ივანიშვილმა 607 მლნ დოლარი დაკარგა: საქმე Credit Suisse-ის წინააღმდეგ

© courtesy of Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
ბერმუდის კუნძულების გარდა, ივანიშვილი Credit Suisse-ს სინგაპურსა და ახალ ზელანდიაში ედავება.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. მილიარდერმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის ბანკის Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის თაღლითური სქემის გამო 607 მილიონი დოლარი დაკარგა, იუწყება გამოცემა Bloomberg.
ეს რიცხვი დაასახელეს სამშაბათს ბერმუდის კუნძულების სასამართლო სხდომაზე, სადაც Credit Suisse-ის წინააღმდეგ ივანიშვილის სარჩელი იხილება. ჯერ კიდევ სამი თვის წინ ივანიშვილის დანაკარგი 553 მილიონი დოლარი იყო.

სასამართლოს დავალებით ივანიშვილის დანაკარგის კომპენსაცია პროცესის ორივე მხარემ შეაფასა. სხდომის დასაწყისში Credit Suisse-ის ადვოკატმა განაცხადა, რომ ეთანხმებოდა მოსამართლის გადაწყვეტილებას და აღიარა ივანიშვილის ხელახლა გადათვლილი ზარალი – 607 მლნ დოლარი.

ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ივანიშვილის საფუძვლიანი მოთხოვნებისა, მისი ზარალი შესაძლოა არ დაიფაროს კომპანიის ხარჯზე ადგილობრივი კანონმდებლობის თავისებურებათა გამო.
2000 წლიდან ბერმუდის კუნძულებზე მოქმედებს კანონი კომპანიების ცალ-ცალკე ანგარიშების შესახებ, რომელიც უშვებს ორგანიზაციის აქტივებისა და პასივების განაწილებას სხვადასხვა ანგარიშზე.
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ივანიშვილის სარჩელის მოპასუხე ბერმუდის კუნძულებზე არის Credit Suisse Life – ბანკის ფილიალი სიცოცხლის დაზღვევის საკითხებში. ქართველი მილიარდერი ამტკიცებს, რომ იზარალა Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის ქმედებების გამო.
ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.
გარდა ბერმუდის კუნძულებისა, ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩივის სინგაპურსა და ახალ ზელანდიაში.

მოგებული საქმე

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად - 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა. საბოლოოდ ივანიშვილმა მიმდინარე წლის მარტში მოიგო სასამართლო პროცესი.
წყარო - Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0