საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის ახალ ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია – მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 922 მლნ დოლარი შეადგინა.
საუბარი ასევე შეეხო ჩინურ ინვესტიციებს. აღინიშნა, რომ ჩინეთიდან მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა 695 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რასაც ქართული მხარე მიესალმება.
ჩინეთის პრემიერი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება>>>
მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ტურიზმის სფეროსაც. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელს უწყობს ტურისტების რაოდენობის დინამიკურ ზრდას.
ღარიბაშვილმა და ჩინეთის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა, მალე გაიმართება.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივი კავშირების გაძლიერებას საგანმანათლებლო-სამეცნიერო მიმართულებებით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0