https://sputnik-georgia.com/20220421/maralmrian-awarasi-axali-sapiknike-adgilebi-gacndeba-266161874.html
მაღალმთიან აჭარაში ახალი საპიკნიკე ადგილები გაჩნდება
მაღალმთიან აჭარაში ახალი საპიკნიკე ადგილები გაჩნდება
Sputnik საქართველო
საპიკნიკე ობიექტები მოიცავს საკოცონე სივრცეებს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს.
2022-04-21T20:17+0400
2022-04-21T20:17+0400
2022-04-21T21:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/15/266157017_0:173:1664:1109_1920x0_80_0_0_5f4d75e6bc3b84008b5daab16a274705.jpg
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. მაღალმთიანი აჭარის ორ მუნიციპალიტეტში – შუახევსა და ქედაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.სოფელ მახუნცეთში, ძველმთის (შუახევი) და კვესაურის (ქედა) მთების, ასევე ხარისაწოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებული ავთენტური საპიკნიკე ადგილები გაჩნდება.საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოიცავს საკოცონე სივრცეებს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს.ბოლო ორი წლის განმავლობაში მსგავსი საპიკნიკე ზონები ჩირუხის მთაზე, ჯვარიმინდორზე, სოფელ კაპნისთავსა და შუამთაზე მოეწყო.აჭარა ტურისტებისთვის ასოცირდება არა მხოლოდ ზღვასთან, არამედ მთის ღირსშესანიშნაობებთანაც. აჭარაში ტურისტებს შეუძლიათ არა მარტო ულამაზესი პეიზაჟებით დატკბნენ, არამედ ისწავლონ სხვადასხვა ქართული კერძის მომზადება ოჯახური ტიპის სასტუმროების დიასახლისებისგან, გაეცნონ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს და დასვენება დაუვიწყარი გახადონ.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/15/266157017_103:0:1582:1109_1920x0_80_0_0_5b1e477db73d8d526d6654f846467760.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მთა აჭარა საპიკნიკე ადგილები
მთა აჭარა საპიკნიკე ადგილები
მაღალმთიან აჭარაში ახალი საპიკნიკე ადგილები გაჩნდება
20:17 21.04.2022 (განახლებულია: 21:36 21.04.2022) საპიკნიკე ობიექტები მოიცავს საკოცონე სივრცეებს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. მაღალმთიანი აჭარის ორ მუნიციპალიტეტში – შუახევსა და ქედაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
სოფელ მახუნცეთში, ძველმთის (შუახევი) და კვესაურის (ქედა) მთების, ასევე ხარისაწოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებული ავთენტური საპიკნიკე ადგილები გაჩნდება.
„საპიკნიკე სივრცეები მოგზაურებს საშუალებას მისცემს ღია სივრცეში ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოიცავს საკოცონე სივრცეებს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მსგავსი საპიკნიკე ზონები ჩირუხის მთაზე, ჯვარიმინდორზე, სოფელ კაპნისთავსა და შუამთაზე მოეწყო.
აჭარა ტურისტებისთვის ასოცირდება არა მხოლოდ ზღვასთან, არამედ მთის ღირსშესანიშნაობებთანაც. აჭარაში ტურისტებს შეუძლიათ არა მარტო ულამაზესი პეიზაჟებით დატკბნენ, არამედ ისწავლონ სხვადასხვა ქართული კერძის მომზადება ოჯახური ტიპის სასტუმროების დიასახლისებისგან, გაეცნონ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს და დასვენება დაუვიწყარი გახადონ.