https://sputnik-georgia.com/20220727/world-travel-awards-batumis-bulvari-waradgines-268901391.html
ბათუმის ბულვარი World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე წარადგინეს
ბათუმის ბულვარი World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე წარადგინეს
Sputnik საქართველო
World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 2023 წელს ბათუმში გაიმართება. 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T09:41+0400
2022-07-27T09:41+0400
2022-07-27T16:07+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268891625_0:47:900:553_1920x0_80_0_0_1c5d0c4318097eb3b3eb53ecc6e9ed60.jpg
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. წელს ბათუმთან ერთად World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული.World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმიდან ბრენდული სასტუმროები და მტირალას ეროვნული პარკია წარდგენილი. ბათუმისა და ბათუმის ბულვარისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 8 აგვისტომდე შეუძლია ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote. გამარჯვებული 1 ოქტომბერს ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 2023 წელს ბათუმში გაიმართება, რაც ქალაქის ცნობადობის გაზრდას, დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას და საერთაშორისო მასშტაბით ბათუმის, როგორც საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ის აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან სუბიექტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასევე რეიტინგული მედიის წარმომადგენლებს (ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია, რადიო, ონლაინ პლატფორმები, სოციალური მედია და ა.შ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268891625_50:0:850:600_1920x0_80_0_0_0e0bf3812c63e280fec63c85f44f55a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ბათუმის ბულვარი World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე წარადგინეს
09:41 27.07.2022 (განახლებულია: 16:07 27.07.2022) World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 2023 წელს ბათუმში გაიმართება.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. წელს ბათუმთან ერთად World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული.
„ბათუმი კი წელსაც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს. World Travel Awards-ის ჯილდოს ბათუმი 2019 წლიდან არ თმობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმიდან ბრენდული სასტუმროები და მტირალას ეროვნული პარკია წარდგენილი.
ბათუმისა და ბათუმის ბულვარისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 8 აგვისტომდე შეუძლია ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote. გამარჯვებული 1 ოქტომბერს ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.
World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 2023 წელს ბათუმში გაიმართება, რაც ქალაქის ცნობადობის გაზრდას, დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას და საერთაშორისო მასშტაბით ბათუმის, როგორც საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ის აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან სუბიექტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასევე რეიტინგული მედიის წარმომადგენლებს (ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია, რადიო, ონლაინ პლატფორმები, სოციალური მედია და ა.შ).