https://sputnik-georgia.com/20211109/protestit-da-yvirilit-verafers-miarwevt-evroparlamentarebma-qartuli-opozicia-gaakritikes-261929108.html
„ყვირილით ვერაფერს მიაღწევთ“ – ევროდეპუტატებმა ქართული რეალობა უარყოფითად შეაფასეს
„ყვირილით ვერაფერს მიაღწევთ“ – ევროდეპუტატებმა ქართული რეალობა უარყოფითად შეაფასეს
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტის დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პრობლემები პარლამენტში უნდა გადაჭრან. 09.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-09T20:13+0400
2021-11-09T20:13+0400
2021-11-10T00:00+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261905874_0:79:1280:800_1920x0_80_0_0_022886aeea96eaf5ce6e8342a9cc493b.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატებმა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს აკვირდებოდნენ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია შეაფასეს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ქვეყანაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ საქართველოში მძიმე შიდაპოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ქვეყანაში საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება.ევროდეპუტატებმა სამშაბათს გამართეს ვებინარი, სადაც საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები შეაფასეს.აქციები არ არის გამოსავალიდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონს მიაჩნია, რომ ქართული ოპოზიცია მხოლოდ საპროტესტო აქციებით ვერაფერს მიაღწევს.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციამ პარლამენტში უნდა ითანამშრომლოს მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან“. ამასთან, კრამონმა ისაუბრა სიძულვილის ენის გამოყენებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შედეგებზე.„მინდა გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველდღე სცილდებიან ამ ვალდებულებებს“, – აღნიშნა კრამონმა.ეს რეფორმა არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის რეფორმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, აღნიშნა მან.„ევროკავშირი ყოვლისშემძლე არ არის“ევროპარლამენტის დეპუტატმა მარინა კალიურანდმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.მისი თქმით, ევროკავშირს შეუძლია შუამავლის როლის შესრულება, გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, დახმარების გაწევა, მაგრამ ის ვერ გადაჭრის პრობლემებს, რომლებიც საქართველოში დაგროვდა.„ახლა დროა ქართველმა პოლიტიკოსებმა ეროვნული ინტერესები დააყენონ პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ეს არ არის მარტივი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები შეიძლება რთული იყოს, მაგრამ როდესაც ეს არის სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებში, ეს უნდა იყოს მიღებული მხედველობაში და გახდეს პრიორიტეტი“, – აღნიშნა მან.კალიურანდმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია დასრულდება.„დადგა დრო ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომ ნორმალურ, რუტინულ მუშაობას დაუბრუნდნენ. საქართველოს სჭირდება მოქმედი პარლამენტი, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც პლენარული სესიების ბოიკოტირება არ ხდება, სადაც სამუშაოს გარკვეული ნაწილი არ იქნება ბოიკოტირებული და საჭიროა პარლამენტი, რომელშიც ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კალიურანდმა.ევროდეპუტატმა მოუწოდა მხარეებს, ითანამშრომლონ პარლამენტში და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.„ძალიან ბევრი საკითხია საქართველოში გადასაწყვეტი, დაწყებული პანდემიით, ეკონომიკის გაჯანსაღებით, დემოკრატიული რეფორმებით. თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საკითხებზე მუშაობა და უბრალოდ შეწყვიტოთ პოლარიზაცია და ურთიერთბრალდებები", – განაცხადა კალიურანდმა.30 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სააკაშვილმა ოპოზიციას პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომელსაც ხელმძღვანელობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რომლის სულისჩამდგმელიც სააკაშვილია, უარი თქვა ადგილობრივი არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რადგან, მათი თქმით, ისინი გაყალბებულია.
https://sputnik-georgia.com/20211109/davit-baqraze-saakasviltan-dakavsirebit-kompromisul-gadawyvetilebas-stavazobs-261927292.html
https://sputnik-georgia.com/20211109/bripingi-ra-xdeba-saqartveloshi-da-rogor-avicilot-politikuri-krizisi-261916550.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261905874_0:85:1022:852_1920x0_80_0_0_b6ce392c171b270bd7c6d454c36a1a3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში
„ყვირილით ვერაფერს მიაღწევთ“ – ევროდეპუტატებმა ქართული რეალობა უარყოფითად შეაფასეს
20:13 09.11.2021 (განახლებულია: 00:00 10.11.2021) ევროპარლამენტის დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პრობლემები პარლამენტში უნდა გადაჭრან.
