https://sputnik-georgia.com/20220817/dasavleti-ukraina-269543914.html
მოსაზრება: როდის შეწყვეტს დასავლეთი უკრაინის დახმარებას
მოსაზრება: როდის შეწყვეტს დასავლეთი უკრაინის დახმარებას
Sputnik საქართველო
რენატ აბდულინი 17.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-17T17:09+0400
2022-08-17T17:09+0400
2022-08-17T21:37+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267581242_0:732:1851:1773_1920x0_80_0_0_f7b543a97ce615c012132bfead2400da.jpg
რენატ აბდულინირუსეთის წარმატება სანქციებთან გამკლავებაში შედეგად მოიტანს იმას, რომ დასავლეთი შეამცირებს უკრაინის დახმარებას. ასე ამბობენ უცხოელი ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ მოსკოვი ინარჩუნებს ინიციატივას არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებში, არამედ ეკონომიკაშიც.მოლაპარაკებამდე შორიაPolitico-ს ავტორები, ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრის Defense Priorities-ისა და ზალცმანის ინსტიტუტის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ახლო მომავალში მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია.გამოცემის ანალიტიკოსთა აზრით, მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, ვოლოდიმირ ზელენსკის იარაღით უწყვეტი მომარაგების იმედი აქვს. „არ ჩანს არავითარი ნიშანი იმისა, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების ონკანი, რომელიც ცხრა მილიარდ დოლარს აღემატება, გადაიკეტება“, – აღნიშნავენ ისინი.გარდა ამისა, უკრაინის მოსახლეობის გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების ნახევარზე მეტი არ არის მზად კომპრომისისთვის. ე.ი. პოლიტიკური გადარჩენის მიზნით არც ზელენსკი დათანხმდება დიალოგს.რუსეთზე საუბრისას ავტორები აღნიშნავენ: დასავლეთის გათვლა იმაზე, რომ სანქციები სპეცოპერაციის ამოცანების შესრულებას შეუშლის ხელს, არ გამართლდა. „ევროპელები უკვე წააწყდნენ მაღალ ინფლაციასა და ენერგომატარებლების გაძვირებას, რუსეთის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირება კი გერმანიას აიძულებს მიიღოს საგანგებო ზომები, რათა გაზი ზამთრამდე არ გამოელიოს“.მართალია, სანქციებმა რუსული ეკონომიკა აზარალა, მაგრამ რუსეთი უკეთ მომზადებული აღმოჩნდა, ვიდრე ევროკავშირი.ენერგეტიკული სანქციები არ მუშაობსPolitico-ს სტატია მხოლოდ ნაწილია იმ ტრენდისა, რომელიც დასავლეთის მხრიდან უკრაინის პრობლემისადმი დამოკიდებულების გადახედვის პროცესში შეინიშნება. ამერიკულმა Bloomberg-მა გამოუშვა მასალა თეზისით: „(ანტირუსული) ენერგეტიკული სანქციები არ მუშაობს“.ჯერ კიდევ მარტსა და აპრილში დასავლელი პოლიტიკოსები ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებდნენ და იმედოვნებდნენ, რომ OPEC საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობით უარს იტყოდა რუსეთთან კავშირზე, აღნიშნავს გამოცემა.თუმცა პირიქით მოხდა. „აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ერ-რიადში ვიზიტის მიუხედავად პუტინმა შეინარჩუნა გავლენა OPEC+ ალიანსში. საუდის არაბეთიდან ბაიდენის გამგზავრებიდან მალევე სამეფოში ჩაფრინდა რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, რომელიც კარტელთან ურთიერთობას კურირებს. რამდენიმე დღის შემდეგ OPEC+-მა გამოაცხადა ნავთობის მოპოვების უმნიშვნელოდ გაზრდის შესახებ, რაც მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე ზეწოლას განაგრძობს“.ასეთი კონიუნქტურა ნიშნავს, რომ მოსკოვს შეუძლია თავს უფლება მისცეს, უარი თქვას ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების გზით მიღებულ შემოსავლებზე და ფული ნავთობის გაყიდვით გამოიმუშაოს. როგორც Bloomberg წერს, „ივლისში რუსეთში მისი მოპოვება თითქმის წლის დასაწყისში არსებულ დონეს დაუბრუნდა – საშუალოდ 10,8 მილიონი ბარელი დღეში. ამ ნავთობის დიდი ნაწილი იგზავნება აზიაში, ძირითადად, ინდოეთში, ასევე თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში... ფასები დიდ ბრიტანეთში, ალბათ, 75 პროცენტით მოიმატებს, გერმანიაში ზოგიერთმა კომუნალურმა სამსახურმა უკვე გამოაცხადა, რომ მოსალოდნელია ტარიფის 100 პროცენტით გაზრდა“.კიევის დახმარება შესაძლოა შემცირდესუცხოელი ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ დასავლეთს მოუწევს საკუთარი მოქალაქეების მოთხოვნილებასა და უკრაინელების ინტერესებს შორის არჩევანის გაკეთება."