მიმოხილვა: რუსეთის „ტროას ცხენი“ მსოფლიო ოკეანეში - „ლოშარიკის“ საიდუმლოებები

  - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
რუსეთის საზღვაო ძალები დინამიურად ზრდის თავის ყოფნას მსოფლიო ოკეანეში, ყოველწლიურად ივსება პროექტ „იასენ-M-ის“ ახალი მრავალფუნქციური ბირთვული წყალქვეშა ნავებითა და „ბორეი-A-ს“ სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა ნავებით.
რუსული ბირთვული ტრიადის საზღვაო კომპონენტის ძალა აიძულებს აშშ-სა და ნატოს, უკეთ გაითვალისწინონ რუსეთის ფედერაციის ინტერესები და პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე. ამავდროულად, დასავლეთი შეშფოთებულია რუსეთის საზღვაო ძალების უცნობი ინსტრუმენტებითაც (ოფციებით). მაგალითად, ბირთვული ღრმაწყლოვანი სადგურ „ლოშარიკით“.
8 თებერვალს რუსეთის საზღვაო ძალების შეიარაღებაში მრავალფუნქციური კვლევითი წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ შევიდა — უპილოტო ბირთვული აპარატ „პოსეიდონებით“ ბორტზე. ის უდავოდ მსოფლიო ჩემპიონია დარტყმის ძალაში. მაგრამ „განკითხვის დღის“ 100 მეგატონიანი ტორპედოები, რომელთა მანძილი 10000 კილომეტრამდეა, ვერ დაჩრდილავს AS-31 „ლოშარიკის“ ტექნოლოგიურ სრულყოფილებას, რომლის სტანდარტული მზიდი ასევე არის „ბელგოროდი“.
რუსეთი 2027 წლისთვის კიდევ სამ მზიდ წყალქვეშა ნავს ააგებს, შემდეგ კი მეოთხეს. შესაბამისად, მომდევნო ხუთწლიან პერიოდში საზღვაო ძალები შვიდ „ლოშარიკს“ მიიღებს. და უცნობია, რა უფრო მნიშვნელოვანია: მძ ლავრი 100 მეგატონიანი ტორპედოები თუ იდუმალი AC-31-ები, რომლებსაც 6000 მეტრ სიღრმეზე მოქმედების უნარი აქვს.
მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა ნავი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში აიგო, „ბელგოროდი“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ღრმაწყლოვანი კვლევების სამმართველოს მესამე გემია. ასეთი სუპერმზიდების საერთო რაოდენობა რუსეთის ახალი, მაღალტექნოლოგიური „ოკეანის სპეცრაზმის“ ფორმირებაზე მეტყველებს, რომელიც ყველაზე რთული საბრძოლო და კვლევითი ამოცანების გადასაჭრელადაა შექმნილი. „ლოშარიკი“ აქ განსაკუთრებულ როლს ასრულებს.

მულტფილმური კონსტრუქცია

„ლოშარიკი“ სრული საიდუმლო და იარაღის ტექნოლოგიის მწვერვალია, კოსმოსურზე მეტად. AS-31-ის პირველი ტიტანის კორპუსი, რომელიც შედგება ნახევარი ათეული სფერული განყოფილებისგან, სევეროდვინსკში 2003 წელს ამოქმედდა. დიზაინით ბურთებისგან დამზადებულ სათამაშო ცხენს ჰგავს — პოპულარული მულტფილმის, „ლოშარიკის" გმირს. მისი ტექნიკური მახასიათებლები უნიკალურა. მსოფლიოში მისი ანალოგი არ არსებობს.
ტიტანის კორპუსი უძლებს 1000 კგ-ზე მეტ წნევას 1 კვადრატულ სმ-ზე, და ოკეანეების ღრმა რაიონებში ფსკერზე ჩაყვინთვის საშუალებას იძლევა. ღია რუსული და უცხოური წყაროების თანახმად, „ლოშარიკი“ შეიქმნა ავტონომიური ოპერაციისთვის 6 კილომეტრზე მეტ სიღრმეზე. ბირთვული რეაქტორი იკავებს ერთ-ერთ სფეროს, რაც წყალქვეშ 30 კვანძის, ანუ დაახლოებით 60 კმ საათში სიჩქარის განვითარების საშუალებას იძლევა. AC-31 სიგრძე - 60 მეტრია, სიგანე — 7 მ, წყალწყვა — 2100 ტონა, ეკიპაჟი — 25 - 35 ოფიცერი.
სავარაუდოდ, „ლოშარიკი“ აღჭურვილია ჰიდროაკუსტიკური სადგურით, ოპტიკური სათვალთვალო სისტემით, მექანიკური მანიპულატორებით და დრონებით. საბორტო აღჭურვილობა წყალქვეშა ლანდშაფტის შესწავლის, გრუნტზე გარე სენსორებისა და ნაკეთობების დამონტაჟების საშუალებას იძლევა. დასავლეთში შიშობენ, რომ „ლოშარიკს“ შეუძლია დაუკავშირდეს წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელებს, რომლებიც გამოიყენება უზარმაზარი ინფორმაციის გადასაცემად. ერთი ან მეტი ამ კაბელის დაზიანება შეაფერხებს ინტერნეტტრაფიკს, საბანკო ტრანზაქციებს და გამოიწვევს სატელეკომუნიკაციო ქაოსს. სინამდვილეში კი არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები.
გასათვალისწინებელია, რომ „ოჰაიოს“ კლასის წყალქვეშა ნავებზე განლაგებული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Trident-2-ები აშშ-ის სტრატეგიული ბირთვული ძალების საფუძველს წარმოადგენს. ამერიკული წყალქვეშა ნავები წელიწადში დროის 60%-ს ატარებს ზღვაში. ცნობილია ძირითადი ბაზები და საბრძოლო პატრულირების მარშრუტები. ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არ არის, რომ „ბელგოროდი“ წყნარი ოკეანის ფლოტში განთავსდება — ამაში გარკვეული გეოგრაფიული ორიენტირები, პრიორიტეტები და ასოციაციები ჩანს.

გეოგრაფია და სტრატეგია

ღია წყაროებში „ლოშარიკის“ შესახებ მცირე ინფორმაციაა. შეიძლება მხოლოდ მიხვედრა და ამოცნობა. ასე მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ხელოვნური ინტელექტის მქონე წყალქვეშა „ვიტიაზმა“ კამჩატკადან მარიანის ღრმულში გაიარა, მარშრუტზე ოკეანის ფსკერის კარტოგრაფიით, ფოტო-ვიდეო გადაღებით იყო დაკავებული. ოკეანის ღრმულები, სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო გზას უზრუნველყოფს მოწინააღმდეგისკენ. მაგალითად, მარიანის ღრმული ამერიკის საჰაერო და საზღვაო ძალების ბაზაზე გადის კუნძულ გუამზე. „ლოშარიკის" ან "პოსეიდონის" რუკა ალბათ უკვე მზადაა.
„სევმორგეოს“ ექსპედიციის ფარგლებში, 2012 წლის სექტემბერში, AS-31 ჩრდილოეთ პოლუსზე გადაიტანეს სპეციალური დანიშნულების ბირთვული წყალქვეშა ნავით „ორენბურგი“. იქ „ლოშარიკმა“ ორ კილომეტრზე მეტი სიღრმიდან სინჯები ამოიღო, რაც მოგვიანებით მოსკოვმა გამოიყენა როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ლომონოსოვისა და მენდელეევის ქედები კონტინენტური შელფის რუსულ ნაწილს ეკუთვნის.
რუსეთის მიერ საკუთარი კონტინენტური შელფის გაგრძელებად მიჩნეული წყალქვეშა ტერიტორიების საერთო ფართობი 1,2 მილიონი კვადრატული კილომეტრია. ნახშირწყალბადების მარაგი იქ 5 მილიარდ ტონადაა შეფასებული, ანუ მსოფლიო ნავთობის მარაგის 12%-ად.
სპეციალიზებული გამოცემები Popular Mechanics, The National Interest და სხვები, ზედმეტად ამახვილებენ ყურადღებას უპილოტო ბირთვული „პოსეიდონის“ შესაძლებლობებზე, თუმცა იდუმალ „ლოშარიკს“ შეუძლია, მოწინააღმდეგეს არანაკლები პრობლემები შეუქმნას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0