https://sputnik-georgia.com/20220727/ivanisvilma-moigo-sarceli-credit-suisse-winaarmdeg-268944692.html
ივანიშვილმა მოიგო სარჩელი Credit Suisse–ის წინააღმდეგ, მაგრამ ფულს ჯერ ვერ მიიღებს
ივანიშვილმა მოიგო სარჩელი Credit Suisse–ის წინააღმდეგ, მაგრამ ფულს ჯერ ვერ მიიღებს
Sputnik საქართველო
ეს თანხა დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება, სანამ შვეიცარიული კომპანიის აპელაციები არ განიხილება. 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T21:55+0400
2022-07-27T21:55+0400
2022-07-27T21:55+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24726/96/247269618_0:213:1985:1329_1920x0_80_0_0_bba700c7ed69dda18b47fb4b670fc230.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ბერმუდის კუნძულების უმაღლესმა სასამართლომ შვეიცარიულ სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life–ს დაზარალებული მეანაბრეებისთვის, მათ შორის ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის გადახდა დაავალდებულა, ნათქვამია CS Victims–ის განცხადებაში, რომელიც წარმოადგენს შვეიცარიული ბანკისგან დაზარალებული ბენეფიციარების ინტერესთა დამცველ ჯგუფს.მანამდე ბერმუდის კუნძულების სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზღვევო კომპანია პასუხისმგებელია ანგარიშების არასათანადო მართვაში და ასევე იმაში, რომ არ აღკვეთა თაღლითობა.უმაღლესმა სასამართლომ Credit Suisse Life–ს 607,35 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის 42 დღის განმავლობაში გადახდა დაავალდებულა. ეს ფული დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება, სანამ შვეიცარიული კომპანიის აპელაციები არ იქნება განხილული.Credit Suisse Life–ის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მათ სადაზღვევო თანხები არ უნდა გადაიხადონ მანამ, სანამ არ მოიწურება საჩივრების ყველა შესაძლებლობა.ივანიშვილი Credit Suisse-თან პრობლემებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს>>ბერმუდის კუნძულების უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის საფინანსო ზედამხედველობის სამმართველომ Credit Suisse იმ დაწესებულებების სიაში შეიტანა, რომლებიც უფრო მკაცრ მეთვალყურეობას მოითხოვს, რადგან არ შესწევთ უნარი, გადაწყვიტონ რისკების კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები.სასამართლომ Credit Suisse Life–ს ასევე დააკისრა ვალდებულება, გადაიხადოს 10 მილიონ დოლარზე მეტი სასამართლოს ხარჯების ასანაზღაურებლად.Credit Suisse–ის ანგარიშებზე, რომლებიც ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის, საერთო დანაკარგები 1,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse–ისა და მისი ქვედანაყოფების წინააღმდეგ მრავალი წელია მიმდინარეობს. მაისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა სარჩელი შეიტანა სატრასტო ფონდი Green Vals Trust–ის წინააღმდეგ, რომელიც Credit Suisse–ის მიერ არის დაფუძნებული.ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად - 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.Credit Suisse ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნით საკუთარ თავს აზიანებს: კობახიძე>>ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.საბოლოოდ ივანიშვილმა მიმდინარე წლის მარტში მოიგო სასამართლო პროცესიდაახლოებით 500 მლნ დოლარის თანხაზე, მაგრამ Credit Suisse–მა აპელაცია შეიტანა.რაც შეეხება სატრასტო ფონდ Green Vals Trust–ს, მან ივანიშვილისთვის გადახდის დაყოვნების მიზეზად „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარება“ დაასახელა.ბიძინა ივანიშვილმა დუმილი დაარღვია>>უფრო მეტიც, Credit Suisse–მა 5 ივლისს ივანიშვილს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ და აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებამ ბანკს თითქოსდა გარკვეული ვალდებულებები დააკისრა, და სატრასტო ფონდი გადახდას აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის ერთადერთ ოლიგარქად არის მოხსენებული, რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან. ევროპული საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ–ერთი იყო ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24726/96/247269618_0:27:1985:1515_1920x0_80_0_0_344e6946e97754ee2d69140049d1bcaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა
ივანიშვილმა მოიგო სარჩელი Credit Suisse–ის წინააღმდეგ, მაგრამ ფულს ჯერ ვერ მიიღებს
ეს თანხა დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება, სანამ შვეიცარიული კომპანიის აპელაციები არ განიხილება.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ბერმუდის კუნძულების უმაღლესმა სასამართლომ შვეიცარიულ სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life–ს დაზარალებული მეანაბრეებისთვის, მათ შორის ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის გადახდა დაავალდებულა, ნათქვამია
CS Victims–ის განცხადებაში, რომელიც წარმოადგენს შვეიცარიული ბანკისგან დაზარალებული ბენეფიციარების ინტერესთა დამცველ ჯგუფს.