ცივი ამინდის, ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების მკვეთრი ზრდისა და ფასების მკვეთრი მომატების შედეგად წლის ბოლოს შეიძლება შემცირდეს დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, – წერს Bloomberg. – ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც კიევის დახმარებით ისწრაფოდნენ საერთაშორისო აღიარებისკენ, შეიძლება აღარ მოუნდეთ ამის კეთება, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ამომრჩევლებისთვის ენერგეტიკული დეფიციტის თავიდან აცილება“.სექტემბერში კიევმა უნდა გაისტუმროს ვალი, 900 მლნ ევრო. ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალი ტრანშების ბედი. გერმანიამ მიანიშნა, რომ საკრედიტო ვალდებულებების შესრულებამდე შეაჩერებს დახმარების ახალ პაკეტებს.მოდუნება არ ღირსროგორც პოლიტოლოგი სერგეი მიხეევი აღნიშნავს, „არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ აშშ ან ევროკავშირი ახლავე მკვეთრად შეცვლიან პოლიტიკას. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს იქ აღიარებენ, რომ ცოტა ფული აქვთ და ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდნენ მოსკოვთან კომპრომისზე. დასავლეთს ამ თამაშში გაცილებით მეტი ფსონი აქვს, ვიდრე გაზის ფასები თუ მოსახლეობის მოთხოვნილებებია“.შედეგად, ერთი მხრივ, კიევის არაეფექტური ქმედებებით და სანქციების ნეგატიური შედეგებით უკმაყოფილება გაიზრდება. მეორე მხრივ - ეს არ ნიშნავს, რომ მოსკოვმა აუცილებლად უნდა აიღოს ორიენტაცია ამ პროცესებზე, აჯობებს ისევე იმოქმედოს, როგორც მანამდე, ასკვნის პოლიტოლოგი.რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვან ექსპერტს ოლეგ ნემენსკის მსგავსი შეხედულება აქვს. მისი აზრით, დასავლეთის სანქციების პოლიტიკის კრიტიკა აშშ-სა და ევროპაში გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ ოპოზიციისა და ანალიტიკოსების მხრიდან და არა მათი მხრიდან, ვის ხელშიც რეალური ძალაუფლებაა.„პრობლემა ისაა, რომ დასავლელი ლიდერები ხელმძღვანელობენ არა ლოგიკით, არამედ იდეოლოგიური მოსაზრებით, სწრაფვით, შეინარჩუნონ კონტროლი მსოფლიოზე. თუმცა ამის რესურსები მათ, პრაქტიკულად, აღარა აქვთ“, – განმარტავს ექსპერტი.რუსეთ-უკრაინის მიმართულებით კოლექტიური დასავლეთის ახალ პოლიტიკაზე სერიოზულად განსჯა კი არ ღირს, ყოველ შემთხვევაში, ამერიკელი და ევროპელი ლიდერების შეცვლამდე.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267581242_0:733:1386:1773_1920x0_80_0_0_d8729b76f40fa96108d887b5476d5728.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთის წარმატება სანქციებთან გამკლავებაში შედეგად მოიტანს იმას, რომ დასავლეთი შეამცირებს უკრაინის დახმარებას. ასე ამბობენ უცხოელი ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ მოსკოვი ინარჩუნებს ინიციატივას არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებში, არამედ ეკონომიკაშიც.
Politico-ს ავტორები, ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრის Defense Priorities-ისა და ზალცმანის ინსტიტუტის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ახლო მომავალში მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია.
გამოცემის ანალიტიკოსთა აზრით, მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, ვოლოდიმირ ზელენსკის იარაღით უწყვეტი მომარაგების იმედი აქვს. „არ ჩანს არავითარი ნიშანი იმისა, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების ონკანი, რომელიც ცხრა მილიარდ დოლარს აღემატება, გადაიკეტება“, – აღნიშნავენ ისინი.
გარდა ამისა, უკრაინის მოსახლეობის გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების ნახევარზე მეტი არ არის მზად კომპრომისისთვის. ე.ი. პოლიტიკური გადარჩენის მიზნით არც ზელენსკი დათანხმდება დიალოგს.
რუსეთზე საუბრისას ავტორები აღნიშნავენ: დასავლეთის გათვლა იმაზე, რომ სანქციები სპეცოპერაციის ამოცანების შესრულებას შეუშლის ხელს, არ გამართლდა. „ევროპელები უკვე წააწყდნენ მაღალ ინფლაციასა და ენერგომატარებლების გაძვირებას, რუსეთის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირება კი გერმანიას აიძულებს მიიღოს საგანგებო ზომები, რათა გაზი ზამთრამდე არ გამოელიოს“.
მართალია, სანქციებმა რუსული ეკონომიკა აზარალა, მაგრამ რუსეთი უკეთ მომზადებული აღმოჩნდა, ვიდრე ევროკავშირი.
ენერგეტიკული სანქციები არ მუშაობს
Politico-ს სტატია მხოლოდ ნაწილია იმ ტრენდისა, რომელიც დასავლეთის მხრიდან უკრაინის პრობლემისადმი დამოკიდებულების გადახედვის პროცესში შეინიშნება. ამერიკულმა Bloomberg-მა გამოუშვა მასალა თეზისით: „(ანტირუსული) ენერგეტიკული სანქციები არ მუშაობს“.