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატებმა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს აკვირდებოდნენ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია შეაფასეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ქვეყანაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ საქართველოში მძიმე შიდაპოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ქვეყანაში საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება.
ევროდეპუტატებმა სამშაბათს გამართეს ვებინარი, სადაც საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები შეაფასეს.
აქციები არ არის გამოსავალი
დეპუტატ ვიოლა ფონ კრამონს მიაჩნია, რომ ქართული ოპოზიცია მხოლოდ საპროტესტო აქციებით ვერაფერს მიაღწევს.
„საჭიროა უფრო კონსტრუქციული ძალების მოძიება პარლამენტში და მათი მანდატის გამოყენება. გარდა ამისა, ჩემი აზრით, მხოლოდ ქუჩის პროტესტითა და შეძახილებით არაფერი გადაწყდება“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციამ პარლამენტში უნდა ითანამშრომლოს მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან“. ამასთან, კრამონმა ისაუბრა სიძულვილის ენის გამოყენებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შედეგებზე.
„მინდა გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველდღე სცილდებიან ამ ვალდებულებებს“, – აღნიშნა კრამონმა.
ეს რეფორმა არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის რეფორმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, აღნიშნა მან.
„ევროკავშირი ყოვლისშემძლე არ არის“
ევროპარლამენტის დეპუტატმა მარინა კალიურანდმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
„ევროკავშირი ვერ გადაწყვეტს პრობლემებს და ვერ გაატარებს რეფორმებს, გასაღები თბილისშია, გასაღები ქართველი პოლიტიკოსების ხელშია“, – განაცხადა კალიურანდმა.
მისი თქმით, ევროკავშირს შეუძლია შუამავლის როლის შესრულება, გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, დახმარების გაწევა, მაგრამ ის ვერ გადაჭრის პრობლემებს, რომლებიც საქართველოში დაგროვდა.
„ახლა დროა ქართველმა პოლიტიკოსებმა ეროვნული ინტერესები დააყენონ პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ეს არ არის მარტივი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები შეიძლება რთული იყოს, მაგრამ როდესაც ეს არის სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებში, ეს უნდა იყოს მიღებული მხედველობაში და გახდეს პრიორიტეტი“, – აღნიშნა მან.
კალიურანდმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია დასრულდება.
„დადგა დრო ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომ ნორმალურ, რუტინულ მუშაობას დაუბრუნდნენ. საქართველოს სჭირდება მოქმედი პარლამენტი, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც პლენარული სესიების ბოიკოტირება არ ხდება, სადაც სამუშაოს გარკვეული ნაწილი არ იქნება ბოიკოტირებული და საჭიროა პარლამენტი, რომელშიც ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კალიურანდმა.
ევროდეპუტატმა მოუწოდა მხარეებს, ითანამშრომლონ პარლამენტში და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.
„ძალიან ბევრი საკითხია საქართველოში გადასაწყვეტი, დაწყებული პანდემიით, ეკონომიკის გაჯანსაღებით, დემოკრატიული რეფორმებით. თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საკითხებზე მუშაობა და უბრალოდ შეწყვიტოთ პოლარიზაცია და ურთიერთბრალდებები", – განაცხადა კალიურანდმა.
30 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სააკაშვილმა ოპოზიციას პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომელსაც ხელმძღვანელობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რომლის სულისჩამდგმელიც სააკაშვილია, უარი თქვა ადგილობრივი არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რადგან, მათი თქმით, ისინი გაყალბებულია.