„ჰარცელი საქართველოს ნამდვილი მეგობარია“ - ოპოზიცია ევროკავშირის ელჩს გამოესარჩლა

© press-service of the European Union in Georgiaკარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
კარლ ჰარცელის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გააკრიტიკა.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დაიცვა საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩი კარლ ჰარცელი, რომლის საქმიანობა ამ პოსტზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გააკრიტიკა.
დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა, მაგრამ ხელისუფლება ამაზე დუმდა. ხოლო დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ჰარცელს შეეძლო უკეთესად ემუშავა იმისათვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.

„ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს და მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ“, – დაწერა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში.

ასეთივე აზრს იზიარებს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“. პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჰარცელის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან დაუმსახურებელი თავდასხმა უწოდა.
კობახიძე: ელჩი კარლ ჰარცელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უარყოფით როლს ასრულებდა >>

„ის არის საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი და გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვოთ წარმატებები“, – დაწერა ვაშაძემ.

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება „სამარცხვინოა“.
„კარლ ჰარცელმა ძალიან ბევრი გააკეთა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის. კობახიძის შეფასება კარლ ჰარცელის მიმართ არის სამარცხვინო და „ქართული ოცნების“ სტილში გაკეთებული შეფასება, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას მხოლოდ აზიანებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მსგავსი განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ „ქვეყანა ევროპულ ოჯახს დააშორონ“.
© photo: Sputnikბადრი ჯაფარიძე
Бадри Джапаридзе. Шествие лидеров и сторонников оппозиции, призывающих жителей прийти на митинг 8 ноября - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
ბადრი ჯაფარიძე
ოთხშაბათს ჰარცელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც საქართველოში ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ დაემშვიდობა ქართველ ხალხს. მან აღნიშნა, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა და დასძინა, რომ გასულ თვეში ევროკავშირმა დაადასტურა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და ის, რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ერთდროულად გააკეთეს, მაგრამ დადებითი გადაწყვეტილება ევროკავშირმა უკანასკნელი ორის სასარგებლოდ მიიღო. საქართველოსთვის კი ჯერჯერობით „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭება გადაწყდა.
ევროკომისიის დასკვნაში, რომელსაც ევროკავშირის საბჭომ დაუჭირა მხარი, ნათქვამია, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს კონკრეტული პირობები – 12 პუნქტი, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე ჰარცელს პოლონელი პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.
ამჟამად ჰერჩინსკი არის ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებზე საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მმართველი დირექტორი. ადრე ის იყო პოლონეთის წარმომადგენელი პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
ყველა ახალი ამბავი
0