https://sputnik-georgia.com/20220728/rijvaze-turizmi-awarasi-pandemiamdel-nisnuls-daubrunda-268962278.html
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
Sputnik საქართველო
პოზიტიური დინამიკა შეინიშნება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის მიმართულებით, აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა. 28.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-28T15:06+0400
2022-07-28T15:06+0400
2022-07-28T20:57+0400
ტურიზმი საქართველოში
აჭარის მთავრობა
აჭარა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/13/249242591_406:383:2976:1829_1920x0_80_0_0_bcb93773e9cd17df450cd11f8ac595b7.jpg
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. აჭარაში ტურიზმი სწრაფი ტემპით დაუბრუნდა 2019 წლის მონაცემებს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის მიმართულებით.რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.ქედასა და შუახევში უკვე მოეწყო ახალი, თანამედოვე ველო-ინფრასტრუქტურა, ასევე ქობულეთში დასრულდა ახალი ბულვარის მშენებლობა.ბათუმის ბულვარი World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე წარადგინეს>>„ჯვარიმინდორზე, შუახევში მოეწყო ახალი ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა. აშენდა ეთნოსოფელი მაჭახელაში, რომელიც მნიშვნელოვანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ტურიზმის ინდუსტრიას. ტურიზმის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა. ქვეყნის საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გაიხსნა, ხოლო სახმელეთო საზღვრები – 1 ივნისს.ქობულეთში ახალი ბულვარი გაიხსნა>>2021 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 1,2 მილიარდი დოლარი მიიღო. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
აჭარა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/13/249242591_269:323:2277:1829_1920x0_80_0_0_6dab01e15b1b1c6eccb87d6cd56cdc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, აჭარის მთავრობა , აჭარა , ახალი ამბები, საქართველო
ტურიზმი საქართველოში, აჭარის მთავრობა , აჭარა , ახალი ამბები, საქართველო
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
15:06 28.07.2022 (განახლებულია: 20:57 28.07.2022) პოზიტიური დინამიკა შეინიშნება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის მიმართულებით, აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. აჭარაში ტურიზმი სწრაფი ტემპით დაუბრუნდა 2019 წლის მონაცემებს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის მიმართულებით.
„უნდა ითქვას, რომ აჭარა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამორჩეულია კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით. არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი ჩატარდა რეგიონში, რაც მნიშვნელოვანია როგორც აჭარის მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, – თქვა რიჟვაძემ.
რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.
ქედასა და შუახევში უკვე მოეწყო ახალი, თანამედოვე ველო-ინფრასტრუქტურა, ასევე ქობულეთში დასრულდა ახალი ბულვარის მშენებლობა.
„ჯვარიმინდორზე, შუახევში მოეწყო ახალი ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა. აშენდა ეთნოსოფელი მაჭახელაში, რომელიც მნიშვნელოვანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ტურიზმის ინდუსტრიას. ტურიზმის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა. ქვეყნის საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გაიხსნა, ხოლო სახმელეთო საზღვრები – 1 ივნისს.
2021 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 1,2 მილიარდი დოლარი მიიღო. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.