მიმოხილვა: რუსული დრონი „სირიუსი“ ფრთებს შლის

© photo: Sputnik / Kiril Kallinikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
გამოწერა
რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში ადასტურებს უპილოტო ავიაციის დიდ მნიშვნელობას ბრძოლის ველზე. უახლესი მძიმე დრონი „სირიუსი“ გამარჯვებისთვისაა განწირული.
კომპანია „კრონშტადტის“ გენერალურმა დირექტორმა ოლეგ შილოვმა 9 აგვისტოს განაცხადა, რომ 2022 წელს დაიწყება მძიმე დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის „სირიუსის“ გამოცდა, რომელიც უახლოეს მომავალში პირველ ფრენას შეასრულებს.
შემქმნელი მძიმე უპილოტო დრონ „სირიუსს“ გამოცდილი და საიმედო დრონი „ორიონის“ განვითარების მომდევნო საფეხურს უწოდებს. განვითარება – ეს არის ახალი რადიოელექტრონული აღჭურვილობა, გაზრდილი ზომა, მასა და საბრძოლო რადიუსი, უპილოტო აპარატის კონსტრუქციული ცვლილებები. „სირიუსის“ დატვირთვა ორჯერ – 450 კგ-მდეა გაზრდილი, ფრენის მანძილი შეზღუდულია მხოლოდ საწვავის მარაგით.
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2022
მიმოხილვა: რუსული სნაიპერული შაშხანა ამერიკულ Barret-ს ჯაბნის
რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების შეიარაღებაში მძიმე უპილოტო აპარატები ჯერ არ არის. „სირიუსის“ სერიული მიწოდება 2023 წლიდან დაიწყება. მოსალოდნელია რამდენიმე მსგავსი სისტემის გამოჩენა – „ალტიუსი“, „ჰელიოსი“, „გრომი“ და „ოხოტნიკი“. რადიოლოკაციური დაზვერვის უპილოტო აპარატის „ჰელიოსის“ პირველი ფრენა 2024 წელსაა დაგეგმილი. პოდმოსკოვიეში მდებარე მზვერავი-დამრტყმელი უპილოტო აპარატების სერიული წარმოების ქარხანაში მუშაობა სამ ცვლაში მიმდინარეობს.

კონსტრუქცია და საბრძოლო გამოყენება

„სირიუსი“ განსხვავდება „ორიონისგან“ არა მხოლოდ ზომით (ფრთის გაშლა - 23 მ, სიგრძე - 9 მ), მაქსიმალური ასაფრენი მასით (2,5 ტონამდე) და ტვირთამწეობით (450 კგ). აპარატს აქვს თანამგზავრული მართვის სისტემა და შეუძლია ჩვეულებრივ ავიაციასთან ერთად მოქმედება.
ორი ძრავი „სირიუსს“ 7000 მეტრის სიმაღლეზე 180 კმ/სთ სიჩქარით ფრენის, ხოლო საბრძოლო დატვირთვა - შეიარაღების შთამბეჭდავი არსენალის გადატანის შესაძლებლობას აძლევს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
მიმოხილვა: რუსეთის ახალი იარაღი უკრაინაში
ეს ყველაფერი განსაზღვრავს ამოცანების ფართო წრეს: პატრულირება, დაზვერვა და სამიზნეების კოორდინატების გადაცემა, მოწინააღმდეგის ობიექტების განადგურება მართული რაკეტებით და 250 კგ-მდე კალიბრის საავიაციო ბომბებით. კონსტრუქციაში გამოყენებულია უნიკალური მოწინავე ტექნოლოგიები.
„სირიუის“ შედარება უცხოურ ანალოგებთან აჩვენებს, რომ ის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით არ ჩამოუვარდება მათ. თავდაპირველად „სირიუსი“ იქმნებოდა, როგორც ორმაგი დანიშნულების აპარატი.
დრონების მნიშვნელობა იმატებს საბრძოლო მოქმედებების ზონაში, სადაც ჩვეულებრივი ავიაციის გამოყენებას დანაკარგის დიდი რისკი ახლავს. აღსანიშნავია, რომ კვალიფიციური მფრინავის მოსამზადებლად საჭიროა 10 წელიწადზე მეტი და ძალიან დიდი ფული, უპილოტო ავიაცია კი – სულ სხვა ისტორიაა.
ფრანგული გამოცემა Futura აღნიშნავს, რომ საბრძოლო დრონები უკრაინის ფრონტზე უმნიშვნელოვანეს და შეუცვლელ ინსტრუმენტებად იქცა. „ეს პირველი მაღალი ინტენსივობის თანამედროვე ომია, რომელშიც დრონები ასეთ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“.
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
მიმოხილვა: რუსეთის „ტროას ცხენი“ მსოფლიო ოკეანეში - „ლოშარიკის“ საიდუმლოებები
ამერიკული ჟურნალი Foreign Affairs წერს, რომ ნატოს ქვეყნები სერიოზულად ჩამორჩებიან რუსეთსა და ჩინეთს სამხედრო ხელოვნური ინტელექტის სფეროში. „ჭკვიანი“ დრონები მომავლის კონფლიქტებში შეიძენენ გადამწყვეტ მნიშვნელობას. HIMARS რაკეტები უბრალოდ „დაბრმავდებიან“ და ვერსად ვერ გაფრინდებიან. რუსული უპილოტოების ორიენტირი არის მზე, ვარსკვლავები, კომპასი ან ადგილის რელიეფი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0