მაჭახელას ხეობა ახალ სტატუსს მიიღებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის ბოტანიკური ბაღი მთიან აჭარაზე ხედით
ბათუმის ბოტანიკური ბაღი მთიან აჭარაზე ხედით - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2022
გამოწერა
ისტორიული ხეობა ახალ სტატუსს, სავარაუდოდ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებს.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. მაჭახელას ხეობა აჭარაში, ეროვნული პარკის სტატუსის შემდეგ, ასევე მიიღებს დაცული ლანდშაფტის სტატუსს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
მაჭახელას ხეობა ბათუმიდან 20 კილომეტრში მდებარეობს, ზღვის დონიდან 300–800 მეტრის სიმაღლეზე. ის უნიკალური ბუნებით გამოირჩევა. ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ახალი სტატუსი ახალ შესაძლებლობებს მოიტანს და საბოლოოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან ჰესის მშენებლობის საკითხი, რომელსაც იქ მცხოვრებნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ისტორიული ხეობა ახალ სტატუსს, სავარაუდოდ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებს. დაცული ლანდშაფტის შექმნა ხეობის ბიომრავალფეროვნებისა და ისტორიულ-კულტურული დაცვის თავისებური გარანტია იქნება და ის მის განვითარებას უნდა დაეხმაროს, მიიჩნევენ პროექტის ავტორები.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის კანონპროექტი მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და უკვე გაიარა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები. დარჩა მისი გარემოს დაცვის კომიტეტზე გატანა, რომლის სხდომაც, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში გაიმართება.
ლეგენდა სიყვარულზე: ახალი ტურისტული ადგილი აჭარაში>>
პროექტის კოორიდნატორის ირაკლი გორაძის განცხადებით, უკვე არსებული ეროვნული პარკის სტატუსი საკმარისი არ აღმოჩნდა ამ ადგილის ბუნებრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის.
დაცული ლანდშაფტი – ეს დაცული ტერიტორიის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფორმაა. მისი მიზანია როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანისა და ბუნების ურთიერთქმედების შედეგად გაჩენილი კულტურული ლანდშაფტის დაცვა, განაცხადა გორაძემ.
ახალი საპიკნიზე ზონები აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
მაღალმთიან აჭარაში ახალი საპიკნიკე ადგილები გაჩნდება
მისი თქმით, დაცულ ლანდშაფტზე ნებადართულია კერძო საკუთრება, სამეურნეო და სხვა საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს ბუნებრივი კულტურული ლანშაფტების შენარჩუნებას. კერძოდ, ესაა ტურიზმის განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
მაჭახელას ხეობა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია აჭარაში. ამჟამად ზემო მაჭახელა თურქეთის ტერიტორიაზეა, ხოლო ქვემო მაჭახელა – საქართველოსი.
წყარო: აჭარის ტელევიზია
ყველა ახალი ამბავი
0