კობახიძის განმარტება: რატომ გააკრიტიკა მან ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში

© courtesy of Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
„ქართული ოცნების“ ლიდერმა განუმარტა ევროდეპუტატებს, თუ რა გახდა კარლ ჰარცელის კრიტიკის მიზეზი.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. კარლ ჰარცელი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, საქართველოს ბოლომდე არ განიხილავდა, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ.
ოპოზიციამ ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც 20 ივლისს საგარეო საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ჰარცელს შეეძლო უკეთესად ემუშავა, რათა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო. ამას კობახიძემ დასძინა, რომ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში უარყოფით როლს ასრულებდა.

„ითქვა, რომ უმჯობესია პოლიტიკოსების მიმართ იყოს გამოთქმული კრიტიკა, ვიდრე დიპლომატების მიმართო და სწორედ ამაზე გვქონდა ჩვენ პასუხი – სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანი, კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ პოლიტიკოსი, გახდა აუცილებელი მისი საქმიანობის შეფასება ისე, როგორც შევაფასეთ“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ამასთან, მან კვლავ გაიმეორა მოსაზრება, რომ ჰარცელმა, სამწუხაროდ, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში ძალიან უარყოფითი როლი ითამაშა.
მან აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰარცელის საქართველოში საქმიანობის უარყოფითი შეფასებისთვის „აქვს ძალიან მყარი საფუძველი“.
ერთ-ერთ მაგალითად კობახიძემ მოიყვანა მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს თავმჯდომარის შარლ მიშელის შუამდგომლობით, რომლის შედეგად 2021 წლის 19 აპრილს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს ერთგვარი კომპრომისი იყო პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა.
„ჰარცელი საქართველოს ნამდვილი მეგობარია“ - ოპოზიცია ევროკავშირის ელჩს გამოესარჩლა>>
„19 აპრილის შეთანხმება როდესაც განიხილებოდა, იქ მოლაპარაკებების დროს გარკვეულ თემებზე მას ჰქონდა ისეთი პოზიცია, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი, და ამის შემდეგაც იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ასეთი დამოკიდებულება დავინახეთ. დავინახეთ დამოკიდებულება, სადაც ის საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე როგორც სუვერენულ სახელმწიფოს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, იყო ჰარცელის ბევრი, მათ შორის, საჯარო განცხადება, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ნეგატიურად აფასებს.
„კულისებში ხდებოდა იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ და ეს დამოკიდებულება იყო ძალიან საწყენი, რადგან საქართველო ყველას, განსაკუთრებით დიპლომატების მხრიდან უნდა იყოს დანახული, როგორც სუვერენული სახელმწიფო“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე: ელჩი კარლ ჰარცელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უარყოფით როლს ასრულებდა>>
მანამდე აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ შოკირებულია ჰარცელის მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებებით. მისი თქმით, ეს უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ოთხი წელი გულმოდგინედ შრომობდა.
რაც შეეხება საგარეო საკითხებში ევროპარლამენტის კომიტეტის დელეგაციის თბილისში ვიზიტს, ევროდეპუტატებმა შეხვედრები გამართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის დეპუტატებთან „ქართული ოცნებიდან“ და ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ომბუდსმენთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
საპროტესტო აქცია. 2021 წლის 9 ნოემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
„ყვირილით ვერაფერს მიაღწევთ“ – ევროდეპუტატებმა ქართული რეალობა უარყოფითად შეაფასეს
შეხვედრაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა სინანულით აღნიშნა ევროკავშირის დიფერენცირებული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ 23 ივნისს, როდესაც, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს უარი ეთქვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. მაგრამ ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო მუშაობა 12 პირობაზე, რომელთა შესრულების შემდეგ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაჰპირდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0