https://sputnik-georgia.com/20220727/bizina-vanishvilma-dumili-daargvia-268915994.html
ბიძინა ივანიშვილმა დუმილი დაარღვია
ბიძინა ივანიშვილმა დუმილი დაარღვია
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის... 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T10:41+0400
2022-07-27T10:41+0400
2022-07-27T16:41+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბიძინა ივანიშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249867799_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_42dbad070ee2929bd53c67458ffb62aa.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგი ქვეყანას კულისებიდან მართავს.ივანიშვილი მორიგ ჯერზე პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, თუმცა ოპოზიცია მუდმივად ამტკიცებს, რომ ქვეყანაში რეალური ძალაუფლება დღემდე მის ხელშია. მსგავს მოსაზრებას იზიარებს ევროპარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა – სწორედ ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა 9 ივლისს საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია, სადაც ერთ-ერთ პუნქტში „დეოლიგარქიზაციაა“ ნახსენები, რაშიც ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება.მისი განცხადებით, მთელი ეს პერიოდი მან მხოლოდ ერთადერთი საჯარო განცხადება გამოაქვეყნა და „ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა“.„არ მინდოდა პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის“, – დაწერა ივანიშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249867799_120:0:2004:1413_1920x0_80_0_0_50451da8007f274e9fd3dff01deda9c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილმა დუმილი დაარღვია
10:41 27.07.2022 (განახლებულია: 16:41 27.07.2022) თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგი ქვეყანას კულისებიდან მართავს.
ივანიშვილი მორიგ ჯერზე პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, თუმცა ოპოზიცია მუდმივად ამტკიცებს, რომ ქვეყანაში რეალური ძალაუფლება დღემდე მის ხელშია. მსგავს მოსაზრებას იზიარებს ევროპარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა – სწორედ ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა 9 ივლისს საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია, სადაც ერთ-ერთ პუნქტში „დეოლიგარქიზაციაა“ ნახსენები, რაშიც ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება.
„უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
მისი განცხადებით, მთელი ეს პერიოდი მან მხოლოდ ერთადერთი საჯარო განცხადება გამოაქვეყნა და „ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა“.
„არ მინდოდა პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის“, – დაწერა ივანიშვილმა.