ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის უკრაინას სასიკვდილოდ სწირავენ

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
ევროკომისიამ, ბოლოს და ბოლოს, რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირის ქვეყნებს, განიხილონ უკრაინა წევრობის პოტენციურ კანდიდატად. ბრიუსელის 23-24 ივნისის სამიტზე ამ საკითხზე იმსჯელებენ. თუ 27 ქვეყნიდან არცერთი არ იქნება წინააღმდეგი, უკრაინა, ან ის, რაც მისგან დარჩა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება. უკრაინელები ამისკენ დიდხანს და რთულად მიდიოდნენ.
წევრობისკენ გზაზე სსრკ-ის უმდიდრესმა რესპუბლიკამ დაკარგა მეცნიერება და მრეწველობა, პრაქტიკულად ყველა კვალიფიციური სპეციალისტი – ექიმებით დაწყებული, ინჟინრებით დამთავრებული.
რუსეთთან ყველა კავშირის შეგნებულად გაწყვეტას თითქოს უნდა მოჰყოლოდა ეკონომიკის ორიენტაციის შეცვლა ევროპისკენ. მაგრამ არა – ბებერ ევროპას კონკურენტები არ უყვარს. ევროკავშირი ყველა ძალით უჭერდა მხარს უკრაინის ტოტალურ დეინდუსტრიალიზაციას. წარმოება უკრაინაში დაინგრა, ქვეყანა სიღარიბემ მოიცვა და მონების ბაზრად გადაიქცა. გაღარიბების პარალელურად მიმდინარეობდა ცივილიზაციური დეგრადაცია.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
პუტინი: რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის
ბუნებრივია, ასეთ პირობებში მთავარ უკრაინულ ოცნებად იქცა ემიგრაცია. ჭკვიანი ადამიანები ცდილობდნენ ამ ტერიტორიის რაც შეიძლება სწრაფად დატოვებას და დასავლეთში გადაბარგებას. მოახერხეს კიდეც. ბოლო ოცდაათ წელიწადში უკრაინამ დაკარგა მილიონობით საუკეთესო მოქალაქე.
მაგრამ ყველაზე ჭკვიანებმა გადაწყვიტეს, რომ ერთი ჩემოდნით ემიგრაცია არ შეეფერებოდათ. მათ უკრაინიდან თან გაიყოლეს მთელი ოლქები, ქალაქები, რეგიონები.
უკრაინას ბუნებრივად გამოეთიშა ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი. ბოლო თვეებში მათ გზას გაუდგა ხერსონი, მელიტოპოლი, მარიუპოლი. დასავლეთ ოლქებში მოსახლეობა იმედს გამოთქვამს, რომ პან დუდა მათ პოლონეთში წაიყვანს. მოკლედ, უკრაინისგან ცოტა რამ დარჩა.
ახლა კი უკრაინელებს მასობრივად ერეკებიან დონეცკსა და ლუგანსკში საომრად. ისინი იღუპებიან სამრეწველო მასშტაბებით, ამას უკვე ზელენსკიც აღიარებს. საშინელებაა. ქვეყანამ დაკარგა მიწები, სიმდიდრე, საუკეთესო ადამიანები – და რისთვის? უმნიშვნელო უფლებისთვის, ჩათვალოს თავი „ევროპად“. მომგებიანი გარიგებაა, ვერაფერს იტყვი.
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
უკრაინა „ფარული ვაჭრობის“ საგნად გადაიქცა
ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინ ჭკვიანმა ბიძიებმა და დეიდებმა ევროპიდან უკრაინის ცხვირწინ აათამაშეს სატყუარა – ევროკავშირის წევრობა. ბრიუსელის ინტერესი გასაგებია: აკოტრებენ აღმოსავლეთ ევროპის უმდიდრეს რეგიონს, ყიდიან ყველაფერს იაფად, რჩებათ მილიონობით განათლებული თეთრკანიანი, რომელიც მზადაა ყველაზე ჭუჭყიან სამუშაოზე გროშებად დასაქმდეს და ფრონტზეც კი მოკვდეს თავისი პატრონის გამო. მილიონობით დამჯერი, მშრომელი მონა – სწორედ ისაა, რაც მოხუცებულ ევროპას სჭირდება.