ჯერ კიდევ მარტსა და აპრილში დასავლელი პოლიტიკოსები ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებდნენ და იმედოვნებდნენ, რომ OPEC საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობით უარს იტყოდა რუსეთთან კავშირზე, აღნიშნავს გამოცემა.
თუმცა პირიქით მოხდა. „აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ერ-რიადში ვიზიტის მიუხედავად პუტინმა შეინარჩუნა გავლენა OPEC+ ალიანსში. საუდის არაბეთიდან ბაიდენის გამგზავრებიდან მალევე სამეფოში ჩაფრინდა რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, რომელიც კარტელთან ურთიერთობას კურირებს. რამდენიმე დღის შემდეგ OPEC+-მა გამოაცხადა ნავთობის მოპოვების უმნიშვნელოდ გაზრდის შესახებ, რაც მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე ზეწოლას განაგრძობს“.
ასეთი კონიუნქტურა ნიშნავს, რომ მოსკოვს შეუძლია თავს უფლება მისცეს, უარი თქვას ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების გზით მიღებულ შემოსავლებზე და ფული ნავთობის გაყიდვით გამოიმუშაოს. როგორც Bloomberg წერს, „ივლისში რუსეთში მისი მოპოვება თითქმის წლის დასაწყისში არსებულ დონეს დაუბრუნდა – საშუალოდ 10,8 მილიონი ბარელი დღეში. ამ ნავთობის დიდი ნაწილი იგზავნება აზიაში, ძირითადად, ინდოეთში, ასევე თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში... ფასები დიდ ბრიტანეთში, ალბათ, 75 პროცენტით მოიმატებს, გერმანიაში ზოგიერთმა კომუნალურმა სამსახურმა უკვე გამოაცხადა, რომ მოსალოდნელია ტარიფის 100 პროცენტით გაზრდა“.
კიევის დახმარება შესაძლოა შემცირდეს
უცხოელი ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ დასავლეთს მოუწევს საკუთარი მოქალაქეების მოთხოვნილებასა და უკრაინელების ინტერესებს შორის არჩევანის გაკეთება.
"ცივი ამინდის, ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების მკვეთრი ზრდისა და ფასების მკვეთრი მომატების შედეგად წლის ბოლოს შეიძლება შემცირდეს დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, – წერს Bloomberg. – ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც კიევის დახმარებით ისწრაფოდნენ საერთაშორისო აღიარებისკენ, შეიძლება აღარ მოუნდეთ ამის კეთება, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ამომრჩევლებისთვის ენერგეტიკული დეფიციტის თავიდან აცილება“.
სექტემბერში კიევმა უნდა გაისტუმროს ვალი, 900 მლნ ევრო. ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალი ტრანშების ბედი. გერმანიამ მიანიშნა, რომ საკრედიტო ვალდებულებების შესრულებამდე შეაჩერებს დახმარების ახალ პაკეტებს.
როგორც პოლიტოლოგი სერგეი მიხეევი აღნიშნავს, „არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ აშშ ან ევროკავშირი ახლავე მკვეთრად შეცვლიან პოლიტიკას. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს იქ აღიარებენ, რომ ცოტა ფული აქვთ და ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდნენ მოსკოვთან კომპრომისზე. დასავლეთს ამ თამაშში გაცილებით მეტი ფსონი აქვს, ვიდრე გაზის ფასები თუ მოსახლეობის მოთხოვნილებებია“.
შედეგად, ერთი მხრივ, კიევის არაეფექტური ქმედებებით და სანქციების ნეგატიური შედეგებით უკმაყოფილება გაიზრდება. მეორე მხრივ - ეს არ ნიშნავს, რომ მოსკოვმა აუცილებლად უნდა აიღოს ორიენტაცია ამ პროცესებზე, აჯობებს ისევე იმოქმედოს, როგორც მანამდე, ასკვნის პოლიტოლოგი.
რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვან ექსპერტს ოლეგ ნემენსკის მსგავსი შეხედულება აქვს. მისი აზრით, დასავლეთის სანქციების პოლიტიკის კრიტიკა აშშ-სა და ევროპაში გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ ოპოზიციისა და ანალიტიკოსების მხრიდან და არა მათი მხრიდან, ვის ხელშიც რეალური ძალაუფლებაა.
„პრობლემა ისაა, რომ დასავლელი ლიდერები ხელმძღვანელობენ არა ლოგიკით, არამედ იდეოლოგიური მოსაზრებით, სწრაფვით, შეინარჩუნონ კონტროლი მსოფლიოზე. თუმცა ამის რესურსები მათ, პრაქტიკულად, აღარა აქვთ“, – განმარტავს ექსპერტი.
რუსეთ-უკრაინის მიმართულებით კოლექტიური დასავლეთის ახალ პოლიტიკაზე სერიოზულად განსჯა კი არ ღირს, ყოველ შემთხვევაში, ამერიკელი და ევროპელი ლიდერების შეცვლამდე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე