https://sputnik-georgia.com/20220707/ivanishvilis-advokatebi-politikur-zewolaze-saubroben-268301638.html
ივანიშვილის ადვოკატები ბიზნესმენის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ
ივანიშვილის ადვოკატები ბიზნესმენის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ
Sputnik საქართველო
ადვოკატების განცხადებით, შვეიცარიული ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ... 07.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-07T21:29+0400
2022-07-07T21:29+0400
2022-07-07T22:39+0400
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24641/54/246415443_0:0:1949:1096_1920x0_80_0_0_49bb213fb6fceb7fbff0e97cf5215dba.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ქართველი მილიარდერის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ის მხრიდან მათ კლიენტზე ზეწოლის გაგრძელების თაობაზე განაცხადეს.ჯერ კიდევ 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გადახდა, რაც შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულმა Green Vals Trust-მა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა. 11 აპრილს ბენეფიციარებს თანხები უნდა მიეღოთ, მაგრამ ბანკმა თანხის გაცემაზე უარი განაცხადა.ადვოკატების ინფორმაციით, 5 ივლისს ბანკმა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით თითქოსდა ბანკს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა და სატრასტო ფონდი სასამართლოს თანხმობის გარეშე თანხის გადახდას არ განახორციელებს.ადვოკატების აზრით, თანხის გადახდა გარკვეული ვადით გადაიდო, რადგან თავად პროცესი სასამართლოში სექტემბერში დაიწყება. მაგრამ ევროპარლამენტის ზემოაღნიშნული რეზოლუცია არ ითვალისწინებს სანქციების შემოღებას და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.ამასთან, ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილს სანქციები რომც შეეხოს, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აბათილებს – სატრასტო სტრუქტურები სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს.ივანიშვილმა 607 მლნ დოლარი დაკარგა: საქმე Credit Suisse-ის წინააღმდეგ>>>ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის ბანკი Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის თაღლითური სქემის გამო 607 მილიონი დოლარი დაკარგა.ეს თანხა დაასახელეს ბერმუდის კუნძულების სასამართლოს სხდომაზე, სადაც Credit Suisse-ის წინააღმდეგ ივანიშვილის სარჩელი იხილება. ჯერ კიდევ სამი თვის წინ ივანიშვილის დანაკარგი 553 მილიონი დოლარი იყო.ივანიშვილის სარჩელის მოპასუხე ბერმუდის კუნძულებზე არის Credit Suisse Life – ბანკის ფილიალი სიცოცხლის დაზღვევის საკითხებში. ქართველი მილიარდერი ამტკიცებს, რომ იზარალა Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის ქმედებების გამო.ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან გრძელდება>>>ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.გარდა ბერმუდის კუნძულებისა, ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩივის სინგაპურსა და ახალ ზელანდიაში. მარტში მან ბერმუდის კუნძულების სასამართლოში Credit Suisse-ის წინააღმდეგ პროცესი მოიგო.მოგებული საქმებიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად – 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა. საბოლოოდ ივანიშვილმა მიმდინარე წლის მარტში მოიგო სასამართლო პროცესი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24641/54/246415443_94:0:1762:1251_1920x0_80_0_0_9287c816ef94247f96efa69e69f706f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
ივანიშვილის ადვოკატები ბიზნესმენის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ
21:29 07.07.2022 (განახლებულია: 22:39 07.07.2022) ადვოკატების განცხადებით, შვეიცარიული ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ქართველი მილიარდერის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ის მხრიდან მათ კლიენტზე ზეწოლის გაგრძელების თაობაზე განაცხადეს.
ჯერ კიდევ 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გადახდა, რაც შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულმა Green Vals Trust-მა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა. 11 აპრილს ბენეფიციარებს თანხები უნდა მიეღოთ, მაგრამ ბანკმა თანხის გაცემაზე უარი განაცხადა.
ადვოკატების ინფორმაციით, 5 ივლისს ბანკმა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით თითქოსდა ბანკს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა და სატრასტო ფონდი სასამართლოს თანხმობის გარეშე თანხის გადახდას არ განახორციელებს.
ადვოკატების აზრით, თანხის გადახდა გარკვეული ვადით გადაიდო, რადგან თავად პროცესი სასამართლოში სექტემბერში დაიწყება. მაგრამ ევროპარლამენტის ზემოაღნიშნული რეზოლუცია არ ითვალისწინებს სანქციების შემოღებას და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.
„კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი“, – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.
ამასთან, ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილს სანქციები რომც შეეხოს, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აბათილებს – სატრასტო სტრუქტურები სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს.
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის ბანკი Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის თაღლითური სქემის გამო 607 მილიონი დოლარი დაკარგა.
ეს თანხა დაასახელეს ბერმუდის კუნძულების სასამართლოს სხდომაზე, სადაც Credit Suisse-ის წინააღმდეგ ივანიშვილის სარჩელი იხილება. ჯერ კიდევ სამი თვის წინ ივანიშვილის დანაკარგი 553 მილიონი დოლარი იყო.
ივანიშვილის სარჩელის მოპასუხე ბერმუდის კუნძულებზე არის Credit Suisse Life – ბანკის ფილიალი სიცოცხლის დაზღვევის საკითხებში. ქართველი მილიარდერი ამტკიცებს, რომ იზარალა Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის ქმედებების გამო.
ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.
გარდა ბერმუდის კუნძულებისა, ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩივის სინგაპურსა და ახალ ზელანდიაში. მარტში მან ბერმუდის კუნძულების სასამართლოში Credit Suisse-ის წინააღმდეგ პროცესი მოიგო.
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად – 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა. საბოლოოდ ივანიშვილმა მიმდინარე წლის მარტში მოიგო სასამართლო პროცესი.