აშშ აპირებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადოს

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშიენტონი ბლინკენი ჟენევაში სერგეი ლავროვთან შეხვედრისას
ენტონი ბლინკენი ჟენევაში სერგეი ლავროვთან შეხვედრისას - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
ამერიკელი კანონმდებლების ინიციატივა, რასაკვირველია, სულელურად გამოიყურება. როგორც წესი, „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს“ სტატუსს ვაშინგტონის წინაშე დამნაშავე ქვეყნებს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს. მაგრამ მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელი ტონი ბლინკენი რუსეთის მიმართ ამის გაკეთებას არ ჩქარობს.
არც სახელმწიფო დეპარტამენტის იურისტები ჩქარობენ. კონგრესის დემოკრატ სპიკერს ნენსი პელოსის ეს ყველაფერი მობეზრდა და ბლინკენს რამდენიმე დღის წინ განუცხადა, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დროს გააჭიანურებს, იგი „რუსეთის ტერორიზმის სპონსორად“ გამოცხადების საკითხს კონგრესზე გაიტანს.
ვიდრე დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას ინარჩუნებენ, მათი წარმატება სავსებით რეალურია. რას აძლევს ეს კანონი მიღების შემთხვევაში ვაშინგტონს? თეორიულად იმ სახელმწიფოს წარმომადგენელ დიპლომატიურ პირებს, რომელსაც აშშ „ტერორიზმის სპონსორს“ უწოდებს, შეიძლება მოეხსნათ იმუნიტეტი, ხოლო თავად სახელმწიფოს მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „ჯოჯოხეთური“ სანქციები.
ნენსი პელოსი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
მსოფლიო დღეს
პელოსი ბლინკენს: გამოაცხადეთ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ
პრაქტიკულად კი ეს ფუჭი ხმაურია. რუსეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გაერთიანებულ სახელმწიფოებთან – მხოლოდ ხანმოკლე, გარდამავალი ეპიზოდები იყო. 1928 წელს ამერიკელმა პარტნიორებმა უეცრად სცადეს მურმანსკისა და არხანგელსკის ოკუპირება, მაგრამ არ გამოუვიდათ. 1917-დან 1933 წლამდე ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ ყოფილა. მერედა რა?
ვაშინგტონმა თავად სცადა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა 1933 წელს, დიდი დეპრესიის დროს.
რაც შეეხება სანქციებს, აღსანიშნავია, რომ პარტნიორებმა სანქციები უკვე დაუწესეს რუსეთს. მაგრამ ეს მათთვის იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონმა მაშინვე დაიწყო სანქციების მოხსნა ხან სასუქებზე, ხან სურსათზე, მედიცინასა თუ ენერგეტიკაზე.
თუ ახალი სანქციები ენერგეტიკას დაარტყამს, რუსეთი უარს იტყვის შტატებში გამდიდრებული ურანის მიწოდებაზე. საკითხავია, როგორღა მოამარაგებს ხელისუფლება მოქალაქეებს ელექტრობით?
შესაძლოა კანონის მიღებით რუსეთის იმიჯმა იზარალოს? მაგრამ ყველა ხედავს, რომ „ტერორიზმის სპონსორის“ მომგონი სახელმწიფო თავად იტაცებს ტერიტორიებს თავისი არსებობის დღიდან მოყოლებული.
რუსეთი დღეს თავგანწირული პარტიზანია, რომელიც ვაშინგტონის გლობალურ ძალაუფლებას არყევს. აშშ-ის ნებისმიერი აგრესიული ჟესტი ზრდის რუსეთის „რბილ ძალას“, მის გავლენას მსოფლიოში.
ამჟამად „ტერორიზმის სპონსორი“ ქვეყნების სიაში ოთხი სახელმწიფოა – ირანი, სირია, კუბა და კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა. მათთვის სულ ერთია, ეს სტატუსი ექნებათ თუ არა. იქ ყველაფერი გამართულად მუშაობს. ეკონომიკა, მართალია, შეიძლება უკეთესიც იყოს, მაგრამ ეკონომიკა არც იმ ქვეყნებში ყვავის, რომლებიც ტერორიზმის სპონსორებად არ ირიცხებიან.
შესაძლოა, ამერიკელებს უნდათ რუსეთს ეს იარლიყი მიაკრან, რათა ასე გამოაძევონ გაეროს უშიშროების საბჭოდან? მაგრამ ამას თავად ორგანიზაციის რეგლამენტი ეღობება. რუსეთი უშიშროების საბჭოს დამფუძნებელი და მუდმივი წევრია ვეტოს უფლებით.
მაშ რატომაა ეს პანიკა? იმიტომ რომ უკრაინა შტატებისთვის ნელ-ნელა მეორე ავღანეთად ყალიბდება.
დროის გასაწელად ამერიკელი კანონმდებლები ფიქრობენ: იქნებ ზელენსკის უკანასკნელად ასიამოვნონ რამით, გამოაცხადონ ფაშიზმზე გამარჯვებული ქვეყანა „ტერორიზმის სპონსორად“. მაგრამ ეს იქნება საკონტროლო გასროლა შტატების რეპუტაციაზე.
უკრაინის ჩაბარება თავად აშშ-ის დასასრულის დასაწყისი გახდება. ამ სავალალო ფაქტისგან ამერიკელი პარტნიორები გულმოდგინედ იმალებიან. აწესებენ თვითმკვლელ სანქციებს, აკერებენ „სტატუსებს“ და ადგენენ მტრების სიებს...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0