მიმოხილვა: რუსეთის ახალი იარაღი უკრაინაში

© photo: Sputnik / Iliya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
რუსეთი უკრაინაში რთულ საბრძოლო ვითარებაში ცდის უახლესი შეიარაღების - ჰიპერბგერითი რაკეტების, მეხუთე თაობის გამანადგურებლების, მზვერავი-დამრტყმელი უპილოტო აპარატებისა და კამიკაძე-დრონების, ჯავშანტექნიკის, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების, ლაზერული, ელექტრომაგნიტური, რობოტიზებული და სხვა კომპლექსების სიძლიერესა და სრულყოფილებას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 3 აგვისტოსთვის განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 406 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 1669 უპილოტო საფრენი აპარატი, 361 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი, 782 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემის დანადგარი, 3242 საარტილერიო იარაღი, 4230 ტანკი და ჯავშანმანქანა.

შეუდარებელი „კინჟალი“

სპეცოპერაციის მსვლელობისას პირველად იქნა გამოყენებული ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“. 18 მარტს ერთი დარტყმით განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მსხვილი არსენალი ივანო-ფრანკოვოს ოლქის მთიან რაიონში. სსრკ-ის დროს აქ განთავსებული იყო სტრატეგიული ბირთვული ქობინების 13-დან ერთ-ერთი ცენტრალური ბაზა.
ამის შემდეგ ამერიკელებმა „კინჟალის“ გამოყენების კიდევ შვიდი ფაქტი დათვალეს.

ცხელი ცა: თვითმფრინავები და უპილოტო აპარატები

მეხუთე თაობის Су-57-ს, ძნელად შესამჩნევ თვითმფრინავს შეუძლია 10 ტონა საბრძოლო მარაგის გადატანა 2400 კმ/სთ ჰიპერბგერითი კრეისერული სიჩქარით. შეიარაღების კომპლექსი მოიცავს უახლესი რაკეტების 15 სახეობას - „ჰაერი-ჰაერი“, „ჰაერი-მიწა“, მათ შორისაა ჰიპერბგერითი „კინჟალი“.
Су-57 პოულობს სამიზნეს ჰაერსა და ხმელეთზე 400 კმ დისტანციაზე, აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით.
სპეცოპერაციისას პირველად შეასრულეს საბრძოლო ამოცანები რუსულმა მსუბუქმა დრონებმა „ლასტოჩკამ“ და მოდერნიზებულმა „ლანცეტმა“. „ლასტოჩკას“ გადააქვს 280-350 გრამიანი 43 მმ-იანი საბრძოლო მასალა ГМ-94 ყუმბარმტყორცნისთვის. დრონი-კამიკაძე „ლანცეტი“ გამოიყენება სანგრებში უკრაინელი ქვეითების გასანადგურებლად.
აქტიურად მოქმედებს საშუალო სიმაღლეზე მფრინავი უპილოტო დამრტყმელი აპარატი „ინოხოდეცი“ (ორიონი). რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარტის დასაწყისში გამოაქვეყნა დონეცკში „ინოხოდეცის“ საბრძოლო მუშაობის კადრები. მას შეუძლია ჰაერში დარჩენა 24 სთ-ზე მეტხანს და ბორტით 300 კგ სასარგებლო ტვირთის გადატანა. მაქსიმალური სიჩქარეა 200 კმ/სთ, საბრძოლო რადიუსი - 300 კმ.

საბრძოლო ლაზერები და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები

საბრძოლო ლაზერულმა კომპლექსმა „ზადირამ“ წარმატებით წარმოაჩინა უნარი, ხუთ წამში დაწვას მოწინააღმდეგის უპილოტო აპარატი 5 კმ მანძილზე.
ბრძოლაში გამოიცადა ასევე „კრასუხა-С“, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ სიმაღლეზე და ნებისმიერი სიჩქარით მოძრავი ყველანაირი საჰაერო სამიზნის ჩახშობა 300 კმ მანძილზე.
სპეცოპერაციაში გამოყენებულია უახლესი „დრონების საწინააღმდეგო იარაღი“. ივლისში დონბასში პირველად გამოიცადა ЛПД-801. მისი მოქმედების მანძილი 1500 მ-ს აღწევს. უპილოტო აპარატების საწინააღმდეგოდ იყენებენ ასევე გადასატან ელექტრომაგნიტურ კომპლექს „სტუპორს“.

„ტერმინატორი“

ტანკების დამხმარე საბრძოლო მანქანა „ტერმინატორი“ დონბასში მაისში გამოჩნდა და შესამჩნევად გაზარდა რუსული ჯარის შემტევი პოტენციალი. მანქანამ წარმატებით გაიარა გამოცდა სირიაში და აქტიურად მოხვდა შეიარაღებულ ძალებში 2021 წელს.
„ტერმინატორი“ გამიზნულია Т-72, Т-80, Т-90, Т-14 ტანკების დასაცავად. გამოირჩევა ჯავშანტექნიკის მართული რაკეტებით განადგურების უნარით 6 ათასი მეტრის მანძილზე.
„ტერმინატორის“ ქვემეხს ავტომატურად შეუძლია საჰაერო სამიზნის ჩამოგდება 2500 მეტრის სიმაღლიდან, ცოცხალი ძალის განადგურება 4 კმ-მდე დისტანციაზე.
მანქანა კარგადაა ადაპტირებული მინიმალურ დისტანციაზე ბრძოლისთვის.
„ტერმინატორის“ დიზელის ძრავის В-92С2 სიმძლავრეა ათასი ცხენის ძალა. როგორც გერმანულმა გამოცემა Stern-მა აღნიშნა, „ტერმინატორი“ გახდება რუსეთის საექსპორტო ბესტსელერი.
რასაკვირველია, რუსული უახლესი შეიარაღების ეს სია არასრულია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0