გასაგებია იმ ოლიგარქების ინტერესებიც, რომლებიც ამ უბედურ ტერიტორიას მართავდნენ. მათ აძლევენ იმის ძარცვის შესაძლებლობას, რაც ევროპული კორპორაციების შემდეგ დარჩება, და კაპიტალის შვეიცარიის ბანკებში შენახვის გარანტიას აძლევენ. მაგრამ სრულიად გაუგებარია, რას მიაღწიეს ამ ოცდაათი წლის განმავლობაში უბრალო უკრაინელებმა.
მათი ცხოვრების დონე არ გაუმჯობესებულა, გახშირდა სიკვდილიანობა. ამ ყველაფრისთვის – მხოლოდ უვიზო რეჟიმი, მდიდარი ქვეყნების საზღვრების სწრაფად გადაკვეთის უფლება და მომსახურების სფეროში არალეგალურად მუშაობა. ღირდა კი ამად?
რას მისცემს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი? არც არაფერს. ჩრდილოეთი მაკედონია ამ სტატუსს უკვე ჩვიდმეტი წელია ფლობს, მონტენეგრო - თორმეტი წელი, სერბეთი - ათი, ალბანეთი - რვა, თურქეთი - ოცდასამი წელი. ყველა მათგანი უკრაინაზე წარმატებული და დემოკრატიულია.
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
დასავლეთი კიევის ღალატისთვის ემზადება
თეორიულად კანდიდატ ქვეყანას შეიძლება მისცენ უვიზო რეჟიმი და მატერიალური დახმარება ბრიუსელიდან. მაგრამ უკრაინას უვიზო უკვე აქვს. ფულიც შეედინება. მაგრამ მიაღწია თუ არა ერთმა ევრომ მაინც რიგით უკრაინელამდე? კითხვა რიტორიკულია.
უკრაინის ევროკავშირში მიღება წარმოუდგენელი ჩანს. ეკონომიკა დაბალ დონეზეა. ევროკავშირში არ იღებენ სახელმწიფოს ბიუჯეტის 3%-ზე მეტი დეფიციტით. ხოლო უკრაინის წლევანდელი ბიუჯეტის დეფიციტი 17,8%-ია.
ევროკავშირში თურქეთის მიღებაზე უარის მიზეზი გახდა გაყინული კონფლიქტი ჩრდილოეთ კვიპროსის ირგვლივ. იქ სიმშვიდე მაინცაა. და რა ხდება უკრაინაში?
როდესაც რუსეთის სპეცოპერაცია დასრულდება, ძნელი წარმოსადგენია, რომ იქ მშვიდობა დაისადგურებს. დარჩენილები იარაღს აიღებენ ხელში. ნორმალური ადამიანები იქ ცხოვრებას ვერ შეძლებენ. ევროპის მოქალაქეთა უმრავლესობას მშვენივრად ესმის ასეთი საეჭვო აქტივის რისკები. საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის აზრით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რამდენიმე ათწლეულის საქმეა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
მოსაზრება: რას უნდა ველოდოთ დასავლეთისგან
მოახლოებულმა სამიტმა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებსაც გაუმძაფრა. საქართველოსა და მოლდოვის ხელმძღვანელები, რომლებმაც უკრაინის კვალდაკვალ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადები გააკეთეს, ახლა წყენას გამოთქვამენ.
ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც უკრაინას ევროპისკენ უბიძგებდნენ, მოსკოვი კიევს მოუწოდებდა, გონს მოსულიყო. სთავაზობდა კრედიტებს, დახმარებას, მოცდას, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ყურადღებით წაკითხვას. მაგრამ ყველა მოწოდება ფუჭი აღმოჩნდა. შედეგი კი ცნობილია.
ევროკავშირთან თანამშრომლობა უკრაინელებისთვის უგუნური და არამომგებიანი გარიგება აღმოჩნდა. ევროპული ოცნებისთვის ისინი საფასურს იხდიან მოკლული სოციუმით, განადგურებული ჯანდაცვით, დეინდუსტრიალიზაციით, ფასების გიჟური ზრდით. ახლა კი სიცოცხლითაც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0