https://sputnik-georgia.com/20220724/qobuletsi-axali-bulvari-gaixsna-268829968.html
ქობულეთში ახალი ბულვარი გაიხსნა
ქობულეთში ახალი ბულვარი გაიხსნა
Sputnik საქართველო
ახალ ბულვარში აშენდა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ძველ ბულვართან დასაკავშირებლად კი საფეხმავლო ხიდი აიგო
2022-07-24T15:51+0400
2022-07-24T15:51+0400
2022-07-24T15:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23203/32/232033248_0:60:1000:623_1920x0_80_0_0_c959a1d0405448ba5a0a01f09aca5626.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ქობულეთში ახალი ერთ კილომეტრამდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა.ქობულეთის ახალი ბულვარი დღეს ოფიციალურად გახსნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ.როგორც ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, ქობულეთის ახალი ბულვარი ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანზეა მორგებული.„ეს არის ახალი სივრცე... სივრცემ შექმნა ახალი შესაძლებლობა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის როგორც მოსახლეობისთვის, ისე ქობულეთის სტუმრებისთვის. საინტერესო სივრცე კიდევ ერთი მიზიდულობის წერტილია“, - განაცხადა ქარსელაძემ.ახალი ბულვარის გახსნა ქობულეთელებს თორნიკე რიჟვაძემაც მიულოცა.„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. მუნიციპალიტეტის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ახალი ობიექტი, ვინაიდან ის გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესს“, - განაცხადა რიჟვაძემ.პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოების ღირებულებამ 8,1 მლნ ლარი შეადგინა.პროექტის მიხედვით, მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე მოეწყო ბულვარი. ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა გამყოფი კედელი, 2,5 მეტრის სიგანის ველობილიკი და 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი.საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები. საბავშვო-გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, ხოლო სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23203/32/232033248_45:0:954:682_1920x0_80_0_0_c49144d2985a7e7d219fabcabaadad81.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქობულეთი ახალი ბულვარი
ქობულეთში ახალი ბულვარი გაიხსნა
15:51 24.07.2022 (განახლებულია: 15:52 24.07.2022) ახალ ბულვარში აშენდა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ძველ ბულვართან დასაკავშირებლად კი საფეხმავლო ხიდი აიგო
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ქობულეთში ახალი ერთ კილომეტრამდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა.
ქობულეთის ახალი ბულვარი დღეს ოფიციალურად გახსნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, ქობულეთის ახალი ბულვარი ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანზეა მორგებული.
„ეს არის ახალი სივრცე... სივრცემ შექმნა ახალი შესაძლებლობა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის როგორც მოსახლეობისთვის, ისე ქობულეთის სტუმრებისთვის. საინტერესო სივრცე კიდევ ერთი მიზიდულობის წერტილია“, - განაცხადა ქარსელაძემ.
ახალი ბულვარის გახსნა ქობულეთელებს თორნიკე რიჟვაძემაც მიულოცა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. მუნიციპალიტეტის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ახალი ობიექტი, ვინაიდან ის გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესს“, - განაცხადა რიჟვაძემ.
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოების ღირებულებამ 8,1 მლნ ლარი შეადგინა.
პროექტის მიხედვით, მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე მოეწყო ბულვარი. ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა გამყოფი კედელი, 2,5 მეტრის სიგანის ველობილიკი და 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი.
საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები. საბავშვო-გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, ხოლო სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები.