მოსაზრება: სევერსკი აღებულია, გზა სლავიანსკისკენ გახსნილია

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
მოკავშირეთა ჯარები ბრძოლებით მიიწევენ დასავლეთისკენ. დღეს ისინი ქალაქ სევერსკს დაეუფლნენ, რომელიც ლისიჩანსკიდან სლავიანსკისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. შეტევა წარმატებით ვითარდება სევერსკიდან სოლედარისა და არტემოვსკის მიმართულებით.
ლუგანსკის საჯარისო ფორმირებებმა და რუსული არმიის ნაწილებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები გაანადგურეს სევერსკის მახლობლად და 14 ივლისს ქალაქი აიღეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმოფანტული ქვედანაყოფებისა და უცხოელი დაქირავებულებისგან კვარტლების გაწმენდა მთავრდება. მოკავშირეთა ჯარებმა აიღეს ქალაქ სოლედარის გარეუბნებიც, სადაც მოწინააღმდეგეს მძლავრი თავდაცვითი პოზიციები ჰქონდა შექმნილი. გაიხსნა გზა სლავიანსკისა და კრამატორსკისკენ.
დონეცკის ტერიტორიებისთვის ბრძოლა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება სევერსკი–არტემოვსკის ხაზზე. რუსული ჯარების ქვედანაყოფები მთლიანად აკონტროლებენ ლისიჩანსკი–სევერსკის გზატკეცილს და სევერსკი–სოლედარის გზის რამდენიმე მონაკვეთს. დონბასის აღმოსავლეთით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „მანევრირებადი თავდაცვის“ მხოლოდ სამი ვარიანტი აქვთ — უკან დახევა, ტყვეობა, ლიკვიდაცია.
14 ივლისს რუსული სარაკეტო თავდასხმა ვინიცაში, გაისინსა და ტერნოპილში სამხედრო ობიექტებზე არის მაგალითი იმისა, რომ განადგურებულია ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების ცენტრები (სარდლობის შტაბი, უცხოელი "ლეგიონერების ბაზები") უკრაინის შეიარაღებული ძალების ღრმა ოპერატიული ზურგში. იმავე ადგილზე, ფრონტის ხაზის უკან უკრაინელებს გაწვრთნილი და აღჭურვილი რუსული დივერსიული ჯგუფები აშინებს, რომლებიც ბლოკ-პოსტებსა და სამხედრო აღჭურვილობას ანადგურებენ.

განადგურებულია 80 პროცენტით

რუსული სპეცოპერაციის დროს უკრაინულმა ჯარებმა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კატასტროფული დანაკარგები განიცადეს, დაკარგეს გაწვრთნილი პროფესიონალების ბირთვი, რომლის არარსებობა ვერ ანაზღაურდება მასობრივი მობილიზაციის ტალღებით. გაუწვრთნელი რეზერვისტების რაოდენობა არასოდეს გადაიზრდება სპეციალური სამხედრო მომზადების ხარისხში. უკრაინის შეიარაღებული ძალების შევსება სწრაფად „იფშვნება“ წინა ხაზზე და პრაქტიკულად არ იმოქმედებს რუსული ჯარების აბსოლუტურ ტექნოლოგიურ და ტაქტიკურ დომინირებაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოპერაციაში 150-180 ათას სამხედრო საკონტრაქტო პროფესიონალს ჩართავს. ამასთან ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკრაინის რეგულარული არმია უკვე 80 პროცენტითაა „დემილიტარიზებული“. უკრაინის სარდლობას უწევს აქტიურად დანაღმოს ტერიტორია ფოსფორის საბრძოლო მასალით, აამოქმედოს უცხოელი დაქირავებულები და დასავლელი სამხედრო სპეციალისტები ნატოს საარტილერიო სისტემებისა და თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებისთვის, აგრეთვე ახალი თავდაცვითი ხაზების საფორტიფიკაციო და სამაგრი ნაგებობების ასაშენებლად.
უკრაინელი რეზერვისტების უცხოური მომზადების პროექტი — ეს მხოლოდ შენიღბვაა ალიანსის სამხედრო პერსონალის უკრაინაში განლაგებისთვის, თითქოს რუსეთი ვერ შეამჩნევს ჩანაცვლებას. თუმცა, შეერთებული შტატები და ნატოს სხვა ქვეყნები ძალზე მგრძნობიარენი არიან ჯარების საბრძოლო დანაკარგების მიმართ, რაც მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ შემდეგი პრობლემა, რომელსაც კიევი მალე და აუცილებლად წააწყდება, არის დასავლეთის სამხედრო დახმარების შემცირება.
თეთრი სახლის პრეტენზიები უკრაინაში ამერიკული იარაღის უკონტროლო ბრუნვასთან დაკავშირებით ავღანური სცენარის მიხედვით „ევაკუაციის“ დასაწყისს ჰგავს. მრავალმილიარდიანი ლენდ-ლიზის პარალელურად ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას უშვებს. რუსეთთან პროქსი-ომის ხარჯები ძალიან მაღალია: ეკონომიკური კრიზისი იზრდება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში, ნატოს არსენალებში იწურება უკრაინული ჯარების შესაფერისი იარაღი და საბრძოლო მასალა. გარდა ამისა, „მიწოდებების ესკალაციამ“ შეიძლება პირდაპირი ბირთვული კონფლიქტი გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციასთან.
ნატოს საბრძოლო რიტორიკისა და შეერთებული შტატების მრავალმილიარდიანი ლენდ-ლიზის მიღმა დამარცხების შიში იმალება. CNN წერს: „თუ პუტინი დონბასს მიღმა გაიხედავს, მან შეიძლება მდინარე დნეპრისკენ წაწევა გადაწყვიტოს, რომელიც თითქმის შუაზე ჰყოფს უკრაინას. ეს ნიშნავს ქვეყნის ნახევრის ხელში ჩაგდების მცდელობას, ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეაძრწუნებს დასავლეთს“.
გამოცემა Foreign Policy კი დასძენს: „ევროპის ყველაზე საშინელი ენერგეტიკული კოშმარი რეალობად იქცევა“. და, მაინც, ეს არ არის ყველაზე საშინელი კოშმარი, რადგან თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემა ან არქიტექტურა, რომელიც რუსეთმა 2021 წლის დეკემბერში შესთავაზა დასავლელ „პარტნიორებს“, არ შეიცვლება.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ რუსეთი „კონტრ-საფრთხის რეჟიმში“ გადავა, თუ ნატო ხელშეკრულებაზე უარს იტყვის. სავარაუდოდ, ეს მოსკოვის პრინციპული პოზიციაა და უკრაინული „მოთელვა“ მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასასრულის დასაწყისია.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დღეს განაცხადა: „როგორც კი ვლადიმირ პუტინი საქმეებს დაასრულებს სევერსკში, ბახმუტსა და სოლედარში, შემდეგ კი მეორე ხაზზე: სლავიანსკი–კრამატორსკი–ავდეევკა, წინადადებას წამოაყენებს. თუ ისინი ამას არ მიიღებენ, რასაც არ აპირებენ, ჩვენ ჯოჯოხეთში ჩავცვივდებით“.
ამის ალბათობა მართლაც ძალიან მაღალია.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0