https://sputnik-georgia.com/20220719/credit-suisse-ivanisvilistvis-problemebis-seqmnit-sakutar-tavs-azianebs-268675764.html
Credit Suisse ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნით საკუთარ თავს აზიანებს: კობახიძე
Credit Suisse ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნით საკუთარ თავს აზიანებს: კობახიძე
Sputnik საქართველო
ივანიშვილი უჩივის როგორც უშუალოდ Credit Suisse-ს, ისე ამ ბანკის მიერ დაფუძნებულ სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს.
2022-07-19T22:11+0400
2022-07-19T22:11+0400
2022-07-19T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390091_0:0:3505:1972_1920x0_80_0_0_8bbcd964b5f245a4d53736744428b24d.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. შვეიცარიული ბანკი Credit Suisse, რომელიც უარს ამბობს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, აზიანებს საკუთარ თავს და შვეიცარიის საბანკო სისტემას, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ივანიშვილი უჩივის როგორც უშუალოდ Credit Suisse-ს, ისე ამ ბანკის მიერ დაფუძნებულ სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარის გაქრობას, მეორე საქმე ეხება Green Vals Trust-ის უარს – გადაიხადოს ბენეფიციარების მიერ მოთხოვნილი თანხები.სატრასტო ფონდმა დაგვიანების საბაბად დაასახელა „გეოპოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ ევროპაში“. რაც შეეხება თავად Credit Suisse-ს, ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში მოიგო საქმე ბანკის წინააღმდეგ 500 მლნ დოლარზე, მაგრამ ბანკმა აპელაცია შეიტანა.პარტიის თავმჯდომარის თქმით, Credit Suisse „უხეში და მძიმე ფორმით პირდაპირ აზიანებს საკუთარ თავს, შვეიცარიის საბანკო სისტემას, შვეიცარიის სახელმწიფოს“.ამავდროულად მან გაიხსენა ქართული ოპოზიციის ნაწილის დასავლეთისადმი მოწოდებები ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ და ევროპარლამენტის 9 ივნისის მკაცრი რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ინდივიდუალური სანქციების შემოღება ივანიშვილის წინააღმდეგ. რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის – საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის დესტრუქციულ როლზე, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს.ივანიშვილის ადვოკატები ბიზნესმენის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ >>მანამდე ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ 5 ივლისს ბანკმა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით ბანკს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა და სატრასტო ფონდი სასამართლოს თანხმობის გარეშე თანხის გადახდას არ განახორციელებს.შვეიცარიულმა მედიამ ივანიშვილის მიმართ Credit Suisse-ის დარღვევები არ გამოაქვეყნა >>ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად – 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ბანკის მოხელე ლესკოდრონის თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390091_718:0:3449:2048_1920x0_80_0_0_d24191d3f0fe08d90f7ae0f7ec233142.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
credit suisse ივანიშვილი პრობლემები საკუთარი თავი დაზიანება კობახიძე
credit suisse ივანიშვილი პრობლემები საკუთარი თავი დაზიანება კობახიძე
Credit Suisse ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნით საკუთარ თავს აზიანებს: კობახიძე
22:11 19.07.2022 (განახლებულია: 22:42 19.07.2022) ივანიშვილი უჩივის როგორც უშუალოდ Credit Suisse-ს, ისე ამ ბანკის მიერ დაფუძნებულ სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. შვეიცარიული ბანკი Credit Suisse, რომელიც უარს ამბობს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, აზიანებს საკუთარ თავს და შვეიცარიის საბანკო სისტემას, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილი უჩივის როგორც უშუალოდ Credit Suisse-ს, ისე ამ ბანკის მიერ დაფუძნებულ სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარის გაქრობას, მეორე საქმე ეხება Green Vals Trust-ის უარს – გადაიხადოს ბენეფიციარების მიერ მოთხოვნილი თანხები.
სატრასტო ფონდმა დაგვიანების საბაბად დაასახელა „გეოპოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ ევროპაში“. რაც შეეხება თავად Credit Suisse-ს, ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში მოიგო საქმე ბანკის წინააღმდეგ 500 მლნ დოლარზე, მაგრამ ბანკმა აპელაცია შეიტანა.
„ზოგადად, ძალიან ბევრი უცნაური მოვლენა ვითარდება ჩვენ გარშემო. რეალურად, Credit Suisse-ს არ უნდა აწყობდეს ის, რასაც აკეთებს“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, Credit Suisse „უხეში და მძიმე ფორმით პირდაპირ აზიანებს საკუთარ თავს, შვეიცარიის საბანკო სისტემას, შვეიცარიის სახელმწიფოს“.
ამავდროულად მან გაიხსენა ქართული ოპოზიციის ნაწილის დასავლეთისადმი მოწოდებები ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ და ევროპარლამენტის 9 ივნისის მკაცრი რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ინდივიდუალური სანქციების შემოღება ივანიშვილის წინააღმდეგ. რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის – საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის დესტრუქციულ როლზე, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს.
„ამაზე გვაქვს კითხვები. შეიძლება რაღაც კონკრეტული ინტერესი იყოს ჩვენ მიმართ ან ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამ საკითხში ჩვენ უფრო ღრმად შეგნებულად არ შევალთ“, – განაცხადა კობახიძემ.
მანამდე ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ 5 ივლისს ბანკმა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით ბანკს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა და სატრასტო ფონდი სასამართლოს თანხმობის გარეშე თანხის გადახდას არ განახორციელებს.
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად – 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ბანკის მოხელე ლესკოდრონის თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.