არ გაძვირდება - ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობა დაამშვიდა

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
როგორც მინისტრმა განაცხადა, 2022 წლის იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებმა წამლებზე 50 მილიონ ლარზე მეტი დაზოგეს.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. თურქეთიდან შემოტანილი წამლები არ გაძვირდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში გაიხსნა. შედეგად – იმ მედიკამენტებზე, რომლებიც ამ ქვეყნიდან შემოვიდა, ფასები დაახლოებით 60–80%-ით შემცირდა.
ბოლო პერიოდში თურქული ლირის საგრძნობი დევალვაციის ფონზე ცოტა ხნის წინ თურქეთში ზოგიერთი პროდუქციის, მათ შორის, წამლების ფასების კორექტირება მოხდა – წამლები გაძვირდა.
„კორექტირება პერიოდულად ყოველთვის ხდება თურქეთში და არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო. ზუსტად იგივე იყო თებერვლის თვეში და საერთოდ არ შეტყობია ჩვენს პროექტს, რომელიც თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტს ეხება“, – განაცხადა აზარაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თურქეთისთვის ბაზრის გახსნის წყალობით 2022 წლის იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებმა წამლებზე 50 მილიონ ლარზე მეტი დაზოგეს, მათი ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა.
აზარაშვილის თქმით, ჭორებს, რომ საქართველო თურქეთიდან მედიკამენტებს აღარ შემოიტანს, მტრულად განწყობილი პირები ავრცელებენ.
„სამწუხაროდ, იყო ბევრი სიუჟეტი, თითქოს პროექტი კოლაფსის წინაშეა, ცრუ დაპირება იყო და ა.შ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არის ქვეყნის მტრობა და მეტი არაფერი“, – განაცხადა აზარაშვილმა.
თურქეთში მედიკამენტები გაძვირდა: რა ელოდება საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს?>>
მინისტრმა ასევე ისაუბრა თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ხარისხზე და აღნიშნა, რომ ყველა დასახელების ყველა მედიკამენტი შეესაბამება GDP და GMP საერთაშორისო სტანდარტებს.
შემოდგომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ფასები მედიკამენტებზე, ხოლო იაფი მედიკამენტების შემოტანა თურქეთიდან მოქალაქეებისთვის შვება იქნება. ამიტომ მთავრობამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა ამ საკითხზე და იპოვა გამოსავალი.
ყველა ახალი ამბავი
0