https://sputnik-georgia.com/20220422/axali-turistuli-adgili-awarasi-266171224.html
ლეგენდა სიყვარულზე: ახალი ტურისტული ადგილი აჭარაში
ლეგენდა სიყვარულზე: ახალი ტურისტული ადგილი აჭარაში
Sputnik საქართველო
ლეგენდის თანახმად, ოსმალეთის იმპერიის ბატონობისას ამ ადგილზე ქრისტიანმა წყვილმა ჩუმად ჯვარი დაიწერა. 22.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-22T13:42+0400
2022-04-22T13:42+0400
2022-04-22T19:44+0400
აჭარა
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24155/99/241559922_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_807c90ed359b46835e916843787685c9.jpg
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. მაღალმთიან აჭარაში უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ტურისტული ადგილი გაჩნდება, რომელსაც სიყვარულის ლამაზი ლეგენდა აქვს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.საუბარია ხულოს რაიონის სოფელ ჩაოში მდებარე ე.წ. კოტიჯვარზე, სადაც, ლეგენდის თანახმად, ოსმალეთის იმპერიის ბატონობისას ქრისტიანმა წყვილმა ჩუმად ჯვარი დაიწერა. როგორც ლეგენდა ამბობს, ადგილობრივ მამაკაცს, რომელმაც საყვარელ ქალზე ჩუმად იქორწინა, სახელად კოტე ერქვა და ასე გაჩნდა ამ ადგილის სახელიც - კოტიჯვარი.„რამდენად სარწმუნოა ეს ლეგენდა, მე ვერ გეტყვით, ეს ადგილი თავისთავად ისეთია, რომ ქმნის ჯვარს, ასე რომ, შეიძლება ამიტომაც ჰქვია ასე“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა გენადი ცეცხლაძემ.კოტიჯვარზე აშენდება გადმოსახედი, საიდანაც გადაიშლება ხედი სოფლებზე, მათ შორის სოფელ ხულოსა და სხალთის ხეობაზე.ზემოაღნიშნული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხულოს მერიიდან 166.000 ლარი გამოიყო.წყარო: აჭარის ტელევიზია
https://sputnik-georgia.com/20220421/maralmrian-awarasi-axali-sapiknike-adgilebi-gacndeba-266161874.html
აჭარა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24155/99/241559922_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_648e8c12b16ac7380a902b3d8851465a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აჭარა , ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
აჭარა , ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
ლეგენდა სიყვარულზე: ახალი ტურისტული ადგილი აჭარაში
13:42 22.04.2022 (განახლებულია: 19:44 22.04.2022) ლეგენდის თანახმად, ოსმალეთის იმპერიის ბატონობისას ამ ადგილზე ქრისტიანმა წყვილმა ჩუმად ჯვარი დაიწერა.
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. მაღალმთიან აჭარაში უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ტურისტული ადგილი გაჩნდება, რომელსაც სიყვარულის ლამაზი ლეგენდა აქვს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
საუბარია ხულოს რაიონის სოფელ ჩაოში მდებარე ე.წ. კოტიჯვარზე, სადაც, ლეგენდის თანახმად, ოსმალეთის იმპერიის ბატონობისას ქრისტიანმა წყვილმა ჩუმად ჯვარი დაიწერა. როგორც ლეგენდა ამბობს, ადგილობრივ მამაკაცს, რომელმაც საყვარელ ქალზე ჩუმად იქორწინა, სახელად კოტე ერქვა და ასე გაჩნდა ამ ადგილის სახელიც - კოტიჯვარი.
„რამდენად სარწმუნოა ეს ლეგენდა, მე ვერ გეტყვით, ეს ადგილი თავისთავად ისეთია, რომ ქმნის ჯვარს, ასე რომ, შეიძლება ამიტომაც ჰქვია ასე“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა გენადი ცეცხლაძემ.
კოტიჯვარზე აშენდება გადმოსახედი, საიდანაც გადაიშლება ხედი სოფლებზე, მათ შორის სოფელ ხულოსა და სხალთის ხეობაზე.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ სოფელში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს მათთვის დამატებითი შემოსავლების მოზიდვას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ახალგაზრდებისგან სოფლის დაცარიელებას შეაჩერებს.
ზემოაღნიშნული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხულოს მერიიდან 166.000 ლარი გამოიყო.