მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი“ შენდება

© press-service of the Machakhela National Park administrationმაჭახელას ეროვნული პარკი
მაჭახელას ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
„ეთნოსოფლის“ პროექტი მოიცავს მაჭახელას ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციას და სხვა ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფლის“ პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, მიმდინარეობს ინტერიერისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მაჭახელას „ეთნოსოფლის“ საინფორმაციო ცენტრი მდინარე აჭარისწყალზე მდებარე რკინის ხიდთან ახლოს აშენდება. ამ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა.
პროექტის ფარგლებში, ვიზიტორთა ცენტრის გარდა, წელსვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტები მომზადდება, რაც ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ხიდის რეაბილიტაციას, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ალივაკეს ციხის არქეოლოგიურ კვლევას და რესტავრაციას, ასევე „მაჭახელას თოფის გზის“ ფარგლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, „ეთნოსოფელი" ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის, გარემოს დაცვისა და გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც გულისხმობს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
მაჭახელას ხეობა ბათუმიდან 20 კილომეტრში, ზღვის დონიდან 300–800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და უნიკალური ბუნებით გამოირჩევა.
„ეთნოსოფლის“ მშენებლობა 2019 წელს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0