მანამდე ბერმუდის კუნძულების სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზღვევო კომპანია პასუხისმგებელია ანგარიშების არასათანადო მართვაში და ასევე იმაში, რომ არ აღკვეთა თაღლითობა.
უმაღლესმა სასამართლომ Credit Suisse Life–ს 607,35 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის 42 დღის განმავლობაში გადახდა დაავალდებულა. ეს ფული დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება, სანამ შვეიცარიული კომპანიის აპელაციები არ იქნება განხილული.
Credit Suisse Life–ის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მათ სადაზღვევო თანხები არ უნდა გადაიხადონ მანამ, სანამ არ მოიწურება საჩივრების ყველა შესაძლებლობა.
ბერმუდის კუნძულების უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის საფინანსო ზედამხედველობის სამმართველომ Credit Suisse იმ დაწესებულებების სიაში შეიტანა, რომლებიც უფრო მკაცრ მეთვალყურეობას მოითხოვს, რადგან არ შესწევთ უნარი, გადაწყვიტონ რისკების კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები.
სასამართლომ Credit Suisse Life–ს ასევე დააკისრა ვალდებულება, გადაიხადოს 10 მილიონ დოლარზე მეტი სასამართლოს ხარჯების ასანაზღაურებლად.
Credit Suisse–ის ანგარიშებზე, რომლებიც ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის, საერთო დანაკარგები 1,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
„ის ფაქტი, რომ ბანკის გარანტია სასამართლოს მიერ საკმარისად არ იყო მიჩნეული, იმ პრობლემების სიმბოლოა, რომლის წინაშე Credit Suisse-ი ამჟამად დგას. ეს ასევე უსვამს ხაზს იმ ზიანს, რაც ამან მის რეპუტაციასა და მთლიანად შვეიცარიულ საბანკო საქმიანობას მიაყენა. ჩვენ მოუთმენლად ველით 5 სექტემბრისთვის პირობითი დეპონირების ანგარიშზე სრული თანხის გადახდას“, – განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა.
ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse–ისა და მისი ქვედანაყოფების წინააღმდეგ მრავალი წელია მიმდინარეობს. მაისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა სარჩელი შეიტანა სატრასტო ფონდი Green Vals Trust–ის წინააღმდეგ, რომელიც Credit Suisse–ის მიერ არის დაფუძნებული.
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად - 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.
საბოლოოდ ივანიშვილმა მიმდინარე წლის მარტში მოიგო სასამართლო პროცესიდაახლოებით 500 მლნ დოლარის თანხაზე, მაგრამ Credit Suisse–მა აპელაცია შეიტანა.
რაც შეეხება სატრასტო ფონდ Green Vals Trust–ს, მან ივანიშვილისთვის გადახდის დაყოვნების მიზეზად „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარება“ დაასახელა.
უფრო მეტიც, Credit Suisse–მა 5 ივლისს ივანიშვილს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ და აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებამ ბანკს თითქოსდა გარკვეული ვალდებულებები დააკისრა, და სატრასტო ფონდი გადახდას აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.
ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის ერთადერთ ოლიგარქად არის მოხსენებული, რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან. ევროპული საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ–ერთი იყო ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ.