადირობარუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გახდა როგორც პოლიტიკური, ისე ეთიკური თვალსაზრისით. ცეცხლს ნავთი დაასხა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაი კალასის სადავო გამონათქვამმა იმაზე, რომ „ევროპაში სტუმრობა – ეს არის ადამიანის პრივილეგია და არა უფლება“. 18 აგვისტოდან ქვეყანაში რუსებს შეუზღუდეს შესვლა თავად ესტონეთის მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანა ისეთ უკიდურეს არამეგობრულობას ავლენს და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც 80 წლის წინ ევროპის ცენტრიდან ისმოდა. მისი აზრით, „დროთა განმავლობაში საღი აზრი როგორმე იჩენს თავს და ისინი, ვინც განცხადებებს აკეთებდნენ, გონს მოეგებიან“.თუმცა ქვეყნების სია, რომლებიც იდეას მხარს უჭერენ, სწრაფად იზრდება. 14 აგვისტოს ერთბაშად ორმა ქვეყანამ – პოლონეთმა და ლატვიამ განაცხადეს, რომ იდეას საერთო ევროპულ დონეზე გაიტანენ. ვარშავა ზომების სათანადო კომპლექსზე მუშაობს. რიგაში კი აპირებენ გადახედონ რესპუბლიკაში შესვლის უკვე გაცემულ ნებართვებს და ბინადრობის მოწმობებს.„რასაკვირველია, ვიცი, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, სადაც რუსი ტურისტები დიდ ფულს ტოვებენ, ამ წინადადებას არ მიესალმება. გერმანიის კანცლერმა ასევე გამოთქვა ეჭვი ამასთან დაკავშირებით. თუმცა მიმაჩნია, რომ ამაზე საუბარი აუცილებელია. პრინციპის გამო“, – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა.ამჟამად ათმა სახელმწიფომ თავის ტერიტორიაზე რუსებისთვის შესვლა უკვე ჩაკეტა ან გაართულა. ჩეხეთმა ჯერ კიდევ 25 თებერვალს დაუწესა შეზღუდვები რუსეთის, შემდეგ კი ბელარუსის მოქალაქეებს. ასევე მოიქცნენ სლოვაკეთი, ბელგია, პოლონეთი, ნიდერლანდი, დანია, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. იქ მოხვედრა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ტურისტული „შენგენით“ სხვა ქვეყნებიდან. ამასთან, აკრძალვის მომხრეებს განსხვავებული არგუმენტები აქვთ. თუ ესტონეთში მიაჩნიათ, რომ რუსები ქვეყნის საშინაო უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს, ლატვიაში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთში საჭიროა რაც შეიძლება მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქის დაბრუნება.არ ვემხრობით, მაგრამ არც ვგმობთევროკავშირის სავიზო კოდექსში არ არის გაწერილი მოკლევადიანი ვიზების გაცემის შეჩერების შესაძლებლობა, განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა. ყოველთვის არსებობს მოქალაქეთა კატეგორია, რომლებზეც ვიზები უნდა გაიცეს: ჰუმანიტარულ შემთხვევებში, ოჯახის წევრებისთვის, ან ჟურნალისტებისთვის, განმარტა მან.გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკვე გამოაცხადა, რომ ძნელად წარმოუდგენია ინიციატივის მექანიზმი, ვინაიდან „უბრალო მოქალაქეები არ არიან პასუხისმგებელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე“, მასშტაბური ანტირუსული სანქციები კი „ბევრს ეხება, ბევრ კონკრეტულ ადამიანს“.რადიკალური ზომებისკენ ევროკავშირს აქტიურად უბიძგებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „აუცილებელია რუსეთის მთელი მოსახლეობის იზოლირება“. ქვეყნიდან წასულ ოპოზიციონერებს მან შესთავაზა, მიმღებ ქვეყნებს დევნილის სტატუსისთვის მიმართონ.ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აგვისტოს ბოლოს პრაღაში განიხილავენ ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხს, რაც არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და ევროპის ქვეყნების მოქალაქეების ნათესავებს შეეხება“.არეულობა და ვინეგრეტი„გადაადგილების თავისუფლება - ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, – ამბობს პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი. – მისი უხეშად დარღვევის მოწოდებები – ესაა გლობალურ პოლიტიკაში ევროპული ცივილიზაციის როლის წინააღმდეგ გამოსვლა“.ევროკავშირში პრობლემისადმი განსხვავებული დამოკიდებულება არ ხსნის რუსოფობიის ხარისხს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც არამოქალაქეთა ინსტიტუტი არსებობს, რუსეთზე თავდასხმები უფრო მკაფიოდ ვლინდება.საერთო წესის შემოსაღებად აუცილებელია ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა, ხაზს უსვამს ექსპერტი ნიკოლაი ტოპორინი.სიტუაცია აბსურდული იქნება, თუ შენგენის ზონის ერთი ქვეყანა მაინც გააგრძელებს თავის ტერიტორიაზე რუსების შეშვებას, ამბობს ტოპორინი. მაგალითად, ახლა ესტონეთმა აკრძალა ვიზებით შესვლა, რომლებიც თავად გასცა. მაგრამ ამ ვიზებით შესვლა შესაძლებელია ლატვიიდან.„ესტონელებმა განაცხადეს, რომ არ შეიძლება საზღვრის გადაკვეთა მათი ვიზებით, ხოლო ლატვიის ან ფინეთის ვიზებით - აკრძალული არ არის. თუ ვერ შეთანხმდებიან, გამოვა ვინეგრეტი და სრული აბსურდი“.სირთულე შეიძლება სხვა მხრივ წარმოიქმნას: რუსეთს ევროკავშირთან მხოლოდ სამი სახმელეთო საზღვარი აქვს – ესტონეთთან, ლატვიასთან და ფინეთთან. თუ ისინი რუსებისთვის ტერიტორიას ჩაკეტავენ, ეს სერიოზულად გაართულებს ევროპის სხვა სახელმწიფოებში შესვლას.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24513/82/245138220_206:321:2509:2048_1920x0_80_0_0_ec545bf9bd83f951dd6c93e460379317.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა
ევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი უჭერს მხარს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას. შეზღუდვები უკვე დააწესეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, ბელგიამ და ისინი დანარჩენებსაც მოუწოდებენ, მიბაძონ მათ მაგალითს. წინადადებას ევროკავშირის წევრების საგარეო საქმეთა მინისტრები აგვისტოს ბოლოს დანიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ. დაეშვება თუ არა რუსებისთვის რკინის ფარდა – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გახდა როგორც პოლიტიკური, ისე ეთიკური თვალსაზრისით. ცეცხლს ნავთი დაასხა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაი კალასის სადავო გამონათქვამმა იმაზე, რომ „ევროპაში სტუმრობა – ეს არის ადამიანის პრივილეგია და არა უფლება“.
18 აგვისტოდან ქვეყანაში რუსებს შეუზღუდეს შესვლა თავად ესტონეთის მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანა ისეთ უკიდურეს არამეგობრულობას ავლენს და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც 80 წლის წინ ევროპის ცენტრიდან ისმოდა. მისი აზრით, „დროთა განმავლობაში საღი აზრი როგორმე იჩენს თავს და ისინი, ვინც განცხადებებს აკეთებდნენ, გონს მოეგებიან“.
თუმცა ქვეყნების სია, რომლებიც იდეას მხარს უჭერენ, სწრაფად იზრდება. 14 აგვისტოს ერთბაშად ორმა ქვეყანამ – პოლონეთმა და ლატვიამ განაცხადეს, რომ იდეას საერთო ევროპულ დონეზე გაიტანენ. ვარშავა ზომების სათანადო კომპლექსზე მუშაობს. რიგაში კი აპირებენ გადახედონ რესპუბლიკაში შესვლის უკვე გაცემულ ნებართვებს და ბინადრობის მოწმობებს.
„რასაკვირველია, ვიცი, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, სადაც რუსი ტურისტები დიდ ფულს ტოვებენ, ამ წინადადებას არ მიესალმება. გერმანიის კანცლერმა ასევე გამოთქვა ეჭვი ამასთან დაკავშირებით. თუმცა მიმაჩნია, რომ ამაზე საუბარი აუცილებელია. პრინციპის გამო“, – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა.
ამჟამად ათმა სახელმწიფომ თავის ტერიტორიაზე რუსებისთვის შესვლა უკვე ჩაკეტა ან გაართულა. ჩეხეთმა ჯერ კიდევ 25 თებერვალს დაუწესა შეზღუდვები რუსეთის, შემდეგ კი ბელარუსის მოქალაქეებს. ასევე მოიქცნენ სლოვაკეთი, ბელგია, პოლონეთი, ნიდერლანდი, დანია, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. იქ მოხვედრა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ტურისტული „შენგენით“ სხვა ქვეყნებიდან.
ამასთან, აკრძალვის მომხრეებს განსხვავებული არგუმენტები აქვთ. თუ ესტონეთში მიაჩნიათ, რომ რუსები ქვეყნის საშინაო უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს, ლატვიაში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთში საჭიროა რაც შეიძლება მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქის დაბრუნება.
არ ვემხრობით, მაგრამ არც ვგმობთ
ევროკავშირის სავიზო კოდექსში არ არის გაწერილი მოკლევადიანი ვიზების გაცემის შეჩერების შესაძლებლობა, განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა. ყოველთვის არსებობს მოქალაქეთა კატეგორია, რომლებზეც ვიზები უნდა გაიცეს: ჰუმანიტარულ შემთხვევებში, ოჯახის წევრებისთვის, ან ჟურნალისტებისთვის, განმარტა მან.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკვე გამოაცხადა, რომ ძნელად წარმოუდგენია ინიციატივის მექანიზმი, ვინაიდან „უბრალო მოქალაქეები არ არიან პასუხისმგებელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე“, მასშტაბური ანტირუსული სანქციები კი „ბევრს ეხება, ბევრ კონკრეტულ ადამიანს“.
რადიკალური ზომებისკენ ევროკავშირს აქტიურად უბიძგებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „აუცილებელია რუსეთის მთელი მოსახლეობის იზოლირება“. ქვეყნიდან წასულ ოპოზიციონერებს მან შესთავაზა, მიმღებ ქვეყნებს დევნილის სტატუსისთვის მიმართონ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აგვისტოს ბოლოს პრაღაში განიხილავენ ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხს, რაც არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და ევროპის ქვეყნების მოქალაქეების ნათესავებს შეეხება“.
„გადაადგილების თავისუფლება - ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, – ამბობს პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი. – მისი უხეშად დარღვევის მოწოდებები – ესაა გლობალურ პოლიტიკაში ევროპული ცივილიზაციის როლის წინააღმდეგ გამოსვლა“.
ევროკავშირში პრობლემისადმი განსხვავებული დამოკიდებულება არ ხსნის რუსოფობიის ხარისხს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც არამოქალაქეთა ინსტიტუტი არსებობს, რუსეთზე თავდასხმები უფრო მკაფიოდ ვლინდება.
საერთო წესის შემოსაღებად აუცილებელია ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა, ხაზს უსვამს ექსპერტი ნიკოლაი ტოპორინი.
„შენგენში არ არის შიდა საზღვრები, მაგრამ არის გარე საზღვრები, რომლებსაც შენგენის კოდექსი არეგულირებს. ახლა დაახლოებით ათი ქვეყანა, ძირითადად, მცირე ზომის, უჭერს მხარს იმას, რომ შეწყდეს ვიზების გაცემა რუსებისთვის. პირველი მერცხალი იყო ესტონეთი, რომელმაც გარე საზღვრიდან მის ტერიტორიაზე გადასვლა აკრძალა. დანარჩენი ქვეყნები ან არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, ან საუბრობენ მსგავსი ზომებით უკმაყოფილებაზე“, – აღნიშნავს ექსპერტი.
სიტუაცია აბსურდული იქნება, თუ შენგენის ზონის ერთი ქვეყანა მაინც გააგრძელებს თავის ტერიტორიაზე რუსების შეშვებას, ამბობს ტოპორინი. მაგალითად, ახლა ესტონეთმა აკრძალა ვიზებით შესვლა, რომლებიც თავად გასცა. მაგრამ ამ ვიზებით შესვლა შესაძლებელია ლატვიიდან.
„ესტონელებმა განაცხადეს, რომ არ შეიძლება საზღვრის გადაკვეთა მათი ვიზებით, ხოლო ლატვიის ან ფინეთის ვიზებით - აკრძალული არ არის. თუ ვერ შეთანხმდებიან, გამოვა ვინეგრეტი და სრული აბსურდი“.
სირთულე შეიძლება სხვა მხრივ წარმოიქმნას: რუსეთს ევროკავშირთან მხოლოდ სამი სახმელეთო საზღვარი აქვს – ესტონეთთან, ლატვიასთან და ფინეთთან. თუ ისინი რუსებისთვის ტერიტორიას ჩაკეტავენ, ეს სერიოზულად გაართულებს ევროპის სხვა სახელმწიფოებში შესვლას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე