მაჭახელას ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე შეიქმნა

© press-service of the Machakhela National Park administrationმაჭახელას ეროვნული პარკი
მაჭახელას ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში თანამედროვე სტანდარტის საგამოფენო სივრცე მოეწყო, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საგამოფენო სივრცეს, საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. თანამედროვე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ისტორიული არტეფაქტები და მაჭახელას ხეობის უნიკალური კულტურისა და ბიომრავალფეროვნების ნიმუშები.
ვიზიტორები აქ უკეთ გაეცნობიან მაჭახელას ხეობის ისტორიასა და კულტურას და შეძლებენ მათთვის საინტერესო მარშრუტის დაგეგმვას. ვიზიტორები მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ინტერაქტიულ რეჟიმშიც შეძლებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის განცხადებით, საგამოფენო სივრცე ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ.

„ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ვიზიტორთა დაინტერესებას კონკრეტული რეგიონით, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე”, – განაცხადა იური ნოზაძემ საგამოფენო სივრცის დათვალიერების შემდეგ.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანა ჩერნიშოვამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მაჭახელას ეროვნული პარკი ტურისტული თვალსაზრისით ნამდვილად საოცარი ადგილია თავისი არაჩვეულებრივი ბუნების გამო.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით აქ დაარსდა ტურისტული ცენტრი და საგამოფენო სივრცე. იმედი მაქვს, რომ ვიზიტორები ესტუმრებიან და ნამდვილად შეიტყობენ უფრო მეტს ამ ადგილის შესახებ, რომელიც საქართველოს სამოთხის ნაწილია”, – თქვა ანა ჩერნიშოვამ.
მაჭახელას ხეობა ახალ სტატუსს მიიღებს>>
საგამოფენო სივრცის პროექტი საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა, ხოლო მის ტექნიკურ შესრულებაში „მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ ჩაერთო.
საგამოფენო დარბაზის მოწყობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა.
მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი“ შენდება>>
მაჭახელას ხეობა ბათუმიდან 20 კილომეტრში, ზღვის დონიდან 300–800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და უნიკალური ბუნებით გამოირჩევა.
ყველა ახალი ამბავი
0