ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან გრძელდება

© courtesy of Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2022
გამოწერა
ბანკი მიჰყვება პროცედურას, რათა ხელი შეუშალოს მეანაბრეების ძალისხმევებს, რომლებიც სიმართლის დადგენასა და მითვისებული თანხების დაბრუნებას ცდილობენ, აცხადებენ ექს-პრემიერის წარმომადგენლები
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები აგრძელებენ შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის კრიტიკას დაზარალებული მეანაბრეებისთვის თანხების არ დაბრუნების გამო.
ჯერ კიდევ 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გადახდა, რაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულმა Green Vals Trust-მა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, 11 აპრილს კი ბენეფიციარებს თანხები უნდა მიეღოთ, წერს გამოცემა Bankers News.
ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, ჯერ კიდევ 14 აპრილს მისმა კლიენტმა მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია სატრასტო ფონდიდან მისი დეპოზიტების დაბრუნების შესახებ, მაგრამ 19 მაისს პროცესი კვლავ შეჩერდა, რადგან ბანკის წარმომადგენლებმა ისევ იგივე დოკუმენტები მოითხოვეს.
„ბანკი მიჰყვება პროცედურას, რათა ხელი შეუშალოს მეანაბრეების ძალისხმევებს, რომლებიც სიმართლის დადგენასა და მითვისებული თანხების დაბრუნებას ცდილობენ. ეს პროცედურა საბანკო საქმის ყველა დადგენილ სტანდარტს არღვევს", - განაცხადა ივანიშვილის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, აღნიშნული მხოლოდ ერთ-ერთია იმ ორი პრობლემიდან, რომელიც Credit Suisse-თან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს გააჩნია.
მეორე პრობლემასთან დაკავშირებით, ბერმუდის სასამართლომ ერთი საკითხი უკვე გადაწყვიტა ივანიშვილის სასარგებლოდ და მისი მხარე ელოდება ანალოგიურ გადაწყვეტილებას მსგავს საქმეზე, რომელსაც სინგაპურის სასამართლო განიხილავს.

მოგებული საქმე

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად - 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა. საბოლოოდ ივანიშვილმა მარტში მოიგო სასამართლო პროცესი.
წყარო - Bankers News.
ყველა ახალი ამბავი
0