მიმოხილვა: ვინც ავდეევკიდან არ გავიდა, „ქვაბში“ მოექცა

© photo: Sputnik / Aleksey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშისატანკო შენაერთი უკრაინაში
სატანკო შენაერთი უკრაინაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
მოკავშირეთა ჯარები დონბასში ფრონტის ხაზს ასწორებენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გარნიზონი ავდეევკაში მარცხდება. საბრძოლო მოქმედებების მეთოდებია - პენტაგონის, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული გვარდიის ათვისებული გაკვეთილები.
რუსული ჯარი ავდეევკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ყველა შესაძლო მიმართულებიდან უტევს.
გუშინ განადგურდა მოწინააღმდეგის ორი საცეცხლე წერტილი, საბრძოლო კომპლექტისა და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა „გრადის“ ორი დანადგარი. მეთოდურად მუშაობს მძიმე ცეცხლსასროლი სისტემა „სოლნცეპეკი“.
ავდეევკიდან კონსტანტინოვკისკენ მიმავალი გზატკეცილი ბლოკირებულია ორ ადგილზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის დანაყოფები თავს აფარებენ ავდეევკის კოქსოქიმიურ ქარხანას.
NASAMS - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
მოსაზრება: ნორვეგიული სისტემა NASAMS - ნატოს მისტიფიკაცია უკრაინისთვის
ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში საბრძოლო მოქმედებების წარმოება უკრაინელ სამხედროებს ილინოისის შტატის ეროვნული გვარდიის სპეციალისტებმა ასწავლეს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტები, თავის მხრივ, წვრთნიდნენ უკრაინელებს დანაღმვის საქმეში, სნაიპერულ უნარ-ჩვევებში, Javelin-ისა და Stinger-ის ექსპლუატაციაში.
სამწუხაროდ, გაეროს მონიტორინგის მისიები ვერ ამჩნევენ აშშ-ის დამღუპველ როლს უკრაინის კონფლიქტში და სრულიად მიკერძოებულად აფასებენ რუსულ სპეცოპერაციას უკრაინაში.

ამერიკული გოპაკი

20 ივლისს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნიან დამატებით პარტიებს – ზალპური ცეცხლის ოთხ სარაკეტო სისტემა HIMARS-ს და მის საბრძოლო მასალას, რათა „შეიცვალოს ვითარება ბრძოლის ველზე“.
ვაშინგტონმა კიევს 54 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო, სანახევროდ დააცარიელა პენტაგონის არსენალი, საკმაო ძალისხმევა გამოიჩინეს ნატოს სხვა ქვეყნებმაც, თუმცა თვალსაჩინო, მოსალოდნელი შედეგი არ ჩანს – ასეთია ამერიკული სამხედრო დაზვერვის სპეციალისტ რებეკა კოფლერის დასკვნა Fox News-ის სტატიაში.
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
მოსაზრება: სევერსკი აღებულია, გზა სლავიანსკისკენ გახსნილია
მეორე მხრივ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით შეასრულეს პირველი ეტაპის ამოცანები – საგრძნობლად შემცირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალი, თითქმის სრულად გათავისუფლდა დონბასის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები. დასავლეთის მხრიდან იარაღით მომარაგება და აშშ-ის ანტირუსული სანქციები კიევს სამხედრო მარცხისგან ვერ იხსნის.
დემილიტარიზაციის რუსული ტაქტიკა მკაცრდება, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის გასანადგურებლად გადასროლილია ახალი ძალები და საშუალებები. დასავლელი ბენეფიციარები უფრო ფრთხილად უნდა მოიქცნენ, რათა კიევისთვის მიწოდებული იარაღი ნატოს ქვეყნებს რიკოშეტით უკან არ დაუბრუნდეს.
ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) შეიმუშავა რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ვარიანტები. რასაკვირველია, ხერსონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესაჩერებლად.
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
მოსაზრება: ამერიკული ATACMS-ები უკრაინის სახელმწიფოებრიობას ანადგურებს
კონტრშეტევის გეგმა შექმნილია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ პენტაგონთან ერთად და ითვალისწინებს სარაკეტო დარტყმებით დნეპრზე ორი ხიდის განადგურებას – მარჯვენა ნაპირზე რუსული ჯარების მომარაგების შესაფერხებლად. ეს გეგმა წარმატების გარანტიას არ იძლევა. რუსეთს ბირთვული იარაღი არ დასჭირდება. მას შეუძლია მაღალი სიზუსტის რაკეტებით ერთ დღეში გაანადგუროს ორი ათეული ყველაზე დიდი ხიდი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე.
კიევისთვის სატრანსპორტო-ეკონომიკური კოლაფსი შესაძლოა ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე უარესი აღმოჩნდეს. არსებობს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს მხრიდან სპეცოპერაციის მსვლელობის შეცვლის მცდელობების საპასუხო სხვა ქმედითი, ასიმეტრიული ვარიანტებიც.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0