მოსაზრება: ნორვეგიული სისტემა NASAMS - ნატოს მისტიფიკაცია უკრაინისთვის

NASAMS - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც რუსული სპეცოპერაციის პირველ დღეებში განადგურდა, დასავლური მიწოდებების ხარჯზე ვერ აღდგება. NASAMS-ის საშუალო დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემები არც „ცის დახურავისა“ და არც ცალკეული ობიექტების დაცვის გარანტიას არ იძლევა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში უკრაინა ნორვეგიული წარმოების NASAMS-ის სისტემების ორ ბატარეას მიიღებს. თითოეულ ბატარეაში 54 რაკეტაა, სრული ზალპი — 108 საზენიტო რაკეტა 12 წამში. კომპლექსები ნორვეგიიდან უკვე პოლონეთშია ჩატანილი. მუშავდება ფარული მარშრუტი საბრძოლო გამოყენების ზონამდე (კიევი), რადგან საჰაერო თავდაცვის სისტემები ტრანსპორტირებისას დაუცველი არიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალები NASAMS-ს ნორვეგიის მარაგებიდან მიიღებენ, თანაც კიევს პირველი თაობის სისტემას (სამი შესაძლოდან), 1998 წლის მოდელს გადასცემენ. ნატოს წევრებს არ სურთ უახლესი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება — რუსეთის ჯარების მიერ მისი ხელში ჩაგდების მაღალი რისკის გამო. სისტემის ეფექტურობა და ტექნოლოგიური საიდუმლოებები აშკარა არ არის, თუმცა ძვირი ღირს. ომანმა 1,28 მილიარდი დოლარი გადაიხადა NASAMS-ის ერთი ბატარეისთვის.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ სთხოვა და მოსთხოვა დასავლეთს „მძლავრი“ საზენიტო სისტემები, რომლებიც მათ რუსული ავიაციისთვის „ცის დაკეტვაში“ დაეხმარებოდა. უკრაინაში თანამედროვე NASAMS-ის ორი ბატარეის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია გარკვეულწილად აამაღლებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მორალურ მდგომარეობას. თუმცა 25 კმ დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ დახურავს უკრაინის ცას და ვერ შექმნის „რკინის გუმბათს“ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე. საჭიროების შემთხვევაში რუსული ჯარები განახორციელებენ უაღრესად ზუსტ და დაუძლეველ სარაკეტო დარტყმას. „კინჟალები“, „ისკანდერები“, X-101 ფრთოსანი რაკეტები ნატოს სტანდარტების ნებისმიერ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადალახავს.
ამ ფონზე პირველი თაობის NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება უაზრობად გამოიყურება, მაგრამ შეერთებულ შტატებში შიშობენ, რომ ნატოს მოწინავე საზენიტო სისტემების საბრძოლო გამოყენება რეალურ შესაძლებლობებსა და დეკლარირებულ მახასიათებლებს შორის მათ შეუსაბამობას წარმოაჩენს. ზუსტად ასე მოხდა საუდის არაბეთში PAC-2 და PAC-3-ის უახლეს მოდიფიკაციებთან დაკავშირებით.

ისტორიული მომენტი

პირველი თაობის მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS (Norwegian Advanced Surface-to-air Missile System) 1994 წელს შეიქმნა ნორვეგიული კომპანია Norwegian Kongsberg companies-ის მიერ ამერიკულ კორპორაცია Raytheon Company System-თან თანამშრომლობით. ის შექმნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე — 30 მეტრიდან 16 კმ-მდე, ჰორიზონტალურ მანძილზე — 25 კმ-მდე.
გამანადგურებლის ტიპის სამიზნის აღმოჩენის დიაპაზონი 60 კმ-ია. საჰაერო თავდაცვის სისტემას აქვს მოდულარული ღია არქიტექტურა. 1999 წელს მოდერნიზაციის შემდეგ კომპლექსმა მიიღო სახელწოდება NASAMS II, განადგურების დიაპაზონი გაიზარდა 40 კმ-მდე.
მეორე თაობა უფრო მობილურია. NASAMS II კომპლექსს ნორვეგიის საჰაერო ძალები და სახმელეთო ძალები იყენებენ, ხოლო 2004 წელს იგი შეერთებული შტატების შეიარაღებაშიც მიიღეს. მოგვიანებით შეიძინეს ესპანეთის, ნიდერლანდის, ჩილეს, ფინეთის, ომანის, ლიტვის, ინდონეზიის, კატარის არმიის საჰაერო თავდაცვისთვის.
შესაძლოა, ეს ნატოს ქვეყნების საუკეთესო საშუალო დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემაა, მაგრამ ყველაფერი ანალოგებთან შედარებით ან სამიზნეების განადგურების სიმძლავრით შეიცნობა.
მისი რუსული ანალოგი, საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა 9K317 Бук-M2 ყველა თვალსაზრისით აღემატება ნორვეგიულს. სალაშქრო მდგომარეობიდან საბრძოლოში მოსაყვანად 5 წუთი სჭირდება. დარტყმის სამიზნეების დიაპაზონი 50 კმ-მდეა (სიმაღლე - 20 კმ-მდე). რაკეტისა და ქობინის მასა, შესაბამისად, 715 კგ და 70 კგ. საჰაერო სამიზნეზე დარტყმის ალბათობა, როგორიცაა F-15, არის 0,95, ანუ საკმარისია ერთი რაკეტა („ნორვეგიელს" ორი სჭირდება). ერთდროული სამიზნეების რაოდენობა — 24-მდე.
NASAMS-ს სალაშქრო მდგომარეობიდან საბრძოლოში მოსაყვანად 15 წუთი სჭირდება. რაკეტისა და მისი ქობინის მასა, შესაბამისად, 150 კგ და 22 კგ. საზენიტო რაკეტის სიჩქარე - 1000 მ/წმ. დარტყმის სამიზნის მაქსიმალური სიჩქარე — 3600 კმ/სთ (არ არის გამოცდილი საბრძოლო პირობებში).
შევნიშნავთ, რომ რუსული რაკეტების ჰიპერბგერითი სიჩქარე ნატოს კომპლექსისთვის დაუძლეველია: კვაზიბალისტიკური „ისკანდერი“ — დაახლოებით 10 ათასი კმ/სთ, აერობალისტური „კინჟალი“ — 14 ათას კმ/სთ-ზე მეტი. ამავდროულად, წრიული სავარაუდო გადახრა არის მხოლოდ 1-2 მეტრი, ანუ გადაწყვეტილების მიღების ცენტრები უკრაინაში და ნატოს ქვეყნებში სრულიად დაუცველია, ხოლო NASAMS კიევში — ეს კიდევ ერთი დასავლური მისტიფიკაციაა.
NASAMS-ის გამოჩენა უკრაინაში ნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გადასვლას რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან ნატოს სტანდარტებზე, რაც თავისთავად არაფერს კარგს არ ჰპირდება ქვეყანას. დასავლელმა კურატორებმა, იარაღმა და ნატოსკენ მიმავალმა კურსმა უკრაინას უკვე მოუტანა კატასტროფული შედეგები.
ასეთი პოლიტიკის უგუნური გაგრძელება მხოლოდ ახალ კატასტროფებს, გაჭირვებასა და მსხვერპლს მოუტანს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და მშვიდობიან მოსახლეობას. და, რა თქმა უნდა, NASAMS-ის სისტემები პრიორიტეტულად განადგურდება რუსული ჯარების მიერ, როგორც ეს უკვე ხდება დასავლეთის კიდევ ერთ „საოცარ იარაღთან“ — HIMARS-თან მიმართებით.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0