ფორუმი „არმია-2022“: შეიარაღების ათასი უახლესი ნიმუში 72 ქვეყნიდან

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი „არმია-2022“ პოდმოსკოვიეში ტრადიციულად იზიდავს მსოფლიოს ქვეყნების თითქმის ნახევარის ყურადღებას, დემონსტრირებას უკეთებს რუსეთისა და ათეული სხვა სახელმწიფოს შეიარაღების საუკეთესო ნიმუშებს და ანგრევს დასავლეთის მითებს რუსეთის იზოლაციის შესახებ.
15-21 აგვისტოს კუბინკაში, საგამოფენო ცენტრ „პატრიოტში“ მოქმედებს საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი „არმია-2022“, რომელშიც მონაწილეობს 1500 საწარმო და ორგანიზაცია, 72 ქვეყნის დელეგაციები.
ფორუმის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა ვლადიმირ პუტინი.
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
პუტინი: რუსეთი დაინტერესებულია სხვა ქვეყნებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნებით
საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილია 28 ათასზე მეტი ნაკეთობა. მხოლოდ „როსტექმა“ სამხედრო ტექნიკის ათასი ნიმუში გამოფინა.
დამთვალიერებლები ინტერესით ეცნობიან უახლეს შეიარაღებას, რომელიც 257 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გამოფენილი.
„არმია-2022“ არანაკლებ მასშტაბურია, ვიდრე წინა წლებში. რუსეთის სპეცოპერაციის გათვალისწინებით, წელს ყურადღების ცენტრში მოექცა საარტილერიო სისტემები, უპილოტო აპარატები, მართვის სისტემები, დაზვერვის საშუალებები, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები.
მეტად მნიშვნელოვანია შეიარაღების პერსპექტიული ნიმუშების ექსპოზიციები, რობოტოტექნიკური კომპლექსების კლასტერი, ექსპორტზე ორიენტირებული საბრძოლო ტექნიკის სპექტრი.
ვრცელი სამეცნიერო-საქმიანი პროგრამა მოიცავს 211 ღონისძიებას. აქ იხილება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარების პრობლემები, ჯარების ენერგომომარაგება, უპილოტო აპარატები და სხვ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
მიმოხილვა: რუსული დრონი „სირიუსი“ ფრთებს შლის
საერთაშორისო ფორუმი 2015 წლიდან ხელს უწყობს რუსული მაღალტექნოლოგიური სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან შეთანხმებების საერთო ღირებულება 500 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. უცხოელ შემკვეთებთან გარიგებების თანხა კი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.
და, მაინც, ფული მთავარი არ არის. „არმიის“ სტრატეგიული მიზნები – რუსეთის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის სრულყოფა, უცხოელ პარტნიორებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განმტკიცებაა.

რუსული იარაღის მიზიდულობა

რუსეთის ექსპოზიციის საფუძველი – სარაკეტო შეიარაღების უახლესი ნიმუშები, ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ვერტმფრენები, სასროლი იარაღია.
ფორუმზე წარმოდგენილია ახალი საბრძოლო მანქანა БМП-3, ტანკი Т-90МС, საბრძოლო მანქანა „ტერმინატორი“, 152 მმ-იანი საუკეთესო თვითმავალი ჰაუბიცა Мста-С ავტომატიზებული მართვის სისტემით.
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2022
მიმოხილვა: რუსული სნაიპერული შაშხანა ამერიკულ Barret-ს ჯაბნის
„არმია-2022“-ის ბრილიანტი გახდა მეხუთე თაობის საავიაციო კომპლექსი Су-57.
რუსეთი ცდილობს განავითაროს მაღალი სიზუსტის იარაღი, უპილოტო სისტემები, იარაღი ახალ ფიზიკურ პრინციპებზე.
სპეციალისტებს იზიდავს სტენდები უპილოტო აპარატებით „ორლან-10Е“ და „ორლან-30“, ტანკი Т-14 „არმატა“, ბორბლებიანი საბრძოლო მანქანა К-17 „ბუმერანგი“, მსუბუქი მცურავი ტანკი „სპრუტ-СДМ1“, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „თორ-Э2“ და უპილოტო აპარატების საწინააღმდეგო კომპლექსი „სილოკი“.
ფორუმზე წარმოადგინეს რადიოდაზვერვის ახალი სადგური, რომელსაც ერთდროულად 100-მდე სამიზნის აღმოჩენა შეუძლია 2500 კმ-ის მანძილზე.
ტრადიციულად აქტიურობენ კუბინკაში ბელარუსის თავდაცვითი საწარმოები. კომპანია „ბელსპეცვნეშტექნიკს“ უკვე რამდენიმე წელია ფორუმზე გამოაქვს 15 კომპანიის მაღალტექნოლოგიური პროდუქცია. პოდმოსკოვიეში წარმოდგენილია ასევე კომპანიები ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან, ასევე სომხეთის დელეგაცია.
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
მიმოხილვა: რუსეთის ახალი იარაღი უკრაინაში
2015 წელს საერთაშორისო ფორუმი იწყებოდა ხუთი ქვეყნით (სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, პაკისტანი, მალაიზია). 2017 წელს შეემატა ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, რომელმაც მალაიზია შეცვალა. 2018 წელს გამოჩნდა თურქეთიც. 2019 წელს – აზერბაიჯანი და ტაილანდი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0