მოსაზრება: აშშ ზელენსკის შემცვლელს ეძებს

© AP Photo / Nariman El-Moftyვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
სულ ცოტა ხნის წინ ხაკისფერ მაისურში გამოწყობილ უკრაინის ლიდერს მთელი დასავლეთი ეთაყვანებოდა. მასზე მოთხოვნილება პროგრესულ მასმედიაში არ ცხრებოდა. მას მეორე ჩერჩილსაც კი უწოდებდნენ. და უცებ - ზელენსკის კრიტიკა იმათ დაიწყეს, ვისაც ის ახლახან ასე ძლიერ უყვარდა: ამერიკელმა კონგრესმენებმა, ჟურნალისტებმა, უფლებადამცველებმაც კი. აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.
მემარცხენეებს „აზოვი“ გაახსენდათ. IAEA-ს ხელმძღვანელმა შენიშნა, რომ უკრაინულმა ჯარმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაცხრილა და შეშფოთება გამოხატა.
გამოჩნდა ლეგენდარული Amnesty International-ც. გახმაურებულ მოხსენებაში უფლებადამცველებმა აღნიშნეს, რომ საცხოვრებელ სახლებში, სკოლებსა და საავადმყოფოებში საომარი ტექნიკის განთავსებით უკრაინა საერთაშორისო სამართალს არღვევს.
მანამდე დასავლელი უფლებადამცველები ზელენსკის აკრიტიკებდნენ ისეთი უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო, როგორებიც არიან „უკრაინის სამოქალაქო მამაკაცები“. საქმე ისაა, რომ უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვალერი ზალუჟნიმ ერთი თვის წინ გამოსცა განკარგულება, რომელიც რეზერვისტებს საცხოვრებელი ადგილების დატოვებას უკრძალავდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
მოსაზრება: აშშ-მა აჩვენა, რომ მზადაა მთელი მსოფლიო გაწიროს
იმავე მომენტში უკრაინელები მასობრივად მიაწყდნენ საზღვარს, მაგრამ მესაზღვრეები უშვებდნენ მხოლოდ ქალებსა და ბავშვებს. უკრაინის დასავლეთ საზღვარზე ნამდვილი ტრაგედიები გათამაშდა. ერთ-ერთი ასეთი ისტორია გავლენიანმა გამოცემა Foreign Policy-მაც გამოაქვეყნა.
ზელენსკიმ სიგნალი დაიჭირა და ზალუჟნის განკარგულება გააუქმა, მაგრამ ახალი თავსატეხი დაატყდა თავს.
ამჯერად პრობლემა ზელენსკის თანამემამულე ვიქტორია კულგეიკომ შექმნა. იგი 1978 წელს ნოსოვკაში დაიბადა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. 2000 წელს ცოლად გაჰყვა ამერიკელს, 2006-ში მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა. შესანიშნავი კარიერა აიწყო და 2020 წელს აშშ-ის კონგრესში მოხვდა რესპუბლიკელების პარტიიდან.
დღეს კულგეიკო-სპარტცი კონგრესმენ კოლეგებს აწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ პარავს მათ ფულს კიევი და როგორ ყიდის სხვაგან უკრაინაში გაგზავნილ იარაღს. იგი ზელენსკისგან ითხოვს, შეწყვიტოს „პოლიტიკასა და თეატრში თამაში“ და დაიწყოს ნამდვილი ბრძოლა.
უცნაური ის კი არ არის, რომ კიევში ამერიკულ ფულს ფლანგავენ და მიწოდებულ იარაღს ყიდიან, არამედ ისაა, რომ ამერიკელები ამაზე ღიად საუბრობენ.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ისეთია, როგორადაც მას დასავლური მასმედია აღწერს, - აღნიშნა Sky News-ის წამყვანმა კორი ბერნარდიმ. - დასავლური მასმედია არ საუბრობს იმ საშინელებებზე, რომლებსაც უკრაინაში ეთნიკური რუსების წინააღმდეგ სჩადიან... მან პირობა დადო, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომს წერტილს დაუსვამდა, მაგრამ ეს აშკარად არ გამოუვიდა“.
ენტონი ბლინკენი ჟენევაში სერგეი ლავროვთან შეხვედრისას - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
აშშ აპირებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადოს
ნუთუ გონება გაუნათდათ? არა, ამერიკელი პარტნიორების მაღალ მორალზე იმედების დამყარება აზრს მოკლებულია. უბრალოდ მათ ზელენსკის შემცვლელის ძებნა დაიწყეს. პროგრესულ მასმედიაში მისი ადგილი იმავე გენერალმა ზალუჟნიმ დაიკავა.
„უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლო“, „ლეგენდა“, „რკინის გენერალი“ - ამ სტილში წერენ დღეს დასავლეთში ვალერი ზალუჟნიზე. დასავლეთში მას წარმოაჩენენ, როგორც უკრაინის ახალ იმედს.
საიდუმლო არ არის, რომ ზელენსკი ადგილობრივ ნაციონალისტებს გულზე არ ეხატებოდათ. მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეში მას „ჰეიტერები“ უკრაინულ ჯარშიც გამოუჩნდნენ. იოლი წარმოსადგენია, რა იგრძნო ზალუჟნიმ, როდესაც ზელენსკიმ მისი განკარგულება გააუქმა.
სამოცი წლის წინათ სამხრეთ ვიეტნამს ამერიკელების ხელდასმული ედგა სათავეში - ნგო დინ ზემი. ინტელიგენტი, პირველი პოლიტიკოსი მესამე სამყაროს ქვეყნებიდან, რომელიც ამერიკელებმა „ახალი ჩერჩილის“ რანგში აიყვანეს. ეს დემოკრატმა ვიცეპრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა თქვა.
აშშ სამხრეთ ვიეტნამს იარაღით ამარაგებდა და ჩრდილოეთ ვიეტნამთან ბრძოლას აიძულებდა. თუმცა სამხრეთ ვიეტნამელებს ნგო დინ ზემი არ უყვარდათ, ყველაზე მეტად ის არ უყვარდა გენერალ ზიონგ ვან მინს, რომელიც ფიქრობდა, რომ პრეზიდენტი კორუმპირებული იყო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის უკრაინას სასიკვდილოდ სწირავენ
1963 წელს ახალი ჩერჩილი ამერიკელებს გვარიანად მობეზრდათ. ისტორიკოსები დღემდე დაობენ იმაზე, მონაწილეობდა თუ არა ცენტრალური დაზვერვის სამმართველო მის წინააღმდეგ შეთქმულებაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ამერიკულმა სპეცსამსახურებმა შეიტყვეს, რომ ნგო დინ ზემის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და მას დაცვა მოუხსნეს. გადატრიალებას ზიონგ ვან მინი ჩაუდგა სათავეში. 1963 წლის ნოემბერში ახალი ჩერჩილი გაიტაცეს და სიკვდილით დასაჯეს. დიდად არავის უდარდია. ლინდონ ჯონსონს ამისთვის არ ეცალა: ოცი დღის შემდეგ დალასში კენედი მოკლეს და აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ჯონსონი გახდა.
1975 წელს მან სამხრეთ ვიეტნამის კაპიტულაცია გამოაცხადა და საქმეები ჩრდილოეთ ვიეტნამს გადააბარა. ამის შემდეგ ის პოლიტიკიდან გაუშვეს და მშვიდად ცხოვრება საკუთარ ვილაში გააგრძელა.
არსებობს უცნაური ასოციაციები... შესაძლოა, ვლადიმერ ზელენსკისთვის ყველაზე უსაფრთხო გამოსავალი იყოს ვადის მოხდა სადმე მორდოვიის კოლონიაში და იქ თეატრის დაარსება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0